კომპანიები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან

კომპანიები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარი სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, უმრავი კომპანია გამოეხმაურა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 20-ზე მეტი კომპანიის მიერ 2 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.

ამჟამინდელი ინფორმაციით ფინანსური კონტრიბუცია ასეთია:

  • „საქპატენტი“ – 1 000 000 ლარი
  • „ბილაინი“- 20 000 ლარი
  • PSP- 100 000 ლარი
  • თიბისი ბანკი – 50 000 ლარი
  • საქართველოს ბანკი – 100 000 ლარი
  • ბანკი “რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტეჟენერალი”- 30 000 ლარი
  • პროკრედიტ ბანკი- 30 000 ლარი
  • ლიბერთი ბანკი- 100 000 ლარი
  • ვისოლ ჯგუფი – 10 000
  • ნიკორა-20 000 ლარი
  • „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“- 25 000 ლარი
  • სოკარი- 50 000 ლარი
  • თეგეტა მოტორსი -5000 ლარი
  • “დიუთი ფრი ალიანსი” – 10 000 ლარი
  • „რაკია ჯგუფი“- 20 000 ლარი
  • საპარტნიორო ფონდი – 50 000 ლარი
  • კომპანია “ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია” – 10 000 ლარი
  • „ბარამბო“ – 15 000 ლარი
  • IDS ბორჯომი – 20 000 ლარი
  • კომპანია „ზედაზენი“ – 10 000 ლარი
  • ევროპაბეთი – 50 000 ლარი
  • მაგთი- 50 000 ლარი
  • სილქ როუდ ჯგუფი- 50 000 ლარი
  • იმედი L – 50 000 ლარი
  • „სპარ ჯორჯია“ – 10 000 ლარი
  • „არქი ჯგუფი“ – 10 000 ლარი
  • „აზერიოილსერვისი“- 30 000 ლარი
  • აჩი, შოთი და რევაზ არველაძეების საქველმოქმედო ფონდი – 5 000 ლარი
  • “სახელმწიფო აუდიტის სამსახური” – 50 000 ლარი

11214323_858419217571224_1923287808112540142_n

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს“ აქვს ინფორმაცია შემდეგ ინიციატივებზე და მიმდინარე აქტივობებზე:

“ჯინო ფერედაისის“ ერთ-ერთი მფლობელი მზადააა უსახლკაროდ დარჩენილ ერთ ოჯახს შეუძინოს ბინა და მისი კეთილმოწყობის ხარჯებიც გაიღოს;

კომპანია „ანაგმა“ გამოყო ადამიანური რესურსები და სპეც. მანქანები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის;

კომპანია “გალფმა” აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყო 10 ტონა საწვავი;

კომპანია „სოკარმა“ აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყო 10 ტონა საწვავი;

კომპანია „რომპეტროლმა“ აღდგენითი სამუშაოებისთის გამოყო 20 ტონა საწვავი;

„ჰაიდელბერგცემენტი“ 50 ტონა ცემენტსა და 100 კუბ. მ. ბეტონს გადასცემს ქალაქ თბილისის მერიას;

დაზარალებულთა დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის;

კომპანია „ფრესკო“ იღებს ვალდებულებას დახმარება გაუწიოს თითოეულ დაზარალებულ ოჯახს და მოამარაგოს ისინი საჭირო საკვები პროდუქტებით;

ბანკის “რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალის” თაოსნობით დაზარალებული ოჯახებისათვის შეგროვილი პირველადი მოხმარების საგნები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა ბენეფიციართა დახმარებისთვის;

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს.

„სმარტი“ საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგებს უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, „ვენდისი“ და „დანქინდონატსი“ კი უფასოდ უმასპინძლებენ დაზარალებულ ბავშვებს;

IDS ბორჯომი საქართველოს დისტრიბუციის საწყობები საგანგებო რეჟიმში მუშაობს, დატვირთული მანქანებით ხდება წყლის (“ბაკურიანის”) მიწოდება მოხალისეებზე;

კომპანია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთები გამოყო;

შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ” კვების პუნქტები გახსნა;

„ჯი-პი-სი“ მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით ეხმარება დაზარალებულებს;

კომპანია „კრედო“ გამოთქვამს სურვილს, დაზარალებული ოჯახის სტუდენტებს დაუფინანსოს სწავლება;

„ასსა ჰოლი“ საკვები პროდუქტებით ეხმარება დაზარალებულებს;

სასტუმროები, სადაც დაზარალებულები განთავსდნენ: „მერლინი“ , „ხიბლი“ , „ლევილი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“ “აისბერგი“ „ტეხასი“. ქუთაისში სასტუმრო “აია” მზადაა შეიფაროს დაზარალებულები და ქუთაისში ტრანსპორტირების ხარჯსაც სასტუმრო დაფარავს

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ გამოთქვამს მზადყოფნას 13 ივნისს სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტაროს.

მომსახურებას დაზარალებულები როგორც ცენტრის შენობაში, ასევე ფსიქოლოგების ჯგუფის ადგილზე მისვლით მიიღებენ.

კომპანია „ფუდპანდა“ ეხმარება დაზარალებულების ოჯახებს და შემდეგი 1 კვირის განმავლობაში, ყოველი შეკვეთიდან 10% გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში;

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი მზადყოფნას აცხადებს დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ ყველა იმ ადამიანს ვისთანაც არის ენდოკრინული პათოლოგია;

„მეტრა დეველოპმენტი“ 1 ოჯახს, რომლის სახლიც არ ექვემდებარება აღდგენას, ბინით უზრუნველყოფს;

ბიზნესმენი რომან ფიფია დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელ ფართს შეუძენს;

„ავერსი“ მედიკამენტებით მოამარაგებს და სამედიცინო დახმარებას გაუწევს დაზარალებულებს;

„ლისი დეველოპმენტმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საკუთარი მუშა-ხელი და სპეც ტექნიკა გამოიყვანა;

ფარმაცევტული კომპანია PSP დაზარალებულ ოჯახებს მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს.

„სილქნეტი“ საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს დაზარალებულებს;

„ბაზისბანკი“ რამოდენიმე ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით;

საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე 2 ოჯახს სახლის შეძენას დაპირდა;

„სპარ ჯორჯია“ დაზარალებულ ოჯახებს დიდი მოცულობის საკვები პროდუქციითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარება. ასევე აქტიურად ჩაერთვება “ფუდმარტი” და “იოლი გასტრონომია”

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს.

ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება – დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ;

კომპანა „ალტა“ და „ოქეი“ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოყოფენ პირველად საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ფფეისბუქ გვერზე:https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts

CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება. გთხოვთ მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like