მარკეტინგული მიქსი – 4P, 5P, 7P

მარკეტინგული მიქსი – 4P, 5P, 7P

დღეს გადაწყდა ცოტა რამ მარკეტინგზე დაგვეწერა, რადგან თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით ძალიან გამოყენებადი და მნვიშვნელოვანია.

კერძოდ ეს თემა ეხება მარკეტინგულ მიქსს, რომელიც ოთხი პი ს სახელითაცაა ცნობილი.

მარკეტინგული მენეჯმენტის საფუძველიც სწორედ აქედან იწყება, მაგრამ საქართველოში მის გამოყენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაშინ როდესაც ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ან რა დანიშნულება აქვს ოთხ პი-ს. მაშ ასე, მარკეტინგული მიქსი (Marketing Mix) ძირითადად შედგება ოთხი ელემენტისაგან:

  1. Price – ფასი
  2. Place – ადგილი
  3. Product – პროდუქტი
  4. Promotion – პრომოუშენი

ოთხივე ელემენტი, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მოდით განვიხილოთ, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი და საერთოდ, რატომ ეძახიან Marketing Mix – ს, ანუ ”მარკეტინგულ ნარევს”. საქმე იმაშია, რომ პროდუქტი ,რომელსაც შენ სთავაზობ მომხმარებელს, შეიძლება შეიცვალოს მიქსის-ნარევის ელემენტების დოზის გაზრდით ან შემცირებით.

უფრო გასაგები რომ გახდეს თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მხატვრის პალიტრის მაგალითი:

მხატვარი ერთმანეთში ურევს მთავარ ფერებს სხვა და სხვა რაოდენობით, რომ მიიღოს საბოლოო ფერი რომელსაც ნახატში გამოიყენებს. გამოდის რომ მხატვარს შვიდი ძირითადი ფერისაგან უამრავი ახალი ფერის შექმნა შეუძლია. ყოველი ხელით შესრულებული ნახატი კი უნიკალური და ყველასგან განსხვავებულია. მარკეტინგულ მიქსში გვაქვს არა შვიდი, როგორც ეს ხატვაშია არამედ ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელთა დოზების ცვლის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მრავალფეროვან, ხშირად უნიკალურ საქონელს ან მომსახურებას.

დროთა განმავლობაში ყველა გამოცდილება, თეორია ან მეთოდი იხვეწება და ახალი, გაუმჯობესებული სახით წარმოგვიდგება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ზოგიერთმა მარკეტოლოგმა 4P – ხუთამდე გაზარდა და დაუმატა ახალი კომპონენტი ხალხი (People). ასე დაიბადა 5P.

მოგვიანებით, არც 5 კომპონენტი აღმოჩდა საკმარისი და საერთო რაოდენობა 7 P – მდე გაიზარდა, კერძოდ კი: გარეგნული მხარე (Physical evidence) და პროცესი (Process).

ამ დროისთვის, ალბათ უკვე მიხვდით რატომ წარმოიშვა ტერმინი 4P და არა მაგალითად 4M, საქმე იმაშია, რომ ყველა კომპონენტის ინგლისური დასახელება ასო P დან იწყება.

ახლა, როდესაც ზოგადად ვიცით თუ რა არის შვიდი პი, მოდით ვისაუბროთ მის თითოეულ კომპონენტზე:

  1. Price (ფასი) – პროდუქტზე ფასის დადების მრავალი გზა არსებობს (Pricing), ამისათვის სწორად უნდა განისაზღვროს პროდუქტის თვითღირებულება, ბაზრის ღირებულება და კიდევ უამრავი ელემენტი.ზოგჯერ საჭიროა ფასის ცვლილება – დაწევა ან აწევა. რათა არ დაეცეს თქვენი პროდუქტის გაყიდვები.
  2. Place (ადგილი) – ესაა მექანიზმი რომლის საშუალებითაც საქონელი და/ან სერვისი, მიდის მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე. ადილი სადაც მომხმარებელი უშუალოდ ხვდება პროდუქტს.
  3. Product (პროდუქტი) – პროდუქტი ხელშესახები მატერია ან მომსახურებაა, რომელიც შეგიძლია გაყიდო ან იყიდო.
  4. Promotion (პრომოუშენი) – ოთხი პი ს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოიცავს მარკეტერის ყველა კომუნიკაციას. როგორც ნეილ ბორდენი თავის დროზე ”მარკეტინგულ მიქსში” ამბობდა – ”მარკეტინგის ყველა კომუნიკაციას აქვს თავის პრომო მიქსი”. ის შეგვიძლია ნამცხვრის მიქსს შევადაროთ, რომლის ძირითადი ინგრედიენტები ერთი და იგივეა, მაგრამ თუ რომელიმე მათგანის დოზას გავზრდით ან შევამცირებთ მივიღებთ სულ სხვა გემოს.
  5. People (ხალხი) – ხალხზე დაკვირვება არის ყველა სერვისის/პროდუქტის და გამოცდილების მნიშვნელოვანი ელემენტი. მიმწოდებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პროდუქტის დამზადება და რეალიზება ერთდროულად მოხდეს, ამასთან ერთად დაიხვეწოს მომხმარებლის დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება.
  6. Physical Evidence (გარეგნული) – არის სერვისის მატერიალური ნაწილი ჩაცმულობა და/ან აღჭურვილობა.
  7. Process (პროცესი) – პროცესი არის 7P ს ერთ-ერთი ელემენტი. მასში თავმოყრილია მარკეტინგულ და/ან ფინანსურ ოპერაციებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება. მაგალითად კომპანიას სურს მიიღოს 30% მარკეტინგული წილი, ამისათვის კომპანია ასრულებს მარკეტინგული დაგეგმარების პროცესს.

ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ოთხი, ხუთი და მით უმეტეს შვიდი პი?
პასუხი მარტივია: ფაქტიურად, მარკეტინგის ძირითად საფუძველს მარკეტინგული მიქსი წარმოადგენს! მიუდექით ამ ინსტრუმენტს, როგორც რეცეპტს, ეს დაგეხმარებათ უკეთ წარმართოთ თქვენი საქმიანობა.

საჭიროა გამოუშვა პროდუქტი, მაგრამ უნდა წინასწარ დაადგინო სად უშვებ პროდუქტს და რა სეგმენტისთვისაა გათვლილი, რათა სწორად დაადო ფასი და ბოლოს გააკეთო შენი პროდუქტის PR აქცია ან სარეკლამო კამპანია. რადგან დღესდღეობით პროდუქტის სიმცირეს არ ვუჩივით, აუცილებელია მომხმარებლამდე მივიდეს თქვენი გზავნილი, მათი საშუალებით დანარჩენი სამი პი პროდუქტის უკეთ რეალიზებასა და მეტი მოგების მიღებაში დაგეხმარებათ.

ვფიქრობ ეს სტატია დაგეხმარებათ ამ საქმის უკეთ შესწავლაში და თუ გადაწყვეტთ მარკეტინგი თქვენი ცხოვრების პროფესიად აქციოთ (ან უკვე აქციეთ) ეს ინფორმაცია გამოუყენებელი არ დაგრჩებათ.

პატივისცემით: მარი ალუღიშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მენეჯმენტი და მარკეტინგი

მარკეტინგი და გაყიდვები

ხშირად იბადება კითხვა: “არის თუ არა განსხვავება მარკეტინგსა და გაყიდვებს შორის?” მარკეტინგის გარეშე თქვენ არ გექნებათ ის ხედვა, თუ როგორ უნდა წარმართოთ თქვენი გაყიდვები. თუმცა, არც გაყიდვების ეფექტური ტექნიკებისა და

სიახლეები

10 საუკეთესო რჩევა მათ, ვინც სახლში მუშაობს

როცა ისმის ფრაზა «მე სახლში ვმუშაობ», «მე ფრილანსად ვმუშაობ», ზოგიერთი ადამიანი თავს აქნევს და შურს ეს მდგომარეობა. ისინი ფიქრობენ, რომ იმაზე უკეთესი არაფერია, როცა საკუთარ თავზე მუშაობ. თუმცა, სინამდვილეში ოფისისა

ბიზნესი

7 რამ, რასაც მენეჯერმა არასოდეს არ უნდა გაუკეთოს დელეგირება

ლიდერობის სფეროს ექსპერტი დენ მაკკარტი ასახელებს ლიდერის რამოდენიმე მოვალეობას, რომლებიც მან არასოდეს სხვებს არ უნდა გადააბაროს: 1. კონცეპცია და განვითარების გზების ხედვა – ეს არის ლიდერის მთავარი პასუხისმგებლობა, ამიტომ არავითარ