კრის ჰოლმს-პარკერი: როგორ გავხდეთ მილიონერი 20 წლის ასაკში

კრის ჰოლმს-პარკერი: როგორ გავხდეთ მილიონერი 20 წლის ასაკში

ფიზიკოსმა და მეწარმემ – კრის ჰოლმს-პარკერმა ინტერნეტ საიტ Quora-ს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდე მულტიმინილონერი 40 წლის ასაკისთვის თუ 17 წლისას მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი გაქვთ. მისი იდეების უმრავლესობა რა თქმა უნდა ამერიკული რეალობის შესაფერისია, მაგრამ თავად მოდელი გამოსადეგია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილში.

როგორ უნდა გახდეთ მილიონერი 40 წლის ასაკში

1. გადადეთ 3 000 დოლარი. გააგრძელეთ დაზოგვა, მუშაობა და თანხის გადადება. განათავსეთ გადადებული თანხა დეპოზიტზე ბანკში (გირჩევთ ნახევარ წლიანზე). უმჯობესია შემნახველი ანგარიში, არც ისე დიდი საპროცენტო განაკვეთით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ დეპოზიტის ვადის მანძილზე არ გაქვთ ფულთან წვდომის და მისი დახარჯვის საშუალება.

2. როცა 18 წელი შეგისრულდებათ, გარკვეული პერიოდი იცხოვრეთ მარტო, მშობლებისგან დამოუკიდებლად. ამ ყველაფერს შეგიძლიათ ორგანიზება გაუკეთოთ შემდეგნაირად: – მოძებნეთ იაფი ბინა ორი საძინებლით და ორი ავტოფარეხით. გაითვალისწინეთ კომუნალური ხარჯებიც. შემდეგ გააქირავეთ ამ ფართის ყველა ნაწილი ერთი ოთახის გარდა და იმაზე გაცილებით მეტს მიიღებთ ყოველთვიურად, ვიდრე ქირაში იხდით.
ზედმეტად დარჩენილი თანხა გადადეთ. ამის გაკეთება რთული არ არის, უბრალოდ დაკვირვებით და კარგი გათვლებით უნდა შეარჩიოთ საცხოვრებელი ფართი.

3. თავისუფალ დროს გაიარეთ სწავლება და მიიღეთ რიელთორის ლიცენზია – ამის შემდეგ თქვენ თავად შეძლებთ იყიდოთ და გაყიდოთ საკუთარი უძრავი ქონება. ამაზე დაახლოებით ნახევარი წელი დაგეკარგებათ. გარდა ამისა, დაიწყეთ უძრავი ქონების მართვის შესწავლა და მასში ინვესტირება. თქვენ ფულს დააბანდებთ მხოლოდ უძრავ ქონებაში, რაც მუდმივ შემოსავალს მოგიტანთ.

4. გააგრძელეთ მუშაობა და ფულის დაზოგვა, სანამ 21 წელი არ შეგისრულდებათ. 18 წლის შემდეგ ორი არჩევანი გაქვთ – ან უნდა იმუშაოთ, ან კოლეჯში სასწავლებლად წახვიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. მოძებნეთ არასრული სამუშაო გრაფიკით სამსახური სანამ სწავლობთ, ზაფხულის არდადეგებზე კი იმუშავეთ სრული დატვირთვით. ასე თქვენ შეძლებთ საკმაო რაოდენობის თანხის დაგროვებას წლის მანძილზე. ფულის დაზოგვაში ზევით მოყვანილი რჩევა დაგეხმარებათ – როგორ დაზოგოთ ბინის ქირა. თუ უფრო მეტის გადადების საშუალება გაქვთ მშვენიერია! ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ გზაზე: მუშაობა თუ სწავლა. თუ მხოლოდ სწავლას ირჩევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფულის გადახდის რაღაც წყარო გაქვთ – მაგალითად მშობლები ან სხვა.

5. ახლა ვისაუბროთ თქვენს დანაზოგზე. 19 წლის ასაკში წესით სკმაო რაოდენობის თანხა უნდა გქონდეთ დაზოგილი, ხოლო 21 წლის ასაკში ეს თანხა მინიმუმ რამოდენიმე ათასს უნდა აღწევდეს. თუ ამის გაკეთება გამოგივიდათ – გილოცავთ! თქვენ სხვებზე გაცილებით წინ ხართ.

6. შეიძინეთ ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლი. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მისი ფასი დაახლოებით 200-300 ათასი აშშ დოლარი უნდა იყოს. სახლის შეძენის დროს გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი კიდევ ერთი რჩევა – რეალტორის ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში თავი წარადგინოთ როგორც ბროკერმა და ამით დაზოგოთ საბროკერო მომსახურების ხარჯები.

ახლა იმის თაობაზე, თუ რა არის კარგი ასეთი სახლის შეძენაში: მსგავსი სახლის კარგ ადგილას შეძენისას, მისი ყოველი ბინის გაქირავება დაახლოებით 700$-ის ფარგლებში შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ყოველთვიური პოტენციური შემოსავალი არის 2,800$. თუ ერთ-ერთ ბინაში თავად აპირებთ ცხოვრებას, მაშინ ქირაში მიიღებთ 2,100$-ს. დავუშვათ ისიც, რომ გაქირავება არასრული, მაგრამ დატვირთული იქნება და ეს შეადგენს 95%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი რეალური შემოსავალი ქირიდან თვეში იქნება 2 000$. ახლა დავუბრუნდეთ იპოთეკას. თქვენ იხდით იპოთეკაში თანხას და ამის გარდა კიდევ გრჩებათ გარკვეული თანხა, რომლის გადადება შეგიძლიათ და შემდეგ დაგროვილი თანხით იპოთეკის ერთინად დაფარვა, ან ყოველთვიურ შენატანზე მისი დამატება, რაც ასევე დაგეხმარებათ ვალის გადაფარვაში.

7. ამასობაში დაახლოებით 30 წელი შეგისრულდათ, კრედიტი დაფარულია. გარდა ამისა, თქვენი სახლი ახლა 250 000 კი არა, 370 000 ღირს. ქირის საფასურიც გაიზარდა. მშვენიერია! თქვენ უკვე მყარი და სტაბილური შემოსავალი გაქვთ.

8. ვაგრძელებთ. ინვესტიციის შემდეგი ეტაპი არის კომერციული ტიპის უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება, მაგალითად საცხოვრებელი კომპლექსი. თქვენ უკვე ფლობთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება არის 370 000$. ის შეგიძლიათ გირაოს სახით გამოიყენოთ კრედიტის მისაღებად. ამასთანავე, ამ სახლს ყოველწლიური, სოლიდური შემოსავალი მოაქვს თქვენთვის. ასევე გაქვთ დანაზოგი, რამოდენიმე ათასი დოლარის ოდენობით. ფაქტიურად, თქვენს ხელთ არსებული ფულადი სახსრებით უკვე შეგიძლიათ კომერციული კრედიტის აღება, მაგალითად 1,5 მლნ დოლარის ოდენობით 20%-იანი წინასწარი შენატანით. ასეთი კრედიტის დაფარვა აბსოლიტურად რეალურია 10 წლის მანძილზე, ან უფრო ნაკლებ დროში თუ ადრინდელი სქემით იმოქმედებთ. გამოტანილი კრედიტით შეგიძლიათ იყიდოთ 2-12 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. ამ გზით, გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენს მფლობელობაში იქნება უძრავი ქონების ორი ობიექტი. ყველაზე სასიამოვნო ამაში ისაა, რომ ყოველწლიური, სოლიდური შემოსავლის მოტანის გარდა, ეს ქონება წლიდან-წლამდე უფრო ძვირდება და შესაბამისად თქვენ უფრო მეტი ქონების პატრონი ხდებით.

გილოცავთ! თქვენ დაახლოებით 38 წლის ხართ და თქენი ყოველწლიური შემოსავალი თითქმის 200 000 აშშ დოლარის წელიწადში, ხოლო უძრავი ქონების სახით არსებული კაპიტალის ღირებულება კი 2,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ეს სრულიად შესაძლებელია და ბევრი აკეთებს ამას. ვადები შეიძლება რამოდენიმე წლით კიდევ გაგრძელდეს, თუ თქვენ ოჯახის შექმნას და შვილების ყოლას გადაწყვეტთ.
გაითვალისწინეთ, თუ თქვენ კოლეჯს აირჩევთ და თან იმუშავებთ, მაგალითად ინჟინრად, თქვენი შემოსავალი უფრო მეტი იქნება და ამ გეგმის რეალიზებას გაცილებით სწრაფად შეძლებთ.
ჩათვალეთ, რომ ეს უბრალოდ შაბლონია.
წარმატებებს გისურვებთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like