მარკეტინგი, როგორც სექსი – შვიდი ჭეშმარიტება, რომლებიც ყველა ბიზნეს-ლიდერმა უნდა გაითავისოს

მარკეტინგი, როგორც სექსი – შვიდი ჭეშმარიტება, რომლებიც ყველა ბიზნეს-ლიდერმა უნდა გაითავისოს

20 ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, რა არის მარკეტინგი, მიიღებთ 20 სხვადასხვა პასუხს. რატომ არის რთული ამ გაგებისთვის ერთიანი განმარტების მიცემა? შესაძლოა იმიტომ, რომ თავად მარკეტოლოგებსაც კი არ შეუძლიათ ამის გაკეთბა. ისინი კონცენტრირებულნი არიან საკუთარი საქმიანობის სფეროს ვიწრო ჩარჩოებში და ვერ ხედავენ საერთო სურათს.

თანამედროვე მენეჯმენტის მამამ – პიტერ დრუკერმა თქვა: «რამდენადაც ბიზნესის მიზანი არის მომხმარებლის შეძენა, მეწარმეობას აქვს ორი, მხოლოდ ორი ძირითადი და მნიშვნელოვანი ფუნქცია: მარკეტინგი და ინოვაციები. ამასთან, მარკეტინგი არის ბიზნესის განმასხვავებელი და უნიკალური ფუნქცია».

«მარკეტოლოგებს შუძლიათ თავის მოკატუნება სხვა სპეციალისტებთან შედარებით უკეთესად» — დევიდ ჰორნიკი, კომპანია August Capital-ის CEO.

1. მარკეტინგი, როგორც სექსი – ნებისმიერი საკუთარ თავს თვლის პროფესიონლად მასში.
მარკეტინგის სფეროში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომლებიც თავს პროფესიონალებად ასაღებენ, რადგან ამ სფეროში მოთხოვნა დიდია, პროფესიონალები კი ცოტანი არიან – შესაბამისად, საკუთარი თავის გურუდ გასაღება მარტივია. როგორც ერთხელ დევიდ ჰორნიკმა თქვა: «ვენჩურული ინვესტიციების განმახორციელებელ მეწარმეებს ჰგონიათ, რომ გენიოსები არიან მარკეტინგის სფეროში. დიახ, ჩვენ ნამდვილად ასე ვფიქრობთ». ამის მიზეზი, მისი სიტყვებით არის ის, რომ მარკეტოლოგებს შეუძლიათ უფრო მეტად მოიკატუნონ თავი, ვიდრე სხვა სპეციალისტებმა.

2. ჯერჯერობით მოგებულნი არიან ბრენდები
ბევრს მიაჩნდა, რომ ინტერნეტით ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა მოახდენდა სამოქმედო ველის მოსწორებას და ბრენდინგის ნიველირებას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, მოხდა პირიქით. ჯერ კიდევ AOL-ის აღმავლობის დროს ბობ პიტმანი ამბობდა: «Coca-Cola-ს პროდუქცია ვერ იმარჯვებს დეგუსტაციებზე. Microsoft-ი არ არის საუკეთესო ოპერაციული სისტემა. იმარჯვებენ ბრენდები». მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილია Apple-ის, Google-ის, Coca-Cola-ს, IBM-ის და Microsoft-ის პროდუქცია, არც ერთი მათგანი საუკეთესო არ არის.

3. მარკეტინგი არის ადამიანების გაგება
უნდა შეგეძლოთ იწინასწარმეტყველოთ, რა სურთ კლიენტებს, ზოგჯერ იმ დონემდეც კი, ვიდრე თავად გაარკვევენ ამას. თუ თქვენ ასეთი სახის ნიჭი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მიენდოთ ინტუიციას. გახდით საკუთარი ფოკუს-ჯგუფი და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი აღიქმება, როგორც ამორფული ვირტუალური ობიექტი, უნდა გახსოვდეთ – b2b სფეროშიც კი პროდუქტის შეძენა ხდება რეალური ადამიანის მიერ, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს.

4. ნოვატორებო, საჭირო არ არის ბორბლის გამოგონება!
ბევრი ადამიანი ნატურით გამომგონებელია. მათ შეუძლიათ გამოიგონონ გიჟური კონცეფცია, რომელიც მანამდე არავის მოსვლია აზრად. მაგრამ დიდი მარკეტოლოგები, როგორც წესი, ნოვატორებიც არიან. მათ საკუთარი გამოგონების ისეთ ნივთად ქცევა შეუძლიათ, რომელსაც ადამიანები გამოიყენებენ. მარკეტინგი ვითარდება იდეის ახლებურად გამოყენების საფუძველზე. მაგალითისთვის, Intel Inside-ის პროგრამა რეალურად იყო მარკეტინგის სისტემის შემადგენელი დანწილი, როგორც ფუნთუშაში ჯემი — და შემდეგ მოხდა მისი ადაპტაცია PC-სისტემასთან.

5. მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულად მიანდოთ მარკეტინგულ განყოფილებას
«მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულად მიანდოთ მარკეტინგულ განყოფილებას» — დევიდ პაკარდი, კომპანია Hewlett-Packard-ის დამფუძნებელი.
თუ წარმოვიდგენთ, რომ ბიზნესი – არის ბორბალი, მაშინ მარკეტინგი არის მისი საყრდენი. ეს არის ადგილი, სადაც ხდება პროდუქტის შემუშავება, მისი წარმოება, ფინანსირება, რეკლამირება და გაყიდვები. მარკეტოლოგები — კომპანიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ხელმძღვანელობაც კი მარკეტინგის განყოფილების დამხმარედ ითვლება.

6. ბაზარი — ეს არის თამაში, რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებულები
ყოველ გარიგებაში არის მხოლოდ ერთი გამყიდველი და მხოლოდ ერთ მყიდველი. თუ თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ, მაშინ მყიდველიც და გამყიდველიც – ორივე მოგებული დარჩებიან. ყველა დანარჩენი პოტენციური გამყიდველი წაგებული რჩება. რას იზამ, დაუნდობელი კონურენციის პირობებია.

7. საჭირო არ არის დიდი ბიუჯეტის ქონა იმისათვის, რომ ხმაური გამოიწვიო
სარეკლამო კამპანიის სწორად ორგანიზებით მარკეტოლოგებს შეუძლიათ მოახდინონ არანორმალური მოთხოვნის გაჩენა კომპანიაზე ან პროდუქტზე, რომელიც ბაზარზე პირველად გამოდის. ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი – მათ ამის გაკეთება შეუძლიათ შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში. სტივ ჯობსი იყო ოსტატი საიდუმლოს შენახვის და მისი გაკონტროლების საკითხში. ის ახერხებდა, რომ ვერავის ვერასოდეს გაეგო რას შეიმუშავებდა კომპანია Apple-ი.
მთელი სიმართლე იმაშია, რომ ნიჭიერი მარკეტოლოგები ძალიან ცოტანი არიან, მათი ჩამოთვლა შეიძლება ხელის თითებზე. ამასთან დაკავშირებით ჩნდება შეკითხვა: თუ პროფესიონალების დეფიციტია, ვის ანდობთ მაშინ თქვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ასპექტებს? ღირს ამაზე დაფიქრება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად?

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა სურთ და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მოქმედებენ და ადრე თუ გვიან მაინც აღწევენ  სასურველს მიზანს.

Print Friendly, PDF & Email

6 მეთოდი პრობლემების გადაწყვეტის გასაუმჯობესებლად

1. კონცენტრირდით გადაწყვეტილებებზე და არა პრობლემაზე ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ტვინი ვერ პოულობს გადაწყვეტილებას, თუ თქვენ ჩაიციკლებით პრობლემაზე. ეს იმის გამო ხდება, რომ პრობლემაზე კონცენტრაცია კვებავს ნეგატივს, რომელიც თავის მხრივ ააქტიურებს

Print Friendly, PDF & Email

ხელმძღვანელის კარგი ტონი ცუდი ამბებისთვის

„კოლეგებო! ორი სიახლე გვაქვს თქვენთვის: ცუდი და… ძალიან ცუდი“ – ნებისმიერ ხელმძღვანელს ადრე თუ გვიან უხდება იყოს ცუდი ამბების მაუწყებელი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად, რომ თანამშრომლებმა ხელები არ ჩამოუშვან?

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული მამაკაცების 8 ძირითადი თვისება

1. სრული გულმოდგინებით მუშაობა მარტივად რომ ვთქვათ – იშრომეთ, იშრომეთ და იშრომეთ, რადგან თუ ოლიგარქის შვილი არ ხართ, ძალიან რთულია განვითარების ახალ დონეზე გადასვლა და რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევა ხანგრძლივი

Print Friendly, PDF & Email

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას!

ნუ იჩქარებთ შეფასებების გაკეთბას! მოხუცი მამაკაცი 25 წლის ვაჟთან ერთად შევიდა მატარებლის ვაგონში და დაიკავა კუთვნილი ადგილი. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა. როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გადაყო ხელი ჰაერის ნაკადი

Print Friendly, PDF & Email

საქმიანი დღის დაწყების წესები

1. დღის პოზიტიური განწყობით დაწყება. შეეცადეთ ყოველ დღეს მოუძებნოთ პოზიტიური დასაწყისი, რადგან იმ განწყობას, რომლითაც თქვენ საკითხების მოგვარების პროცესს შეუდგებით, უდიდესი გავლენა აქვს წარმატების და შედეგის მიღწევაში. ყოველ დილით საკუთარ

Print Friendly, PDF & Email