ბავშების აღზრდაში მამების როლის დამადასტურებელი 7 ფაქტი

ბავშების აღზრდაში მამების როლის დამადასტურებელი 7 ფაქტი

ითვლება, რომ ბავშვის აღზრდაში მამამ უნდა ჰქონდეს «მეორე მფრინავის» პოზიცია. ზოგი მამაკაცი შეიძლება ფიქრობს, რომ მისი როლი უმნიშვნელოა, თუმცა ეს ასე არ არის.

სტერეოტიპი მამის როლის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ განსაკუთრებით გავრცელდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ამ თეორიას მხარს უჭერდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი პედაგოგები და ფსიქოლოგები. თუმცა თანამედროვე კვლევებმა დაადასტურეს, რომ მეცნიერები ადრე ძალიან ცდებოდნენ.

წარმოგიდგენთ 7 აღმოჩენას, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებმა სულ ახლახანს გააკეთს და ისინი აღწერილია პოლ რებერნის წიგნში «არიან თუ არა მნიშვნელოვანი მამები?».

1. გენების ბრძოლა
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგმა დევიდ ჰეიგმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აჩვენა, რომ მამის და დედის გენები სრულიად სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ემბრიონში. მამის გენები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დედის ძალა გადაეცეს ნაყოფს, თუნდაც ამით დედის სხეული დაზიანდეს, ხოლო დედის გენები ქალის სხეულის დაცვის გამო შესაძლოა წინააღმდეგობას უწევდნენ აღნიშნულ საკითხში ნაყოფს.

2. ნაკლები რისკი ფეხმძიმობის დროს
ფლორიდის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ მამის მუდმივი გვერდით ყოფნა ფეხმძიმობის დროს დადებითად აისახება მომავალ ბავშვზე. თუ მამა მუდმივად გვერდით არ არის, იზრდება დღენაკლული ბავშვების დაბადების რისკი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ მამის მუდმივი არყოფნის ან ნაკლები დროით ყოფნისას დაბადებული ბავშვების სიკვდილიანობა მაღალია გაჩენის პირველ თვეებში. მამის მუდმივი გვერდით ყოფნა დადებითად აისახება მომავალი დედის ჯანმრთელობაზეც.

3. ნაკლებად მტკივნეული მშობიარობა
კვლევები აჩვენებენ, რომ მშობიარობაზე მამაკაცის დასწრება ტკივილებს უმსუბუქებს ქალს. გარდა ამისა, მამაკაცები, რომლებიც საკუთარი თვალით ნახულობენ ბავშვის დაბადების პროცესს, შემდეგ გაცილებით უფრო მზრუნველი მამები არიან და ბავშვის აღზრდაშიც აქტიურად ერთვებიან.

4. ერთად მშობიარობის შემდეგ
მნიშვნელოვანია, რომ მამა მუდმივად ეკონტაქტოს ბავშვს გაჩენის შემდეგ. მისი არყოფნა სამომავლოდ შესაძლოა ცუდად აისახოს ბავშვის განვითარებაზე.

5. ბავშვის აგრესიულობის შემცირება
ოქსფორდის მეცნიერები აკვირდებოდნენ თანატოლი ბავშვების იმ კატეგორიას, რომლებიც მამის გარეშე ან მამასთან ერთად იზრდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ უმამოდ გაზრდილ ბავშვებში აგრესიული ფაქტორი გაცილებით დიდია და ის დრო, რომელსაც დედები ამ დანაკლისის შესავსებად მათთან ატარებენ, საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს ბავშვის აგრესიულობის შემცირებაზე.

6. მამის ზემოქმედება მეტყველების განვითარებაზე
მამები უფრო ძალიან ზემოქმედებენ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, ვიდრე დედები. საქმე იმაშია, რომ დედები უფრო ხშირად ხედავენ ბავშვებს, იციან მათი მეტყველების შესაძლებლობები და თავადაც ისე ეკონტაქტებიან, რისი გაგებაც ბავშვს შეუძლია. მამები კი უფრო ფართე ლექსიკიურ მარაგს იყენებენ, რაც ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას. ეს დამტკიცებულია მსოფლიოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით.

7. მამასთან და მამის გარეშე აღზრდილი გოგონები…
მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ თუ გოგონა მამის გარეშე იზრდება, ის გაცილებით ადრე მწიფდება სქესობრივად, ვიდრე მამის მყოლი მისი თანატოლები. ამის გამომწვევი ფაქტორი მოზარდისთვის არის ის, რომ გოგონა ფიქრობს – მამაკაცი ყოველთვის გვერდით არ იქნება, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიზარდოს, ან შესაძლოა მამის სუნის არარსებობა. ცხოველებში მაგალითად ასეა – როცა არსებობს მამის ფერომონები, ეს აფერხებს შვილების სქესობრივი მომწიფების პროცესს.

და ბოლოს, ჩვენ გვინდა ვისურვოთ, რომ ყველა მამაკაცი შეძლებს გულახდილად გაიმეოროს რებერნის სიტყვები: «მე მსიამოვნებს იმის გაცნობიერება, რომ ჩემი გვერდით ყოფნა ეხმარება ჩემ შვილებს. მაგრამ მე ამის გამო არ ვატარებ მათთან ერთად დროს. მე უბრალოდ მიყვარს ისინი!»

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

 შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი ….  ბედნიერება გზაა… გზაა მიზნამდე …

შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, უკეთ გესმოდეს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროსი. ისწავლეთ, იშრომეთ, განვითარებას მიეცი.  ჩვენი ყოველდღიური რუტინა , ძალიან შორსაა სულიერ მოთხოვნასთან კავშირში , რატომღაც ჩვენი ყოფა განისაზღვრება

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული ადამიანის 10 წესი, მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

გაიკარით კედელზე და იყავით წარმატებული! 1. გააღვივე შენში განწყობა, რომელიც სავსე იქნება იმ საქმისადმი სიყვარულით რითაც დაკავებული ხარ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2. ცხოვრების გამოცდებისთვის მოემზადე გონებრივად და

Print Friendly, PDF & Email

მამის მონანიება: წერილი პატარა შვილს

ამ წერილის ტექსტმა პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც დეილ კარნეგის ერთ-ერთ წიგნში გამოქვეყნდა. ითვლება, რომ ეს წერილი დაახლოებით ასი წლის წინ დაუწერა უილიამ ლივინგსტონმა თავის პატარა ვაჟს. დღეისათვის ის ნათარგმნია

Print Friendly, PDF & Email

ჯორჯ კარლინი: ჩვენი დროის პარადოქსი

“70-80 იანი წლების ცნობილმა სატირიკოსმა, ჯორჯ კარლინმა ცოლის სიკვდილის შემდეგ, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.” ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები,

Print Friendly, PDF & Email

იმისათვის, რომ მამაკაცურად გამოიყურებოდეთ

1. უნდა იბანაოთ ყოველ დღე. სწორედ ყოველ დღე და არა რაიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულების შემდეგ. 2. უნდა გამოიცვალოთ წინდები დღეში ერთხელ. ყვოელ დღე დილით უნდა ჩაიცვათ სუფთა წინდები. 3. უნდა შეიჭრათ

Print Friendly, PDF & Email

როდის უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრების შენება?

დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა როდესაც  გარშემო აყვავებული ხეებია, ჭიკჭიკებენ ჩიტები, შენ კი მიირთმევ ფინჯან ყავას და  მორიგ სტატიას წერ. სააღდგომო შვებულებას  სოფელში ვატარებ, თუმცა არ მავიწყდება მორიგი სამოტივაციო სტატიის ატვირთვა.   დღევანდელი

Print Friendly, PDF & Email