მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა
1285 Views

მარკ ცუკერბერგის შესანიშნავი წერილი, რომელიც მან თავის ახალშობილ გოგონას დაუწერა

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მილოცვებს იღებს: ცოტა ხნის წინ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად შეურჩია სახელი მაქსი. ბავშვის დაბადება ბევრს აიძულებს ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოს და დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად კეთილი და დაცულია ის. მარკიც არ არის გამონაკლისი.

Facebook-ში მან თავისი გოგონასადმი მიძღვნილი ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც პირობას დებს მის წინაშე, რომ სამყაროს უკეთესს გახდის. ეს მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა, რადგან მარკი გეგმავს Facebook-ის აქციების 99% დათმოს და მიღებული შემოსავალი ქველმოქმედებას მოახმაროს.

მარკის ამ გადაწყვეტილების პატივისცემის ნიშნად B2P.GE აქვეყნებს მისი წერილიდან ყველაზე მნიშვნელოვან ამონარიდებს. ტექსტის სრულად ნახვა შეგიძლიათ ცუკერბერგის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში.

— ძვირფასო მაქს!

მე და დედაშენს ჯერჯერობით სიტყვები არ გვყოფნის იმ იმედის გადმოსაცემად, რომელიც ჩაგვისახე შენი დაბადებით. შენი ცხოვრება დაპირებებით სავსეა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიზრდები ჯანმრთელი და ბედნიერი, რათა შეძლო ამ დაპირებების ასრულება.

როგორც ყველა მშობელი, ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო სამყაროში იზრდებოდე. გაზეთებში მუდმივად წერენ, რომ ყველაფერი საშინელია, მაგრამ სამყარო მართლაც იცვლება. ადამიანების ჯანმრთელობა უმჯობესდება. სიღარიბე იკლებს. ცოდნა იზრდება. ადამიანები ერთიანდებიან. ტექნოლოგიური პროცესი გვეხმარება ცხოვრება უფრო მარტივი და უკეთესი გახდეს.

მაგრამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არასაკმარისად ვირჯებით იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც მომავალში შენი თაობა შეეჯახება.
ეს არის:

დაავადებები. დღეისათვის ადამიანები ყველაზე ხშირად იღუპებიან გულის დაავადებების, კიბოს, ინსულტის, ნეიროდეგენერატიული და ინფექციური დაავადებების გამო და ჩვენ შეგვიძლია მეტი პროგრესი გვქონდეს მათი მკურნალობის პროცესში.

უთანასწორობა და გათიშულობა. შეგვიძლია თუ არა მოვსპოთ სიღარიბე და შიმშილი? შეგვიძლია თუ არა მსოფლიოში ყველა ადამიანი ვუზრუნველყოთ ექიმის დახმარებით? შეგვიძლია თუ არა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანებს შორის მეფობდეს სიკეთე და ურთიერთგაგება? შეგვიძლია თუ არა მშვიოდბის დამყარება სხვადასხვა ერებს შორის? კი, ჩვენ თაობას ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლია, საჭიროა მხოლოდ ძლიერი სურვილი და ძალისხმევა.

სტანდარტული განათლება. ჩვენი თაობა გაიზარდა კლასებში, სადაც ყველა ერთი და იგივეს იზეპირებდა. მე მინდა, რომ თქვენმა თაობამ დაისახოს მიზნები იქედან გამომდინარე, თუ ვინ უნდა თითოეულ თქვენგანს რომ გამოვიდეს. სტუდენტები შეძლებენ განათლების მიღებას ინდივიდუალურად, მაშინაც კი, თუ ახლოს არ იქნება კარგი სკოლა და ამას გააკეთებენ ინტერნეტით. ჩვენ უკვე დავიწყეთ განათლების ასეთი სისტემის განვითარება და პირველი შედეგები დამაიმედებელია.

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან საშინელ პირობებში. ტექნოლოგიები თავისთავად ვერ მოაგვარებენ პრობლემებს – უკეთესი სამყარო იწყება ჯანსაღი საზოგადოების შექმნით. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყველა ბავშვი – მიუხედავად კანის ფერისა და მდგომარეობისა – უნდა სწავლობდეს და ბედნიერად უნდა იზრდებოდეს. დედაშენი ექიმი და მასწავლებელია, ამიტომ ეს საკითხი მისთვის უმნიშვნელოვანესია.

მე და დედაშენმა გადავწყვიტეთ ცხოვრება მივუძღვნათ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც მწვავედ დადგება შენი და შენი თანატოლების წინაშე. მე Facebook-ს კიდევ ბევრი, ბევრი წელი ვუხელმძღვანელებ, მაგრამ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სიბერემდე გადავდო. მათზე ფიქრი საჭიროა ახლა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავხსენით საქველმოქმედო ფონდი Chan Zuckerberg Initiative — ჩვენ გვინდა იმ ადამიანების რიგში ვიყოთ, რომლებიც ავითარებენ ადამიანურ პოტენციალს და ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ პლანეტის ყველა ბავშვი იზრდებოდეს ჯანმრთელი და ბედნიერი. ჩვენი ფონდის მთავარი მიზანია – ინდივიდუალური სწავლების განვითარება, დაავადებების მკურნალობა, ადამიანების გაერთიანება და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბება.

ცხოვრების მანძილზე ჩვენ ეტაპობრივად გავასხვისებთ Facebook-ის ჩვენი აქციების 99%-ს, რომელიც დღეისათვის შეადგენს $45 მლრდ-ს — და ფულს გადავცემთ ჩვენს საქველმოქმედო ფონდს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არც ისე ბევრია ადამიანების ცოდნასა და ნიჭთან შედარებით, რომლებიც უკვე ზრუნავენ უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია.

მე მესმის, რომ ყველას, ვინც ახლა ჩემს წერილს კითუხლობს, უამრავი შეკითხვა ებადება. მე და პრისცილა ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ მოგვიანებით. მანამდე ჩვენ ვტკბებით ჩვენი ჩვილით და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობთ.

მაქს, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შენთვის და ყველა სხვა ბავშვისთვის – ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გისურვებთ ცხოვრებას, სადაც იმდენივე სიყვარული, იმედი და სიხარული იქნება, რამდენსაც შენ მოგვანიჭებ ჩვენ. ჩვენ ვოცნებობთ ვნახოთ როგორი იქნები და რას მოუტან ამ საყაროს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like