მადა, როგორც ფინანსური ხაფანგი

მადა, როგორც ფინანსური ხაფანგი

ალბათ ხშირად გსმენიათ ან გამოგიცდიათ კიდეც, რომ შემოსავლების გაზრდის მიუხედავად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება, უფრო მეტიც შესაძლოა შემოსავლების გაზრდამ ფინანსურ ჩიხამდეც მიგვიყვანოს.

რატომ?

ამ კითხვას სულ რაღაც ერთ სიტყვიანი პასუხი აქვს: მადა …

შემოსავლების გაზრდასთან ერთად იზრდება მადა.
მადის გაზრდა შეიძლება გულისხმობდეს ახალ ტელეფონს, ახალ მანქანას, ახალ ბინას, ახალ კაბას და ბევრ სხვა ახლ მატერიალურ ნივთს.

ისე ნუ გამიგებთ თითქოს ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვიყო, უბრალოდ ხშირ შემთხვევებში ეს ქმედებები უფრო იმპულსურია და საუკეთესო ნაბიჯად არ შეიძლება ჩაითვალოს. რადგან საწყის ეტაპზე შემოსავლების გაზრდის დროს ჩვენ აქცენტს მხოლოდ შენაძენზე ვაკეთებთ და უკვე ბანკში მისულები სესხის, განვადების თუ საკრედიტო ბარათების აღების მოლოდინში, რომელიც სასურველი ნივთის შეძენას ემსახურება, ჯერ კიდევ საუკეთესო ნაბიჯად გვეჩვენება იმ იმედით, რომ ჩვენი შემოსავლები სხვა მოთხოვნილებებსაც დაგვიკმაყოფილებს და შენაძენზე გაწეულ ხარჯებსაც აგვინაზღაურებს, თუმცა შემდგომში, როცა ყოველთვიურად დაკისრებული ფინანსური ვალდებულება გვიხმობს ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას, მხოლოდ მაშინღა ვხვდებით, რომ ავჩქარდით, ჯობდა ფინანსები სხვაგვარად გაგვენაწილებინა, ან შენაძენი ეტაპობრივად გავეკეთებინა, ან დავფიქრებულიყავით რეალურად გვჭირდებოდა თუ არა ეს ნივთები რაც შევიძინეთ, ან იქნებ ჯობდა შემოსავლების ზრდით ინვესტირება გაგვეკეთებინა თუნდაც მცირე დანაზოგით და ა.შ.

არადა თურმე საჭირო ყოფილა სწორი გათვლების გაკეთება. თურმე აუცილებელი ყოფილა საკუთარ ფინანსებში გარკვევა, შემოსავლების დაგეგმვა-განაწილება.

აუცილებელია დაინახო საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გრძელ ვადაში და ისე იმოქმედო. ამისთვის კი საჭიროა ყოველდღიური აღრიცხვა ხარჯებისა.

ციფრებში დანახული ხარჯები უფრო ნათელ სურათს ქმნის და რამოდენიმე თვეში ჩვენ უკვე რეალური წარმოდგენა გვექმნება ჩვენს ფინანსურ მოძრაობაზე, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად ვმართოთ ჩვენი ფინანსები.

ავტორი: თეონა გლოველი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 რამ, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის დღესვე უნდა დაიწყოთ

1. დაიწყეთ საკუთარი გონების, სხეულის და სულის სრულყოფა. «თუ თქვენ ანვითარებთ თქვენს გონებას, სხეულს და სულს, დრო მაგიურად მუშაობს თქვენზე. იღებთ ახალ პერსპექტივებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო მეტს მიაღწიოთ». – Brian Koslow

Print Friendly, PDF & Email

10 ცხოვრებისეული გაკვეთილი თქვენი… ძაღლისგან

მე ზღურბლთან გხვდები იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ გამოგასწორო. მაშინაც კი, როცა უხასიათოდ ხარ, მე უკვე გაპატიე. ჩვენ აქ ერთად ვართ და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წავიდეთ სასეირნოდ? 1. იცხოვრე მოცემული

Print Friendly, PDF & Email

მიზიდულობის კანონი: 28 საშუალება იმისთვის, რომ მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ

მიზიდულობის კანონი — ძალიან გონივრული კანონია, რომლის მიხედვითაც იგება ცხოვრება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოიმუშაოთ ინტუიტიური უნარები ცხოვრებაში და მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ. შესაძლოა თქვენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობთ, ან წიგნის დაწერა

Print Friendly, PDF & Email

ქალები 40 წელს ზემოთ შეუდარებელნი არიან

ეს არის სტატია-აღიარება იმის თაობაზე, თუ რატომ არიან ასაკოვანი ქალები ყველაზე მეტად სასურველები. ჟურნალისტმა ენდი რუნიმ ხანგრძლივი ცხოვრება გაატარა. ნაცისტური ბანაკების შესახებ რეპორტაჟების და საინფორმაციო ბლოკების წაყვანის პარალელურად, ენდი მსჯელობდა

Print Friendly, PDF & Email

წერილი კაცობრიობას

დღეს ზღვა განსაკუთრებით ლამაზი და მშვიდია. თავის სიღრმეში ინახავს ათას საიდუმლოს და ჩვენც ამ საიდუმლოს ნაწილად ვრჩებით. ქვიშა სანაპიროზე არის ძალიან თბილი და ფეხით სიარული ავსებს სულს პოზიტივით და იმედით.

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვიურთიერთოთ თავდაჯერებულად?

1. იცით რა არის ურთიერთობა? – ეს არის სიგნალების და/ან შეტყობინებების გადაცემის პროცესი გამგზავნსა და მიმღებს შორის, სხვადასხვა მეთოდების დახმარებით: წერილობით, არავერბალური სიგნალებით, სიტყვების წარმოთქმით. ეს არის მექანიზმი, რომლის დახმარებითაც

Print Friendly, PDF & Email