ლიდერის დამახასიათებელი ნიშნები

ლიდერის დამახასიათებელი ნიშნები

1. გაწონასწორებულობა. ლიდერის უნდა ჰქონდეს თვისებათა ჰარმონიული ნარევი, ყოველგვარი ზედმეტის გარეშე. ზედმეტი აგრესიულობა ან თავისუფლება საზიანოა ლიდერის გუნდისთვის. ნებისმიერი თვისება უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა იყოს ზედმეტად გამოხატული.

2. ამბიციურობა. ლიდერს უნდა ჰქონდეს ყველაფრის მიღწევის და ასევე პირადი პოტენციალის სრულად რეალიზების სურვილი. ლიდერი გონივრულად ამბიციურია, ის დიდ მიზანებს ისახავს და მათ მიღწევას ცდილობს. ზედმეტმა ამბიციურობამ მიზანდასახულობის გარეშე შეიძლება მიგიყვანოთ არასასურველი ქცევის გამოვლენამდე და კორუფციამდეც კი.

3. სიმტკიცე. ლიდერი მტკიცეა. ის სწრაფად აფასებს სიტუაციას და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორგანიზაციისა და ჯგუფისათვის. ასევე სწრაფად რეაგირებს ლიდერი მის წინაშე გაჩენილ შესაძლებლობებზე და არ უშვებს მათი გამოყენების შანსს ხელიდან. სიმტკიცე და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება ლიდერს საშუალებას აძლევს არ გაუშვას ხელიდან წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.

4. ენთუზიაზმი. ლიდერს ახასიათებს ენერგიულობა, ის მუდმივად მოძრაობს და მიიწევს მიზნისკენ ენთუზიაზმით სავსეა და მუდმივად იღებს არასტანდარტულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც წარმატება მოაქვთ. ადამიანები გაცილებით გულახდილად პასუხობენ მას, ვინც თავისი საქმის ერთგულია. ლიდერი შთაგონების წყარო უნდა იყოს, მას უნდა შეეძლოს ადამიანების ქმედებისკენ მოტივირება.

5. შეუპოვრობა. ლიდერი მუდმივად „მოძრაობაშია“. ის საკითხის „გულამდე“ მიდის და პოულობს გამოსავალს. ლიდერები პასუხებს ეძებენ და არ ნებდებიან მანამ, სანამ მათ არ მიიღებენ. ისინი შეუპოვრები არიან ინფორმაციის ძიებისას და საკუთარი გეგმების რეალიზაციისას, რომელთა ეფექტურობის გადამოწმება მუდმივად საჭიროა.

6. თავდაჯერებულობა. ლიდერს უნდა შეეძლოს შინაგან ხმას მოუსმინოს და მყარად იდგეს, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და დამაჯერებელი მოქმედება. ლიდერს უნდა ჰქონდეს ემოციური სიმტკიცე.

7. ფსიქოლოგიური გახსნილობა. ეს არის მზაობა ყურადღება მიაქციო სხვების იდეებს და მოსაზრებებს, რამაც შესაძლოა არსებითად გაზარდოს ორგანიზაციის ეფექტურობა. გახსნილი ლიდერი იღებს ბევრ ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ლიდერი სხვებთან განიხილავს თავის იდეებს, რაც ასევე ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვტეილების მიღებას. ხოლო ზედმეტ ჩაკეტილობას და შიშს, რომელიც კონფიდენციალობის დაცვის მიზნით ჩნდება არ შეუძლია ეფექტურად განავითაროს ორგანიზაცია.

8. რეალიზმი. რეალიზმის ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის არსებობს. ოპტიმისტები ხშირად ახდენენ საკუთარი შესაძლებლობები გადაფასებას, პესიმისტები პირიქით, ჰორიზონტზე გამოჩენილ შანსს ხელიდან უშვებენ. რეალისტები ობიექტურად აფასებენ სიტუაციას და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეფექტურობისკენ მიჰყავთ. რეალისტი როცა გაუფილტრავ ინფორმაციას იღებს, იწყბეს მის აწონ-დაწონვას, გაზომვას, შეფასებას, შემოწმებას და ამის შემდეგ განსაზღვრავს შემდგომ რანაბიჯი უნდა გადადგას.

9. ცოდნის წყურვილი. სწავლისადმი სწრაფვა და ახალი ცოდნის მიღება ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ეს ხელს უწყობს წარმოებაში და პროცესებში უკეთ გარკვევას, იძლევა ახალი ტექნოლოგიების მართვის შესაძლებლობას. ადამიანები, რომლებსაც ცოდნის წყურვილი აქვთ მაღალეფექტურები არიან ორგანიზაციის და ადამიანების მართვის საკითხებში.

10. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. ადამიანი ლიდერად არ უნდა ჩათვალოთ, თუ ის დგას განსაზღვრული საკითხის ან ადამიანის მხარეს. ლიდერი უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი. მხოლოდ მაშინ შეძლებს ის დაიმსახუროს ადამიანებისგან ნდობა და პატივისცემა.

11. სიმშვიდე. ლიდერი ცივსისხლიანია. ის ადვილად ინარჩუნებს სიმშვიდეს და მომთმენია უსაზღვროდ. ის მედგრად ხვდება პრობლემებს. ლიდერმა იცის, რომ სიმშვიდის და წონასწორობის დაკარგვა, ემოციების აყოლა მიდის და მოდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი მდგომარეობა უნდა მივიღოთ, როგორც ცივი გონების შენარჩუნების გასავლელი გზის ნაწილი.

12. სრულყოფილებისკენ სწრაფვა. კარგი ხელმძღვანელი არამარტო ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების არსებობას, არამედ ყოველთვის ამაღლებს სრულყოფილების მიღწევის ზღვარს ყველა სფეროში. ლიდერი არ დგას ერთ ადგილას, ის მუდმივად ვითარდება, მაგრამ გაცნობიერებულად ღებულობს არსებულ სინამდვილეს და ეძებს სხვადასხვა მეთოდებს მასზე უფრო ეფექტური ზემოქმედებისთვის.

13. კრეატიულობა. ლიდერს საკუთარ აზროვნებაში, გეგმებსა და ქმედებებში თანამედროვე და შესაბამისი ცვლილებები შეაქვს. ის ეძებს მის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრის ახალ გზებს, ცდილობს მათ შეცვლას ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ლიდერის გადაწყვეტილებები ხშირად არასტანდარტულია და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და სიახლით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like