მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ საკუთარი შეცდომების გამო სხვების დადანაშაულებას დაიწყებ

მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ საკუთარი შეცდომების გამო სხვების დადანაშაულებას დაიწყებ

მაქსიმი მწვრთნელი ჯონ ვუდენისთვის ცხოვრებისადმი მიდგომის ქვაკუთხედი იყო. ბევრ პრინციპთან ერთად იგი საკუთარი მამისგან – ჯოშუასგან ისწავლა.

თავის წიგნში „ჩემი საუკეთესო შედეგი“  სტივ ჯეიმისოსთან ერთად მწვრთნელმა აღწერა თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მამამისს მეურნეობის დაკარგვისას:

„დასასრული უცებ მოვიდა. ცუდმა ვაქცინაციის შრატმა ღორები მოკლა, გვალვის გამო განადგურდა კულტურები, ბანკმა კი მეურნეობა წაგვართვა. იმ დროს ასეთი პრობლემის გადასაჭრელად სადაზღვევო კომპანიები არ არსებობდა, ასე რომ ყველაფერი დავკარგეთ. ოჯახისთვის ძალიან ცუდი პერიოდი იყო, თუმცა „დიდი დეპრესია“ ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ამ პერიოდში მამა არასდროს ანერვიულებულა. ცუდი შრატის გამყიდველს არ ადანაშაულებდა, არ წყევლიდა ამინდს და არ სძულდა ბანკირი. მამაჩემმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვლინა, მაგრამ საქმე მაინც ცუდად წავიდა. „დადანაშაულება, წყევლა და სიძულვილი ვერ დაგეხმარება, – ის ამბობდა, – პირიქით, გავნებს.“ მისი მაგალითი გონებაში ღრმად ჩამენერგა და, ვიმედოვნებ, ჩემს საქციელზეც აისახა.“

საკუთარი შეცდომების გამო სხვისი დაუდანაშაულებლობის იდეას კრიტიკულად უყურებდნენ Coach Wooden’s-ში.

ყოფილი  UCLA და NBA ვარკვლევი  სვენ ნატერი კალიფორნაში Christian Heritage College-ს წვრთნიდა. ბრაზობდა, რადგან მოთამაშეები ნასწავლს საკმარისად სწრაფად ვერ ითვისებნენ. როცა სვენმა თავისი ისტორია Coach Wooden’s-ში მოყვა, სვენი მარტივად დაარიგეს: „მანამ ვერ ასწავლი, სანამ თვითონ არ ისწავლიან.“

ამ რჩევის შედეგან სვენ ნატერმა და რონალდ გალიმორმა წიგნი დაწერეს „მანამ ვერ ასწავლი, სანამ თვითონ არ ისწავლიან: ჯონ ვუდენის სწავლების პრინციპები და პრაქტიკა“. ამ წიგნში მწვრთნელი ხაზს უსვამდა მასწავლებლის პასუხისმგებლობას.

„როდესაც მასწავლებელი გავხდი, ჩემს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად მოვეკიდე. მჯეროდა, რომ ხელფასს სწავლებისთვის მიხდიდნენ და ჩემი მოვალეობაც მოსწავლეების სწავლებაში დახმარება იყო. შეუძლებელია საკუთარი მოვალეობა შესრულებულად ჩათვალო მაშინ, როდესაც მოსწავლეებს არაფერი უსწავლიათ.

როგორც ლიდერი, იმ ადამიანებთან უნდა იმუშაო ვისაც ზედამხედველობ იმისათვის, რომ მთავარი პრობლემები მოაგვარო იმის მაგივრად, რომ შენი გუნდი დაადანაშაულო და თანამშრომლების ტალანტის ნაკლებობაზე იწუწუნო.

როდესაც სხვებს ადანაშაულებ, საკუთარ თავს ხელს უშლი იყო საკმარისად თვითშემფასებელი, რაც თვითგანვითარებისთვის საზიანოა. ლიდერი, რომელიც არ ადანაშაულებს სხვებს, ოფისში აქვს „გამოსავლის განყოფილება“ და არა „ბოდიშის/საბაბის განყოფილება“.

თავის წიგნში „ვუდენი ლიდერობაზე“ სტივ ჯეიმისონთან ერთად მწვრთნელმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა:

„შენ შეგიძლია წაიბორძიკო და დაეცე, დაუშვა შეცდომები, მაგრამ მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ, სიძულვილის ჩათვლით, სხვების დადანაშაულებას საკუთარი შედეგების გამო დაიწყებ. ყოველთვის გჯეროდეს, რომ ნეგატივშიც არის დადებითი. ყველაფერს აქვს მიზეზი, მაშინაც კი, როდესაც მას ვერ ხედავ. დაიმახსოვრე: „შემოდგომაზე ბეღურასაც კი აქვს რაღაც აზრი.“

 

თარგმნა: ნინო მჭედლიშვილმა

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესი

რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. გუშინ თუ ბანკში კრედიტი მიიღეთ, დღეს შეიძლება მისი გადახდა ვეღარ შეძლოთ. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. არაფერი საშინელი არ მომხდრა. 1. არავითარ

ბიზნეს რჩევები

ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სამსახურში

1990 წლეს მეცნიერებმა დაამკვიდრეს ტერმინი ,, ემოციური ინტელექტი’’, მაგრამ მოგვიანებით ბიზნეს ლიდერებმა სრულიან შეუცვალეს კონცეფცია. ემოციური ინტელექტის მიხედვით წარმატებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ისეთი პიროვნული თვისებები როგორიცაა: სიმტკიცე და თვითკონტროლი. ბევრჯერ

ლიდერობა და კარიერა

7 რჩევა, თუ როგორ ვაშენოთ წარმატებული კარიერა

ალბათ თითოეული ჩვენთაგანი ფიქრობს კარიერაზე, წინსვლაზე, ხელფასის მომატებაზე, და თვითრეალიზაციაზე.მაგრამ, სამწუხაროდ ეს არც თუ ყველას წარმატებით გამოსდის. რა არის ამის მიზეზი? წარმატებული კარიერის ასაშენებლად აუცილებელია საკუთარ თავში და გარშემომყოფების თვალში