ლას-ვეგასი სრულად გადავიდა ალტერნატიული წყაროების სუფთა ენერგიაზე

ლას-ვეგასი სრულად გადავიდა ალტერნატიული წყაროების სუფთა ენერგიაზე

დღეისათვის ლას-ვეგასში ყველა საწარმოსთვის, შენობისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობისთვის, ენერგიის მიწოდება ხდება ალტერნატიული წყაროებიდან.

«ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ დღეს ლას-ვეგასი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ქალაქს მსოფლიოში, რომლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ «მწვანე» წყაროებიდან», – განაცხადა ქალაქის მერმა ქეროლინ გუდმენმა (Carolyn Goodma) გასულ ორშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

ეს მიღწევა თითქმის ათწლეულის მანძილზე გაწეული შრომის და დასახული მიზნის შედეგია, რომელიც ლას-ვეგასის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე სრულად გადასვლას გულისხმობდა. ასევე ამ საკითხის განხორციელებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საცხოვრებელ-კომუნალური კომპანია NV Energy-ს მხრიდან თანამშრომლობას. ამავდროულად, ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულების პარალელურად, რომლებიც მარაგდებიან ამ ტიპის ენერგიით, ჯერ კიდევ ბევრი შენობაა დარჩენილი, რომლებიც ტრადიციულ ენერგო წყაროებს იყენებს.
მიღწეულ შედეგებზე ანგარიშგება ქალაქის ადამინისტრაციამ მას შემდეგ შეძლო, რაც ექსპლუატაციაში ჩაუშვა მზის ენერგიაზე მომუშავე მსხვილი ელექტროსადგური Boulder Solar 1, რომელიც აშენებულია ნევადის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

Boulder Solar 1 სხვა ადგილობრივ წყაროებთან ერთად, რომლებიც გამოიმუშავებენ სუფთა ენერგიას, როგორებიცაა გეოთერმული დანადგარები და მზის პანელები, დაყენებულია შენობების სახურავების უმრავლესობაზე მთელი ლას-ვეგასის მასშტაბით. ეს დანადგარები უკვე ქალაქის ფაქტიურად 100 %-იან მომარაგებას შეძლებენ.

ბუნებრივი ენერგიის წყაროებზე გადასვლა ლას-ვეგასში 2008 წლიდან დაიწყეს და ყოველწლიურად ქალაქი 5 მლნ აშშ დოლარს ზოგავდა, ხოლო ენერგომოხმარების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა.
დღეისათვის ლას-ვეგასი აშშ-ს უმსხვილესი ქალაქია, რომელიც ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზეა გადასული და მალე საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას ქვეყნის სხვა ნაწილებსაც გაუზიარებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1531 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გავხდეთ უკეთესი კაიძენის სტრატეგიის დახმარებით

ხშირად ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაიმე ხერხი ან საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება სწრაფად შევიცვალოთ. თუმცა ცხოვრებაში ასე არ ხდება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა არა ერთი გიგნატური ნაბიჯი, არამედ ქმედებების თანმიმდევრულობა ხანგრძლივი

Print Friendly, PDF & Email

განმარტოვების ხელოვნება

ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს მარტო ყოფნა. თანამედროვე სამყაროში, რომელშიც, თითქმის, შეუძლებელია თავი აარიდო საზოგადოებასთან ურთიერთობას, ჩვენ დავივიწყეთ განმარტოვების ხელოვნება, უფრო მეტიც, ჩვენ მას მარტოსულობასთან ვაიგივებთ, მარტო მყოფი ადამიანი გვეცოდება, ვთვლით

Print Friendly, PDF & Email

მოსმენა ეფექტური ლიდერის მახასიათებელი

მოსმენის ხელოვნება იზომება არა იმით რა პასუხს მოძებნი, ზოგჯერ სხვა ადამიანების გაგება ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. პეტ უილიამსი თავის წიგნში: „როგორ გავხდეთ ქოუჩი„ აღწერს ეფექტური მოსმენის მნიშვნელობას. „ვფიქრობ, იმისათვის რომ გახდე

Print Friendly, PDF & Email

რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ დედასთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის.

მეცნიერები ხშირად გვახარებენ გასაოცარი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს თუ როგორ შეიძლება გავუხანგრძლივოთ და გავუუმჯობესოთ სიცოცხლე ჩვენს მშობლებს. რეცეპტი ძალიან მარტივია. B2P.GE –

Print Friendly, PDF & Email

როგორ ყალიბდება ბრძოლის უნარი ადამიანში?

ძალიან კარგ  სამოტივაციო ფილმს ვუყურე და მომინდა  ის ძალა გადმომეცა თქვენთვის, რომელიც ასეთი ფილმის ყურების შემდეგ ერთიანად იპყრობს  გულს. მომინდა ეს განცდები გამეზიარებინა თქვენთვის და ისეთი სიტყვები  დამეწერა,რომელიც მოტივაციით აავსებდა

Print Friendly, PDF & Email

37 ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი!

1. ბედნიერება თქვენშია. ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვხარჯავთ სხვების მხრიდან გამართლებისა და ნუგეშისცემის ძიებაში. თან ყოველთვის ვხვდებით, რომ არასოწრად ვეძებთ. ჩაიხედეთ საკუთარ თავში. 2. მადლიერი იყავით ყველაფრის გამო. კარგის გამოც

Print Friendly, PDF & Email