მაჰათმა განდი: 5 გაკვეთილი, რომლებიც მას ცხოვრებამ ასწავლა
1944 Views

მაჰათმა განდი: 5 გაკვეთილი, რომლებიც მას ცხოვრებამ ასწავლა

1. შეიცვალეთ
«თქვენ უნ და იყოთ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ სამყაროში».
თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თავად უნდა ვიყოთ ამის მაგალითი. თუ თქვენ გამოგივათ, ადამიანები თავად წამოგვყებიან. ნებისმიერს შეუძლია წარუმატებლობაში სახელმწიფო, საზოგადოება და ღმერთი დაადანაშაულოს. ნებისმიერს შეუძლია იწუწუნოს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ პრობლემა საკუთარ თავში და დაიწყონ ცვლილებები.

2. დასვით სწორი შეკითხვები
«შეკითხვის ძალა იმაშია, რომ ის საფუძვლად უდევს ადამიანურ პროგრესს».
დაუსვით სწორი შეკითხვები სწორ ადამიანებს. ცხოვრების ხარიხსი პირდაპირ კავშირშია დასმული შეკითხვების ხარისხთან. თქვენ ვერ შეძლებთ მიიღოთ საჭირო პასუხები, თუ არ დასვამთ შეკითხვებს. თქვენ ვერ მიაღწევთ პროგრესს გაწვრთნილი და ცოცხალი გონების გარეშე.

3. ყოველთვის იმოქმედეთ
«არსებობს ქმედების იმპულსი — მოდი ვნახოთ რა გამოვა ახლა. თქვენ ერთი დიდი გეგმა შეგიძლიათ გაყოთ პატარა ნაწილებად და პირველი ნაბიჯი ახლავე გადადგათ».
ეს ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ფილოსფიური ვარიანტია «ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს». ხვალინდელი დღე არასოდეს დადგება, ხოლო გუშინდელი დღე – უკვე წარსულია. ჩვენ ვცხოვრობთ აწმყოში. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ «აქ და ახლა». ამასთან, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ ხვალინდელი დღე საერთოდ დადგება.
«ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ დღეს».

4. აპატიეთ
«სუსტ ადამიანებს არ შეუძლიათ პატიება. პატიება ძლიერი ადამიანის თვისებაა»
ის, რომ ადამიანი სწრაფად პატიობს, სულაც არ ნიშნავს, რომ სუსტია. პირიქით, ეს არის მისი სულიერი სიძლიერის ნიშანი. მხოლოდ სუსტებს არ შეუძლიათ პატიება და წყენას, ბრაზს და სამაგიეროს გადახდის სურვილს იტოვებენ, რაც მათ შიგნიდან ჭამს და კიდევ უფრო ასუსტებს.

5. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რწმენას
«თქვენი რწმენა გახდება თქვენი აზრები. თქვენი აზრები გახდება თქვენი სიტყვები. თქვენი სიტყვები გახდება თქვენი ქმედებები. თქვენი ქმედებები გახდება თქვენი ჩვევები. თქვენი ჩვევები გახდება თქვენი ფასეულობები. თქვენი ფასეულობები გახდება თქვენი ბედი».

რაზე ფიქრობთ? რისი გწამთ? როგორ ხედავთ საკუთარ თავს და მომავალს? გჯერათ თუ არა საკუთარი პოტენციალის? – ყოველი დაეჭვების დროს გაიხსენეთ ეს სიტყვები. რადგან თქვენ ხართ ის, რისიც გჯერათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ აზრებს, გჯეროდეთ საკუთარი წარმატების და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like