მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

რაც უფრო ადრე გადაყრი ნაგავს, მით უფრო ადრე შემოვა რაღაც ახალი შენში.
მაშ ასე, ის რაც ახლავე უნდა მოიშორო:

1. უარყოფითი ფიქრები – ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ ცუდათ ხარ მხოლოდ და მხოლოდ შენი ფიქრების გამო?! გაანიავე ტვინი და განიხილე სხვა ალტერნატივები!
2. ძველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები-მუხლებზე დამჯდარ შარვლებს, დაწელილ მაისურებს და გაცვეთილ ფეხსაცმელს მაინც აღარ იყენებ, ხოდა გადაარჩიე და მიეცი სხვას ვისაც ესეც არ აქვს!
3. გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი – ყველაფერი ნაგავსაყრელზე!
4. ყურსასმენი ერთი ყურით, მკვდარი დინამიკი, გამოუსადეგარი ფოლდერები, ფაილები, აპლიკაციები ლეპტოპსა თუ მობილურში!
5. მაცივარზე მიკრული “სტიკერები” – დიეტა, წამლების რეცეპტები, ექიმის ვიზიტები და ა.შ;
6. ძველი ჟურნალები, ფლაიერები, გაზეთები, ანალიზის პასუხები, ვადაგასული წამლები!

7. კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები, ჩასქელებული ფრჩხილის ლაქი, “პრობნიკები”, ფლაკონები….
8. სოციალურ ქსელში ე.წ. “მეგობრები”– 400 მეგობრიდან რამდენი გწერს ნეტავ? ცარიელი არაფრის მომცემი ურთიერთობების მაგივრად შემოიკრიბე ირგვლივ ნამდვილი (და არა ვირტუალური) პოზიტიური ადამიანები!
9. წარსულში ჩადენილი შეცდომები და გამუდმებული სინანული – დროა ისწავლო ცხოვრების კორექტირება!
10. დარდი მომავალზე – შეიგრძენი აწმყო და ახლა, ხვალე თვითონ მიხედავს თავს! 11. თავგამოდებითი შრომა სხვის დასანახად და გამუდმებული მტკიცება რომ კარგი ტიპი ხარ – ეს უფრო ადამიანის მოუმწიფებლობის ნიშანია. მომწიფებული ადამიანი ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ემსახუროს საქმეს და არა შეეწიროს”!
12. გამუდმებული წუწუნი და უკმაყოფილო სახე – არ მოგბეზრდა? ჩვენ კი;
13. სიტყვა “არ შემიძლია, არ ვიცი” – გაიგე, გაერკვიე,ისწავლე. შენ გაქვს ნახევარი კილოგრამი ტვინი და ისწავლე მისი გამოყენება;

გადი გარეთ გაისეირნე, ამოისუნთქე ღრმად, აი თავისუფლების სურნელი… მოგივიდა უკვე? ხოდა გაანიავე ტვინი და შეხვდი ახალ წელს ნაგვის გარეშე!

გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მაკულატურისგან გათავისუფლებას!

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like