კომპანიის დასახელების შემუშავება: ე.წ. ნეიმინგის ძირითადი რჩევები

კომპანიის დასახელების შემუშავება: ე.წ. ნეიმინგის ძირითადი რჩევები

პირველი და მთავარი რჩევა – ნუ განმეორდებით, ნუ გააკეთებთ იმას, რაც უკვე დიდი ხნის წინ გააკეთეს სხვებმა. გაიხსენეთ რამდენი მსგავსი დასახელების ფირმაა სატელეფონო წიგნში, რომლებიც მხოლოდ საქმიანობის სფეროთ განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ არ გინდათ მათ რიგებში აღმოჩნდეთ, უარი თქვით ჩვეულ კატეგორიებზე და გადით ჩვეულებრივი წარმოდგენების ჩარჩოებიდან. მოიფიქრეთ როგორ შექმნათ სხვებისგან განსხვავებული დასახელება, რადგან დიფერენციაცია არის თქვენი წარმატების საფუძველი ბაზარზე არსებობისთვის. შეეცადეთ დასახელებაში გადმოსცეთ ინფორმაცია პროდუქტის ან კომპანიის შესახებ. შეეცადეთ მოიფიქროთ რა განსაკუთრებული ნიშნების გადმოცემა შეგიძლიათ ამ დასახელებაში, რით გამოირჩევით მსგავსი ტიპის კომპანიებისგან. გახსოვდეთ, რომ მომხმარებლებს თქვენს პროდუქციასთან ან მომსახურებასთან აკავშირებს მოლოდინი და თქვენ სწორედ დასახელებაში უნდა ჩადოთ ეს მოლოდინი, რადგან მომხმარებელმა უნდა შეიგრძნოს სარგებელი და სიამოვნება მომავალი შენაძენისგან.

ნუ შეეცდებით ზუსტად გადმოსცეთ დასხელებაში თქვენი კომპანიის საქმიანობის ან პროდუქციის განსაკუთრებულობის შესახებ, რადგან ყოველდღიურად ჩნდება ახალი ტენდენციები, რომლებიც გვაიძულებს შევცვალოთ საქმიანობის მიმართულება, ხოლო პროდუქტის საარსებო ციკლი სულ უფრო ხანმოკლე ხდება, რადგან კონკურენცია მოითხოვს ახალი და უფრო სრულყოფილი საქონლის წარმოებას. გადახედეთ თქვენი კომპანიის კონცეფციას და შექმენით პოტენციური კლიენტებისთვის მიმზიდველი ისტორია. იფიქრეთ კომპანიის საქმიანობის სფეროს გაფართოებაზე – რომელი დასახელება იმუშავებს ასეთ დროს პერსპექტივაზე? განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დასახელების მისიას: რა ინფორმაციის მიტანა გინდათ გარემოცვასთან? რისი თქმა გინდათ მათთვის? იქნება თუ არა ეს ინფორმაცია აქტუალური ხვალ? ერთი თვის შემდეგ? ერთი წლის შემდეგ? თუ თქვენი კომპანიის გეგმებში შედის გარე ბაზარზე გასვლა, ღირს დაფიქრება იმაზე, შეეფერება თუ არა ის საერთაშორისო დასახელებას: მისაღები იქნება თუ არა ის ერთმნიშვნელოვნად ავსტრიაშიც და ესტონეთშიც. გამოიყენეთ უნივერსალური მორფემები (მნიშვნელობის მქონე უმცირესი ენობრივი ერთეული) დასახელების შექმნისას – ასე თქვენ უზრუნველყოფთ სახელწოდების უნივერსალურობას.

გახსოვდეთ, რომ კომპანიის ან საქონლის თვისების შესაბამისი დასახელება მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მთავარი მახასიათებელი. ერთგვაროვანი შეთავაზებების ფონზე მომგებიანია არასტანდარტული დასახელებები, ამიტომ ეცადეთ ლოგიკის ჩარჩოებს გასცდეთ.

სახელწოდების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის სემანტიკას, შემდეგ ფონეტიკას და ბოლოს ჟღერადობას. დასახელება შეიძლება იყოს სიმბოლური, ან პირდაპირ მიუთითებდეს კომპანიის საქმიანობაზე ან პროდუქტის თვისებებზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში საჭიროა გახსოვდეთ, რომ მისი შემადგენელი ასოები გამოსცემენ სხვადასხვა ბგერებს, რომლებიც სხვადასხვა ინფრომაციის მატარებელია, დადებითის და არც თუ ისე დადებითის. ამიტომ დასახელება გამოთქვით სხვადასხვა ინტონაციაში. მოგწონთ როგორც ჟღერს ის? თუ პირიქით – არ მოგწონთ? ყურადღება მიაქციეთ როგორი განცდები და ასოციაციები გიჩნდებათ დასახელების მოსმენისას.

მოახდინეთ დასახელების ვიზუალიზაცია: რომელი ფერი და ფორმა შეეფერება მას? რომელი არ შეეფერება? შეიგრძენით დასახელება, „გაუსინჯეთ გემო“. წარმოიდგინეთ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დასახელება მზა ლოგოტიპის ფორმით. დასახელების შექმნისას ძალიან მკაცრად ნუ მიუდგებით რეზულტატს და ნუ ეცდებით ყველა ვარიანტი ერთდროულად გადახაზოთ, რომლებიც შეუფერებლად მიგაჩნიათ: ზოგჯერ მათ შორის იმალება ე.წ. ნეიმინგის ნამდვილი აღმოჩენები. ამიტომ, ყოველ დსასახელებას მიეცით შანსი, რომ მოგეწონოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აიძულოთ საკუთარი თავი რომელიმე დასახელება შეიყვაროთ, რომელიც აშკარად მიუღებლობას იწვევს თქვენში.

და მთავარი, გახსოვდეთ: არ არსებობს იდეალური დასახელება, რომელიც პირდაპირ წარმატებასთან მიგიყვანთ და ბაზარს დაგაპყრობინებთ, ხოლო არსებობის უფლება ყველანაირ სადახელებას აქვს, რომელიც მუშაობს თქვენს კომპანიაზე და პროდუქტის იმიჯზე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ