მარკეტინგი დაოს სტილში: 10 პრინციპი
1031 Views

მარკეტინგი დაოს სტილში: 10 პრინციპი

1. განსაზღვრეთ კლიენტის მოთხოვნილება: გაყიდვის ცოდნა – ეს უპირველეს ყოვლისა არის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა. შეეცადეთ გაიგოთ კლიენტის როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი მოთხოვნები. გადააქციეთ თქვენი კლიენტები მასწავლებლებად.

2. დაეხმარეთ კლიენტს გააცნობიეროს რა უნდა: გადააქციეთ მისი გაუცნობიერებელი მოთხოვნები ახალ მომსახურებად და ამით დაეხმარეთ მათ გახსნან საკუთარი ჭეშმარიტი შესაძლებლობები და პოტენციალი.

3. გაახილეთ თვალები ახალ შესაძლებლობებზე: შექმენით პოტენციური კლიენტების ახალი შესაძლებლობები მისთვის თვალების ახელით, რაც შედეგების რადიკალური გაუმჯობესების მარტივი და ეფექტური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.

4. შექმენით ხანგრძლივი, პოზიტიური კონტაქტი: მარკეტინგი დაოს სტილში არის სტრატეგიული და მიზანმიმართული ხანგრძლივ პერსპექტივაზე. უმეტეს შემთხვევებში, თუ კლიენტებს ერთხელ გაუჩნდებათ რაიმეს შეძენის სურვილი კონკრეტულად თქვენთან, შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნდებათ ის. მთელი ამ ხნის მანძილზე თქვენ მასთან პოზიტიურ კონტაქტში უნდა იყოთ. ამისათვის საჭიროა უფასო მომსახურებების კომპლექსი შექმნათ, რომლებითაც პოტენციური კლიენტი ისარგებლებს დიდხანს, თან უდიდესი მადლიერების გრძნობა და ნდობა გაუჩნდება თქვენი კომპანიისადმი.

5. შექმენით ნდობის ატმოსფერო: კლიენტისთვის სარგებელის რეალურად ნახვის შესაძლებლობით. საჯარო გახადეთ კმაყოფილი კლიენტების გამოხმაურებები, ასევე გაასაჯაროვეთ წარმატების ისტორიები, რომლებიც გადმოსცემენ თუ როგორ დაეხმარა თქვენი უნიკალური მომსახურებები კლიენტებს სასურველის მიღებაში.

6. ნუ მოახვევთ კლიენტებს თავს თქვენს გადაწყვეტილებას – უბრალოდ უკარნახეთ და შთააგონეთ: იდეა ან მოთხოვნა არ უნდა იყოს ადამიანისთვის თავსმოხვეული. ადამიანმა თავად უნდა მოინდომოს და გადაწყვიტოს. ყველაზე ძლიერი სტიმული – საკუთარი იდეაა და არა სხვისი. ამიტომ, გაცილებით ეფექტურია მარკეტინგის წარმართვა ქოუჩინგის სტილში, რომელიც ადამიანში ბადებს ეფქტურ შეკითხვებს.

7. მოსმენის საფუძველზე იექსპერიმენტეთ: ამის გაკეთება შეგიძლიათ ახალი წინადადებებით და ამავდროულად უნდა მოახდინოთ სამიზნე ბაზრის რეაქციის შესწავლა.

8. ადაპტირდით მყიდველზე:
თუ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად გამოავლენთ მყიდველის მოთხოვნებსა და თქვენს შეთავაზებას შორის შეუთავსებლობას, ან თქვენი პროდუქტი შეცვალეთ, ან თქვენი უნიკალური სავაჭრო შეთავაზება, ისე, რომ დააკმაყოფილოთ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნები.

9. შედეგები შეაფასეთ სტრატეგიულად:
ნუ დაწვრილმანდებით, შეაფასეთ მარკეტინგის ეფექტურობა დაოს სტილში არა კვირის მანძლზე გაყიდვების ტიპის მიკრო-საზომებით, არამედ თქვენი ბრენდისადმი გამოვლენილი დადებითი შეფასებებით, ასევე იმით, თუ რამდენად პოზიტიური, დიფერენცირებული და ძლიერია თქვენი კომპანიის იმიჯი არსებული და პოტენციური კლიენტების თვალში.

10. მოახდინეთ თანამშრომლების ახლებურად მოტივირება:
მოძებნეთ ან შექმენით ახალი ეფექტური მეთოდები თანამშრომლების მეტი ჩართულობისა და მოტივაციისთვის, რათა აწარმოოთ მარკეტინგი დაოს სტილში არა თავსმოხვეული ინსტრუქციით, არამედ აქციოთ ის მათი ცხოვფრებისა და მუშაობის შთაგონებად.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like