კრეატივის განსავითარებელი 5 სავარჯიშო
1807 Views

კრეატივის განსავითარებელი 5 სავარჯიშო

1. ორი შემთხვევითობა
აიღეთ განმარტებითი ლექსიკონი და შემთხვევით შეარჩიეთ ორი გაგება. უბრალოდ თითი დაადეთ რომელიმე გვერდზე. შეადარეთ ისინი და შეეცადეთ მოძებნოთ რაიმე საერთო მათ შორის. მოიგონეთ გიჟური ისტორია, სადაც ჩადებთ ამ ურთიერთკავშირს. მსგავსი სავარჯიშო ძალიან კარგია ტვინისთვის.

2. გიჟი გენეტიკოსი
აიღეთ სუფთა ფურცელი და ფლომასტერი. კარგია, თუ ხატვა არ იცით, რამდენადაც სილამაზე და შედეგი ამ შემთხვევაში საჭირო სულაც არ არის. მთავარია პროცესი. შემდეგ დახატეთ ისეთი რამ, რაც მოიცავს სხვადასხვა ცხოველების მახასიათებელ ნიშნებს. მაგალითად ფარფლებიანი მელა, ან კრძელკისერა კურდღელი რქებით. სავარჯიშოს მიზანია მოკლას ყველანაირი ლოგიკური და სწორი აზროვნების ნიშნები დ ამით აქცენტი გაკეთდეს კრეატიულობაზე.

3. შეშლილი არქიტექტორი
ცხოველებიდან გადავიდეთ არქიტექტურაზე, მოდით დახატეთ სახლი. მაგრამ, სანამ ამას დაიწყებდეთ, აირჩიეთ 10 ნებისმიერი სიტყვა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, როგორც არქიტექტორს, დაგიკვეთეს სახლი. მაგალითად «ფორთოხალი» – და სახლის სახურავი უნდა იყოს ნარინჯისფერი, ან «თეფში» — გააკეთეთ მრგვალი ფანჯრები აბაზანაში და ა.შ. ხატვისას წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყურებოდეს რეალურ ცხოვრებაში.

4. 10 10
აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, ოღონდ აუცილებლად არსებითი სახელი უნდა იყოს. შემდეგ დაწერეთ 5 ზედსართავი სახელი, რომლებიც მას ყველაზე მეტად შეეფერება. მაგალითად, «წინდები» — შავი, თბილი, შალის, ზამთრის, სუფთა. კიდევ 5 ზედსართავი სახელი დაწერეთ, რომლებიც ამ სიტყვას საერთოდ არ შეეფერება. აი აქ ყველა იჭედება. აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან რთულია. შეეცადეთ ამის გაკეთება აუცილებლად შეძლოთ.

5. დასახელება
ყოველ ჯერზე, როცა რაიმე საგანი დაგაინტერესებთ, შეეცადეთ მოუგონოთ მას სახელი. შეიძლება მოკლე და სხარტი, ან გრძელი სახელი. სავარჯიშოს მიზანია – რომ მოგონილი დასახელება აუცილებლად მოგწეონოთ თქვენ.

ეს სავარჯიშოები გაიმეორეთ ყოველ დღე რამოდენიმეჯერ და აუცილებლად გახდებით შემოქმედებითი პიროვნება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like