კომპანიების წარმატებული სახელწოდებები – 5 განმასხვავებელი ნიშანი

კომპანიების წარმატებული სახელწოდებები – 5 განმასხვავებელი ნიშანი

რაში მდგომარეობს საიდუმლო?
კარგად შერჩეული დასახელება შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს თაყვანისმცემლებზე, ხოლო უინტერესო დასახელება კარგს ვერაფერს მოუტანს თქვენს საქმიან წამოწყებას. არასოდეს არის გვიანი კომპანიის დასახელების შეცვლა. ზოგიერთმა ცნობილმა კომპანიამ სახელწოდება მას შემდეგ შეიცვალა, რაც უფრო საინტერესო იდეა გაუჩნდათ, მაგალითად: „Xerox“-ს ადრე ერქვა „Halloid Company“, „Nissan“-ი იყო „Datsun“-ი, ხოლო „LG“-ი არის „Lucky and GoldStar Co“-ს მოკლე დასახელება. კარგი სახელწოდება შეიძლება იყოს, როგორც მომენტალური გამონათება, ასევე ხანგრძლივი და თანმიმდევრული საქმიანობის რეზულტატიც. მართალია არ არსებობს შესაფერისი სახელწოდების შექმნის ოქროს ფორმულა, თუმცა არსებობს კონკრეტული მომენტები, რომლებიც შესაძლებელია დაინახოთ კარგად შერჩეულ სახელწოდებებში.

გთავაზობთ ხუთ ძირითად განმასხვევებელ ნიშანს:

ის დამახსოვრებადია?
კომპანიების კარგი სახელწოდებები კარგად ამახსოვრდებათ. იდეის მოძებნის შემდეგ დაიტოვეთ დრო, დაახოებით ერთი კვირა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს დაგეხმარებათ კარგად დაამუშაოთ ვარიანტები. მაშინაც კი, როცა კარგ სახელს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია ძიების გაგრძელება. საუკეთესო სახელწოდებები ახსენდებათ მალევე, ჩამონათვალი სიის გამოყენების აუცილებლობის გარეშე. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ თუ როგორი დასახელებები ამოტივტივდება თქვენი მეხსიერების სიღრმიდან. თუ თქვენ რომელიმე დასახელება დაგამახსოვრდათ, ის ამახსოვრდება სხვებსაც.

სიმოკლე – ტალანტის დაა
რა საერთოა „Nike“, „Apple“, „Facebook“, „Twitter“, „Dreamworks“, „Pixar“ და „Bay“-ს შორის? დიახ, ყველა მათგანი ძალიან წარმტებული კომპანიაა, მაგრამ ამის გარდა, მათ დასახელებებში არის მხოლოდ ორი მარცვალი. გამოკვლევები ადასტურებს, რომ სიტყვების სიმცირე დამახსოვრებასთან კავშირშია. ამიტომ, კომპანიის მხრიდან კარგი იქნება მოკლე დასახელებების შერჩევა, რადგან ის მომხმარებელს ადვილად ამახსოვრდება. თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ „კალამბური“ და „ორაზროვნება“ კარგად ერგება დასახელებას. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის სახელწოდებაა “ეს გასაოცარი, გასაოცარი, გასაოცარი კომპიუტერული სამყარო“- არათუ რთულია სახელწოდების სწორად დამახსოვრება, არამედ საეჭვოა, რომ კლიენტებმა მოინდომონ თავის მეგობრებთან გაიმეორონ ის.

ფუნქციონალურია
იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი მხარეების დემონსტრირება უნდა მოახდინოს თქვენმა კომპანიამ. 1998 წელს, Netscape-ის (ყოფილი Mosaic) ერთ-ერთი დამფუძნებელი – მარკ ანდრესენი – მუშაობდა ახალ, უფასო პროგრამაზე. როგორც დენიელ ერენჰაფტის (Daniel Ehrenhaft) წიგნშია მითითებული: „მარკ ანდრესენი არის ქსელის მეომარი“ (“Marc Andreessen: Web Warrior”), ანდრესენს მოსწონდა Mosaic-ბრაუზერი, მაგრამ პროგრამა ჯერ კიდევ ვერ მუშაობდა ისე სწრაფად, როგორც მას უნდოდა. ანდრესენმა გადაწყვიტა გადაეწერა პროგრამა და შეექმნა „მოზილა“, რომელიც აჯობებდა თავის წინამორბედს. 2002 წელს ანდრესენმა გამოუშვა ახალი პროგრამა „Mosaic – Mozilla“ – და ინტერნეტი შეიცვალა. „Firefox“-ი საუკეთესო „Mozilla“-ბრაუზერია მთელ მსოფლიოში.

მათ უკან დგას შექმნის ისტორია
ზოგიერთი დასახელება უბრალოდ ციდან ცვივა, ამიტომ თუ თქვენ შთაგონება გაქვთ, გამოიყენეთ ის საკუთარ ინტერესებში. 1904 წელს, მადლიერების დღეს, კომპანია „Holt Tracto“-ში ფოტო გადაუღეს თავიანთ უახლეს, ორთქლზე მომუშავე ტრაქტორს, რომელიც განკუთვნილი იყო მიწის სათხრელი და სატრანსპორტო სამუშაოებისთვის. როგორც კომპანიის შემქმნელის – ბენჯამინ ჰოლტის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ „ტრაქტორი მიცოცავს, როგორც ლოკოკინა“ (caterpillar). ჰოლტმა უცებ დაიჭირა ეს ფრაზე და შესძახა – „Caterpillar! შესაფერისი დასახელებაა!“. 1910 წელს ჰოლტმა ოფიციალურად დაარეგისტრირა კომპანიის ახალი სახელწოდება, რომელიც აწარმოებდა სამშენებლო ტექტნიკას და დაარქვა – „Caterpillar“. ამ ისტორიის მორალი ის არის, რომ აუცილებელია ყურები მუდამ დაცქვეტილი გქონდეთ, რადგან შთაგონება შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ მომენტში.

ახალი ენა
სიტყვის შექმნა არ უნდა იყოს ბოლო, გამოუცდელი საშუალება. ეს ვარიანტი პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს. „Google“-ის და „Gizmodo“-ს შემქნმელებმა მიაკვლიეს თავიანთი კომპანიების დასახელებას წიგნში, ან სადმე სხვაგან, რადგან მანამდე ისისნი არ არსებობდნენ. გააერთიანეთ ორი სიტყვა ან გაგება, არასწორად დაწერეთ სიტყვა, დაამსხვრიეთ სტერეოტიპები. მომხმარებლები აფასებენ დამოუკიდებელ, რისკიან ბრენდებს. უბრალო სახელებით სხვა კომპანიებმა ისარგებლონ, მიეცით უფლება საკუთარ თავს იყოთ განსხვავებული!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ