კოტეჯი ცაში, 22 წლის მესტიელი ნიკოლოზ ფალიანის ბიზნესი

კოტეჯი ცაში, 22 წლის მესტიელი ნიკოლოზ ფალიანის ბიზნესი

მესტიაში ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე დგას კოტეჯი,რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტს. ხის ორსართულიანი კოტეჯი „ქლაუდბეის“ განსაკუთრებული სახელწოდების გამო, მაშინათვე იპყრობს ტურისტების ყურადღებას, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ეძებენ ადგილს, სადაც შეძლებენ გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალის შემდეგ დასვენებას და ბუნების პეიზაჟებით ტკბობას.კოტეჯი სვანური ღუმელით თბება.
ღუმელზე დუღს ჩაიდანი. ტურისტები მეტალის ჭიქით მიირთმევენ ჩაის, საუბრობენ და შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს. გარეთ ტემპერატურა -10 გრადუსია. თოვს. გარემო მართლაც შთამბეჭდავი და ჯადოსნურია. კოტეჯის მფლობელი 22 წლის ნიკოლოზ ფალიანია, რომელთანაც ინტერვიუს ჩაწერა უამინდობის გამო გართულდა. მესტიაში დიდი თოვლი მოვიდა, გაითიშა ელექტოენერგია და რესპოდენტთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„თუ ფიქრობთ, რომ სვანეთში ნამყოფი ხართ და ეს კოტეჯი არ გინახავთ, დაისს არ შეხვედრილხართ და არ განგიცდიათ სრული ჰარმონია ბუნებასთან, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ეს ჯადოსნობა.“ წერს ფეისბუქის მომხმარებელი ზემოთ აღნიშნული გვერდის რევიუში და ჩნდება კიდევაც კოტეჯის მონახულების დაუოკებელი სურვილი.

1. ბატონო ნიკო გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. კონკრეტულად რა ტიპის მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს.

„ქლაუდბეისი“ სტუმრებს გარდა იმისა, რომ სთავაზობს დაუვიწყარ და სასიამოვნო გარემოში დროის გატარებას, ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სათავგადასავლო ტურებს, როგორიცაა : გაუკვალავ თოვლში სრიალი, ველო ტურები, ცხენით ჯირითი, საფეხმავლო ტურები და პარაპლანით ფრენა.

2.როგორ დაიბადა ამ ტიპის ბიზნესის კეთების იდეა.როგორც ვიცი მთაში ბიზნეს საქმიანობის დაწყება,რთული თუმცა სასიამოვნო პროცესია.

იდეა როგორც ასეთი დიდი ხნის წინ დაიბადა, ძალიან ბევრ ადამიანს სურს რომ მთაში პატარა ხის კოტეჯი ჰქონდეს ან უბრალოდ რომ შეძლოს მსგავს ადგილას მოხვდეს და ეს ოცნება ნაწილობრივ აიხდინოს. მე პირველ რიგში ჩემი დიდი ოცნება ავისრულე და შემდეგ სხვა ადამიანების. რა თქმა უნდა მთელი ეს პროცესი იყო ურთულესი, მაგრამ ეს მე შევძელი და უკვე ვამაყობ ამ ყველაფრით.

3. სახელი „ქლაუდბეის“ ნამდვილად შთამბეჭდავია, როგორია სახელის წარმოშობის ისტორია?

სახელზე პროექტის დაწყებიდანვე ვფიქრობდით, სხვადასხვა ვარიანტები გვქონდა მაგრამ ვერ ვჯერდებოდით, ერთ დღეს მშენებლობის პროცესში კოტეჯთან ახლოს კარავში გავათენეთ ღამე მე და ჩემმა უცხოელმა მეგობარმა, ღამით წვიმდა და დილით საოცარი სურათი დაგვხვდა, მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ და ქვემოთ ყველაფერი ღრუბლებში იყო გახვეული და გარშემო მწვერვალები ჩანდა, ამ დროს ჩემმა მეგობარმა წამოიძახა: “that’s a real cloud base” ზუსტად ამ მომენტში გადაწყდა თუ რა სახელი ექნებოდა კოტეჯს.

4. სტურმობენ თუ არა კოტეჯს ცნობილი ადამიანები?

როგორც იცით კოტეჯის მშენებლობა შემოდგომის მიწურულს დასრულდა და დასრულებიდან ორ დღეში ჩამოგვითოვა, ასე რომ ამჟამად ძირითადად უცხოელი მომხმარებელი გვყავს რომელსაც გაუკვალავ თოვლში სრიალი იზიდავთ, ზაფხულიდან კი აქტიურად იქნება დატვირთული ქართველი ცნობილი თუ უცნობი ადამიანებით.

5. რას გვირჩევთ კოტეჯს მეტი ემოციების და შთაბეჭდილებებისთვის წელიწადის რომელ სეზონზე უნდა ვესტუმროთ.

ნებისმიერ სეზონს აქვს საკუთარი ხიბლი რომელსაც ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ და ძნელია უკეთესი თქვა, ეს ძირითადად დამოკიდებულია სტუმრის ინტერესზე თუ რა სახის თავგადასავალი იზიდავთ, მე როგორც ზამთრის დიდი მოყვარული მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ რომ გვიანი შემოდგომა ულამაზესია.

6. და ბოლოს რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კრეატიული ბიზნეს იდეები – როგორ მიაღწიონ წარმატებას და გახდნენ შეუცვლელები თავიანთ საქმიანობაში?

ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა ან რაიმე კონკრეტული მიზანი ცხოვრებაში, ვურჩევდი არანაირი რესურსი და ძალისხმევა არ დაიშუროს მის განსახორციელებლად და აუცილებლად ყველაფერი გამოვა იდეალურზე უფრო იდეალურად.

ასე რომ თუკი გადაწყვეტთ დამღლელი კვირის შემდეგ განიტვირთოთ, მოინახულეთ ადგილი რომელიც მოწყვეტილია სამყაროს,ისრიალეთ გაუკვალავ თოვლში და დღის ბოლოს ესტუმრეთ კოტეჯს, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან მიგიყვანთ.

ესაუბრა დადუნა ნადარაია
მომზადებულია სპეციალურად B2P.GE-სთვის

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

თუ დარჩი სამსახურის გარეშე

სამსახურის დაკარგვა ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი სტრესია, მით უმეტეს თუ ეს მოხდა მოულოდნელად. წარმოიდგინეთ – აწყობთ სამომავლო გეგმებს, გეგმავთ კარიერულ ზრდას და უეცრად იგებთ, რომ თქვენი თანამშრომლობა კომპანიას აღარ სჭირდება. მართლაც

ღირსეული ადამიანები ამას არასოდეს აკეთებენ!

ბევრმა ჩვენგანმა გააცნობიერა, რომ გარდატეხების ამ უდიდეს პერიოდში ჩვენ კარდინალურად უნდა შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება. ეს მოითხოვს სიმამაცეს, გულახდილობასა და გამჭვირვალობას იმისათვის, რომ შევძლოთ ტრანსფორმირება ჩვენს უმაღლეს „მე“-ში. თუ თქვენ ნამდვილად

10 წესი კომპანიის საიტისათვის

საიტის მთავარი გვერდი კომპანიის სახეს წარმოადგენს. სწორედ ამ გვერდის საშუალებით იწყებს ე.წ. ინტერნეტ-ექსკურსიას მომხმარებელთა უმეტესობა კომპანიის საიტზე. ხარისხიანი დიზაინი და კარგი სტრუქტურა – ეს საიტის ფასეული მხარეებია, რაც ხელს უწყობს

WORKTASK – გაყიდვები

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ   რეგისტრაცია ღონისძიებაზე     ყოველდღე   ჩვენი თანამშრომლები აწარმოებენ კლიენტებთან კონტაქტებს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უფრო ეფექტურად და მარტივად მივაღწიოთ კლიენტებს.     პოტენციურ კლიენტებს

რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

1. შეწყვიტე ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა ნარკოტიკული პროდუქტის შეძენა და გამოყენება. 2. იმკურნალე სახალხო მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომელთა მიღებასაც აზრი არ აქვს. 3. იარე ფეხით რაც

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა. GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ