მარკ ტვენის ცხოვრების 7 აუცილებელი გაკვეთილი

მარკ ტვენის ცხოვრების 7 აუცილებელი გაკვეთილი

1. სიბრიყვე და დაჯერებულობა – მომგებიანი კომბინაცია
«ყველაფერი რაც გჭირდებათ ეს არის სიბრიყვე და დაჯერებულობა, მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება».
თქვენ უნდა გქონდეთ საკმარისი რაოდენობით სიბრიყვე იმის დასაჯერებლად, რომ შეუძლებელი არაფერია და საკმარისი დაჯერებულობა, რომ შეუძლებელიც კი რეალობად აქციოთ. ძმები რაითები იყვნენ საკმარისად ბრიყვები ეფიქრათ, რომ ადამიანს შეუძლია ფრენა და საკმაოდ თავდაჯერებულები იმისათვის, რომ ეს განეხორციელებინათ. ნაპოლეონ ჰილმა თქვა: «ყველაფერი, რაც შეუძლია გაიგოს და დაიჯეროს გონებამ, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ». სიბრიყვე და თავდაჯერებულობა ნამდვილად წარმოადგენს მომგებიან კომბინაციას.

2. იკითხეთ ლიდერები
«ის ადამიანი, რომელიც არ კითხულობს კარგ წიგნებს, არაფრით არის იმ ადამიანზე მეტი, რომელმაც არ იცის წიგნების კითხვა».
პლატონმა თქვა: «თქვენი დრო დახარჯეთ თვითგანვითარებაზე, სხვა ადამიანების ამოცნობაზე, ასე თქვენ გაგიადვილდებათ მიიღოთ ის, რაც სხვებმა ძნელად მიიღეს». თქვენ ხვდებით, რომ შეგიძლიათ იკითხოთ წიგნები და გაიგოთ სამ საათში ის, რის გასაგებადაც სხვებს დასჭირდათ ათეული წლები. თქვენ ფაქტიურად შეგიძლიათ შეითვისოთ სხვა ადამიანის ცოდნა, მიიღოთ სიმართლე. ისწავლეთ სიხარულის მიღება კითხვისგან.

3. ჯერ პირველხარისხოვანი საკითხები
«არასოდეს გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ზეგ».
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავარი საკითხები ყოველთვის დააყენოთ მთავარ საკითხებად. არასოდეს მისცეთ თავს უფლება იყოთ ისე დაკავებული, რომ დაივიწყოთ ყველაზე მთავარი საკითხები. ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს: «არის ნამდვილად ეს საქმიანობა მნიშვნელოვანი მოცემულ მომენტში?», «ვიყენებ თუ არა საკუთარ დროს ეფექტურად?», «მაახლოვებს თუ არა ეს საქმიანობა ჩემს მიზნებთან?». ისწავლეთ მოძებნოთ სხვაობა პროდუქტიულობასა და პროგრესს შორის თქვენი ყოველდღიურობის თითოეულ საათში.

4. იბრძოლეთ
«ბრძოლისას ძაღლის ზომა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ბრძოლის ზომა ძაღლში».
და რამდენად დიდია ბრძოლისუნარიანობა თქვენში? იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, რომ ის გააკეთოთ, რაც მანამდე არ გაკეთებულა, თქვენ საკმაოდ დიდი ბრძოლა, სიმამაცე და მედგარი ძალა დაგჭირდებათ. არის კი თქვენში საკმარისი „ბრძოლისუნარიანობა“, რომ დაასრულოთ რბოლა? გახსოვდეთ, რბოლა არ არის ძალიან სწრაფი, ბრძოლა არ არის ძნელი, მთავარია თქვენი გამძლეობა და ბოლომდე თმენის უნარი.

5. დაგეგმვის ძალა
«ჩვეულებრივ მე მჭირდება სამ კვირაზე მეტი დრო იმისათვის, რომ საუკეთესო სიტყვა მოვამზადო».
დაგეგმვა აუცილებელია. ყოველთვის დააფასეთ დაგეგმვის ძალა. კარგი გეგმა წარმოადგენს სამუშაოს ნახევარს. წარმატება და წარუმატებლობა ხშირად განისაზღვრება კარგი პრაქტიკული გეგმის მიყოლის ცოდნით (მაშინაც კი, თუ ეს გეგმა იმპროვიზაციული სიტყვაა). თუ თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სხეულის ფორმას ინარჩუნებენ, აღმოაჩნეთ, რომ მათ აქვთ გეგმა. მათ ზუსტად იციან რამდენი ნახშირწყალი, ცილები და ცხიმები უნდა მიიღონ ამა თუ იმ დღეს. თქვენ გაქვთ გეგმა? გახსოვდეთ, თქვენ იქნებით იმდენად წარმატებული, რამდენადაც თქვენი გეგმაა.

6. იყავით მამაცი
«სიმამაცე ეს შიშისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, მისი მართვაა და არა შიშის არ ქონა».
თქვენ თუ შეგიძლიათ საკუთარი შიშის მართვა? აკეთებთ თუ არა იმას, რისი გაკეთებაც, როგორც „ისინი“ ამბობენ, არ შეგიძლიათ? დგებით თუ არა საკუთარი შიშების პირისპირ და იმარჯვებთ თუ არა მათზე? ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ საკუთარი ილუზიებისგან გაქცევაზე დახარჯოთ. მარკ ტვენმა თქვა: «ოცი წლის შემდეგ თქვენ უფრო იმედგაცრუებული დარჩებით იმით, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმით, რაც არ გააკეთეთ. ამიტომ მოიცილეთ ბოლოები. გაცურეთ უსაფრთხო ჰავანადან. დაიჭირეთ ქარი იალქნებში. გამოიკვლიეთ. იოცნებეთ. გააკეთეთ აღმოჩენები».

7. აღიარეთ საკუთარი ნიჭი
«ათასობით გენიოსი ცხოვრობს ისე, რომ არც თავად იხსნება და არც სხვებმა იციან მის შესახებ».
ყველა იბადება გენიოსად, მაგრამ ყველა ვერ ხვდება ამას. ყველა იბადება გენიოსად, მაგრამ ცხოვრება აიძულებთ ეჭვი შეიტანონ ამაში. ისწავლეთ საკუთარ თავში გენიოსის აღმოჩენა, არის რაღაც, რისი კეთებაც შეგიძლიათ სხვებზე უკეთ, აღმოაჩინეთ საკუთარ თავში გენიოსი და სხვა ადამიანები აღმოაჩეენ მას თქვენში.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ