მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

მარია მონტესორი (Maria Montessori; დ. 31 აგვისტო, 1870, კიარავალე, იტალია – გ. 6 მაისი, 1952, ნორდვეიკ-ან-ზე, ნიდერლანდი) — იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე. ყველაზე უკეთ ცნობილია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდითა და ფილოსოფიით. მისი განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

1. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ – ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის სწავლობს შეფასებას.
3. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო – ის სწავლობს ჩხუბს.
4. თუ ბავშვთან მართალნი არიან – ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს – შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს – ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი – ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ – ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას – ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
13. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე – არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები – მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like

წარმატება და მოტივაცია

რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ ყოველთვის იდეალურად?

დილით სანამ ჩემს საყვარელ კაფეში მორიგი სტატიის დასაწერად ყავას შევუკვეთავდი პირადი საკითხები რომ მომეგვარებინა ერთ-ერთ მომსახურეობის სფეროს მივმართე და მორიგი სტატიის დაწერის იდეაც მაშინათვე დაიბადა. ამჯერად შთაგონების წყაროდ იქცა ქალბატონი, 

ქალი და მამაკაცი

უკუკავშირი VS კრიტიკა (პარტნიორთან პოზიტიური ურთიერთობისთვის)

ოსკარ ვაილდის (Oscar Wilde) თქმით „კრიტიკა არის საუკეთესო საშუალება დაწერო კრიტიკოსზე ავტობიოგრაფია“, რადგან ის უფრო მეტს კრიტიკოსზე მეტყველებს, ვიდრე მის საკრიტიკო ობიექტზე. კრიტიკა არის კრიტიკოსების მცდელობა მიიღონ უკეთესი შედეგი მეორე ადამიანისაგან,

გამონათქვამები

18 რჩევა ხალხური სიბრძნიდან

1. სჯობს მიიღო შემოსავალი, ვიდრე ხელფასი. 2. თუ იმის ქონა გსურთ, რაც არ გაქვთ, დაიწყეთ იმის კეთება, რაც არასოდეს გიკეთებიათ. 3. ღმერთო, მომეცი ძალა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია, მომეცი