მამები და შვილები

მამები და შვილები

სადღაც ამოვიკითხე, რომ შვილს დედა უპირობოდ უყვარს. 🙂 მამამ კი შვილის სიყვარული “უნდა მოიპოვოს”.
მართლაც, დედისადმი სიყვარული თანდაყოლილი გრძნობასავითაა. მამა ცოტა მოგვიანებით შემოდის ბავშვის გულში.

უდავოა, რომ ბავშვს დედის და მამის სიყვარული ერთნაირად სჭირდება. ორივესთან ურთიერთობა აუცილებელია. დედასთან ერთად მამაც უნდა იყოს ჩართული შვილის აღზრდის პროცესში. ასეთი თანამშრომლობის შედეგად ბავშვი უცხოდ არ იგრძნობს თავს მამასთან.

მამობა სერიუზული პასუხისმგებლობაა. მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მას შეუძლია ბავშვი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოაყალიბოს. ხელი შეუწყოს შვილის ემოციურ და გონებრივ განვითრებას.

ბევრი დადებითი ემოცია უნდა გამოხატოს მამამ შვილის მიმართ. ხშირად უნდა უთხრას და აგრძნობინოს ,რომ უყვარს.

ბავშვს უნდა სჯეროდეს, რომ მამას მოსწონს მისი საქციელი. ნაკლები საყვედურები მამის მხრიდან კი, მხოლოდ დაეხმარება ისწავლოს საკუთრი თავის ნდობა.

ზოგ ოჯახში განსაზღვრულია მამის “მოვალეობა” ეს ბავშვის დასჯაა. ამას კი, დედები უნებურად ხელს იმით უწყობენ, რომ მამის მოსვლით აშინებენ გაჯიუტებულ ბავშვს. საბოლოო შედეგი უარყოფითია: – ბავშვს მამის მიმართ შიშის გრძნობა უჩნდება. შიში კი სიყვარულისგან ძალიან შორს არის.

მნიშვნელოვანია დედის როლი მამას და შვილს შორის სიყვარულის განსავითარებლად. დედამ უნდა შეუწყოს ხელი მათ ჯანსაღ მეგობრულ ტანდემს. ხშირად ელაპარაკოს ბავშვს მამის დადებით მხარეებზე. დაეხმაროს მათ, თავისუფალი დროის ერთად გატარებაში.
ბევრ ოჯახში არის პერიოდი, როცა მამა ცოტახნით არ არის შინ. ბავშვმა ეს არ უნდა იგრძნოს. საუბარში დედა ხშირად უნდა ახსენებდეს მამას. უყვებოდეს პატარს კარგ ამბებს მის შესახებ. შვილის კარგი საქციელი ხშირად შეადაროს მამის საქციელს. შექებისას უთხრას: „ყოჩაღ, მამასავით ჭკვიანურად მოიქეცი!“ … დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი შექება ყველაზე მეტად სიამოვნებთ ბავშვებს. მამის მიმართ კი კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. 🙂

აუცილებელია მამა და შვილი ერთად დიდ დროს ატარებდნენ. მამების გადატვირთული დღის გამო კი ეს , თითქმის, შეუძლებელია. სამსახურიდან დაბრუნებულები უნდა ცდილობდნენ დრო გამონახონ შვილებთან სათამაშოდ. სურვილი: – წამოწვნენ, დაისვენონ ან ტელევიზორს უყურონ ბავშვის ძილისპირულამდე უნდა გადადონ. მშობლად ყოფნა საკუთრ ინტერესებზე უარის თქმასაც ნიშნავს. შვილს სჭირდება, სიხარულს ანიჭებს დედ-მამასთან თამაში. მათ სიხარულთან კი ჩვენი დაღლილობა რა მოსატანია?!… 🙂

თამაში კარგია. ყველანი ვერთობით და სწორედ ამ გართობისას ბავშვებს უნებლიედ გულს ვტკენთ. პატარა შეცდომა და მაშინვე საყვედური მშობლებისგან. არადა, მათ ჩვენგან მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდებათ.

ბავშვთან ურთიერთობაში სირბილე და სინაზეა საჭირო. მათ ხშირად უნდა ვაგრძნობინოთ , რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან.
-ჰოდა, მამებო და დედებო, ნუ მოვერიდებით საკუთრი შვილებისადმი სიყვარულის გამომჟღავნებას! 🙂 მათ ჩვენგან მხოლოდ სითბო და ბევრი ღიმილი სჭირდებათ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სწორი ცხოვრებისეული ჩვევები

1. ადრე ადგომა წარმატებული ადამიანები, როგორც წესი ტოროლები არიან. დღის ეს პერიოდი, რომელიც სამყაროს სრულად გაღვიძებამდეა, ყველაზე მნიშვნელოვანი, შთამაგონებელი და მშვიდია. ისინი, ვინც დილით ადრე ადგომა ჩვევად გაიხადა ამტკიცებენ, რომ

Print Friendly, PDF & Email

თვითშთაგონება: ნუ გეშინია!

ყველა აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან

Print Friendly, PDF & Email

ტვინის შტურმის – ე.წ. Brainstorming-ის 6 ეფექტური ნაბიჯი

1. ეს ღონისძიება ყოველთვის გასვლებით ჩაატარეთ არასოდეს არ ეცადოთ ტვინის შტურმის სამსახურში მოწყობა. ეს კარგი წესია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ აბსოლიტურად მშვიდ გარემოში იმისათვის, რომ გონება

Print Friendly, PDF & Email

დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა

1. თუ გსურთ ბედნიერების პოვნა, შეეშვით მადლიერებასა და უმადურობაზე ფიქრს და ისიამოვნეთ შინაგანი ბედნიერებით, რომელიც საკუთარი თავის ერთგულებას მოაქვს. 2. არასოდეს არ შეეცადოთ ანგარიშების გასწორებას მტრებთან, რადგან ამით საკუთარ თავს

Print Friendly, PDF & Email

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის, რომლებიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადაიკითხოთ. ბავშვებს ასწავლის მათი გარემოცვა. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ — ის ეჩვევა განსჯას. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის სწავლობს

Print Friendly, PDF & Email

საპიოსექსუალი

ვინ არიან საპიოსექსუალები და რისგან შეუძლიათ მათ ინტელექტუალური ორგაზმი განიცადონ? თუ შენ ჭკუას ადამიანის ყველაზე სექსუალურ შტრიხად მიიჩნევ, თუ ინტელექტუალური საუბრები მეტად გიზიდავს, ვიდრე დაკუნთული სხეულით თავმომწონე უშინაარსო თავცარიელი ტიპები,

Print Friendly, PDF & Email