როგორ მოვაგვაროთ კვების პრობლემა ბავშვებში. რჩევები მშობლებს
1441 Views

როგორ მოვაგვაროთ კვების პრობლემა ბავშვებში. რჩევები მშობლებს

თუ თქვენი ბავშვი მიირთმევს სტაფილოს პიურეს და შემდეგ ჯერზე უარს ამბობს მის მიღებაზე… ან თუ თქვენ გჭირდებათ ხვეწნა, რომ შეჭამოს საჭმელი, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. დაახლოებით 20 %–დან 50%–მდე მშობლებისა ახასიათებენ თავიანთ შვილებს მსგავსად.

ბავშვის კვების პროცესში ბევრი მშობელი აწყდება პრობლემებს. მათი შვილები უარს ამბობენ მიირთვან შეთავაზებული საკვები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. ეს ზრდის პროცესში ნორმალური მოვლენაა. ეს შეიძლება თქვენი შვილის მიერ დამოუკიდებლობის სურვილის გამოხატვაც კი იყოს. მიუხედავად ამისა, მშობლები მაინც განიცდიან ამ ფაქტს.

mother-child-eating-breakfast

იმისათვის, რომ თქვენი ბავშვის კვების ხარისხით მეტად კმაყოფილი იყოთ გაითვალისწინეთ შემდეგი:

• შეეცადეთ, რომ ჭამის პროცესში არ გაუბრაზდეთ პატარას. თუ თქვენ შეძლებთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა , ეს იქნება ორივესთვის კარგი. თუკი ის ამბობს, რომ მეტი აღარ უნდა, ნუ დააძალებთ მას.
• ნუ ჩაიციკლებით იმაზე, თუ რამდენს ჭამს თქვენი შვილი ერთ ჭამაზე. დაფიქრდით რას ჭამს ის კვირის განმავლობაში.
• დააკისრეთ პასუხისმგებლობა თავისივე კვებაზე. თქვენი პასუხისმგებლობაა მოუმზადოთ მას საკვები, ხოლო მისი მიღება უკვე თვითონ აიღოს საკუთარ თავზე.
• ახალი სახის საკვები ხშირად შიშს იწვევს ბავშვებში და უჭირთ მისი მიღება. ნაცნობი პროდუქცია მეტად მისაღებია, ამიტომ ვაცადოთ ბავშვს ჯერ დაააფიქსიროს სხვა როგორ იღებს სიამოვნებას მისთვის ახალი საკვებისგან და მერე შევთავაზოთ ის.
• ახალი სახის საკვები მხოლოდ მაშინ გაასინჯეთ, როდესაც იცით, რომ ძალიან მშიერია.
• შეუძინეთ სასურველი ჭურჭელი – ბავშვს დადებითი ასოციაცია უნდა ჰქონდეს საკუთარ ჭურჭელთან დაკავშირებით. უნდა მოსწონდეს ფერი, მასალა, ნახატი, რომ იქედან საკვები სიხარულით მიიღოს.
• შეეცადეთ მიირთვათ ის საკვები, რასაც თქვენი პატარა მიირთმევს. ბავშვებს უყვართ მშობლების მიბაძვა. გააკონტროლეთ თქვენი კვება. ის უყურებს თუ რას მიირთმევთ და რას რამდენად ანიჭებთ უპირატესობას. თუ კვირის დღეებში ერთად სადილობას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ უქმეები.

ასევე შეგიძლიათ საკვები ერთად მოამზადოთ

healthy-eating1
• მიეცით ბავშვს ნება შეეხოს საკვებს.
• მიეცით რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა.
• დაუკვირდით კვების ტემპს, მას შეიძლება უფრო სწრაფი ან ნელი კვება სურდეს.
• მოიწვიეთ თქვენი შვილის მეგობრები სადილზე.
• სასადილოს ტერიტორიიდან მოაშორეთ ყველა გასართობი ნივთი: სათამაშოოები, ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.
• სადილის დროს ისაუბრეთ თქვენი შვილისთვის სახალისო და მისთვის გასაგებ თემებზე.
• თუ თქვენ კვებავთ მას, მიეცით საკვები პატარა ნაჭრებად. დიდმა პორციებმა შესაძლოა მადა დაუკარგოს მას.
• თუ თქვენი შვილი დიდია, წაიყვანეთ პროდუქტების საყიდლად და მიეცით მას არჩევანის საშუალება პროდუქტების შეძენისას.
• ბავშვი ასევე შეიძლება დაიხმაროთ საჭმლის მომზადებაში.
• არ მისცეთ ბავშვს უფლება მიიღოს საჭმელი ან სასმელი კვებებს შორის. შეიძლება დალიოს მხოლოდ წყალი.
• თუკი გაქვთ ამისი დრო, შექმენით ერთად სახალისო ფიგურები საკვებისგან. თუ ის ამის შემდეგ არ მოისურვებს მის შეჭმას, სთხოვეთ თქვენ დაგითმოთ და ხალისით მიიღეთ ის. შემდეგ ჯერზე თავადაც მოისურვებს მიიღოს, ან იქნებ მაშინვე შეგეცილოთ.
• არ შესთავაზოთ სხვა საკვები არასასურველის ნაცვლად. შემდგომ მას ყოველთვის ექნება მოლოდინი, რომ იგივეს გაიმეორებთ და თამამად უარყოფს არასასურველ საკვებს.
• არ შესთავაზოთ სასუსნავები ან ხილი საკვებამდე
• არ შეწყვიტოთ ახალი პროდუქტის შეთავაზება. ახალი პროდუქტი ბავშვმა 10–15 მაინც უნდა გასინჯოს, რომ შეეგუოს მას. თქვენ შესაძლოა 6 შეთავაზების შემდეგ შეწყვიტოთ პროდუქტის მიცემა, მაგრამ გაითვალისწინეთ კვლევები ადასტურებს, რომ 15 შეთავაზება შესაძლოა გახდეს საჭირო, რომ ბავშვი შეეგუოს სიახლეს.
• აუხსენით რა ფუნქცია აქვს საკვებს ადამიანის ორგანიზმისთვის. ეს შესაძლოა სახალისო ვიდეოების, ან ფოტოთა “სლაიდშოუს” სახით აჩვენოთ (ერთგვარი პრეზენტაციის სახით) და ასე დააკისროთ მას პასუხისმგებლობა საკუთარ კვებაზე.
• შეგიძლიათ მოიგონოთ მოთხობა, სადაც მთავარი გმირი „უჭმელი ბავშვი“ იქნება, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ აუცილებელია კვება და შეიცვლება. მისი ამ საქციელით კი ყველა აღფრთოვანდება. შემდეგ დაუსვათ ბავშვს შეკითხვები: რამდენად მოეწონა გმირის საქციელი? რას მიიღებს ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ გმირი? რა ემოცია ჰქონდათ გარშემომყოფებს და ა.შ.
• თუ სხვა შვილიც გყავთ და მისი კვება მოგწონთ, აღნიშნეთ ხოლმე და შეაქეთ ის. მაგრამ არასდროს გააკრიტიკოთ მეორე მის ფონზე და ბავშვებს ერთმანეთს ნუ შეადარებთ.
• უთხარით ბავშვს, რომ რამდენჯერაც მოგეწონებათ მისი კვების ხარისხი იმდენ ფერად სტიკერს ჩაუკრავთ ცხრილში. ცხრილი შეგიძლიათ ერთად მოამზადოთ და კედელზე გააკრათ. კარგი იქნება თუ ბავშვს ზუსტად ეცოდინება რას გულისხმობთ თქვენთვის მოსაწონში.
• იმ მოტივით რომ სკოლაში მაინც მიირთვას რამე, ნუ გაატანთ თანხას კვებისთვის (რა თქმა უნდა თუ გახანგძლივებულში არ რჩება). ვინ იცის რა სახის სასუსნავს ყიდულობს და როგორ იკმაყოფილებს კვების რეცეპტორებს.
• მიეცით უფლება რაღაც სახის საკვებზე უარი თქვას. მას აქვს არჩევანის თავისუფლება. ნუ ჩაიციკლებით ყველა პროდუქტზე.

არსებული ჩამონათვალი არც ისე რთული შესასრულებელია, მთავარია მოთმინება და გააზრებული ნაბიჯები. შესაძლოა ახალი არც არაფერი წაგიკითხავთ, თუმცა დაფიქრდით რას ასრულებთ და რას არა არსებული ჩამონათვალიდან. იქნებ აღმოაჩინოთ კიდეც მთავარი გასაღები და მიიღოთ სასურველი შედეგი. წარმატებებს გისურვებთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
“დანტე ალიგიერის საზოგადოება”
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like