კმაყოფილების 5 გაკვეთილი მილიარედერების, უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერისაგან
988 Views

კმაყოფილების 5 გაკვეთილი მილიარედერების, უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერისაგან

1. «მოძებნე ის, რაც გააქტიურებს».
ასე უპასუხა უორენ ბაფეტმა შეკითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა ის საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, 50 წლის წინ. მას რა თქმა უნდა მხედველობაში ჰქონდა ცხოვრების სტილი და არა სექსი. ჩვენ ყველას მოგვისმენია გამონათქვამი – «აკეთე ის, რაც გიყვარს», ამ შემთხვევაში კი ეს იყო სიტყვები, რომლებსაც მხოლოდ უორენი თუ ეტყოდა საკუთარ თავს. თუ გააკეთებ იმას, რაც გააქტიუირებს, კმაყოფილების მიღწევასთან უფრო ახლოს აღმოჩნდები.

2. ნუ იდარდებ იმის გამო, რითაც სხვები არიან დაკავებული.
ჩარლი საოცარი გონების ადამიანია. უორენსა და ჩარლის ნამდვილად არ სჭირდებათ იმაზე დარდი, რით არიან დაკავებული სხვები (ინვესტიციის სამყაროში). ბევრი ადამიანი ედრება სხვას, ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და ამ პროცესში კარგავენ საკუთარ, ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებს – ეს დიდი უპირატესობა გაიხსენა ბერკრიშ ჰეთევეიმ. გაითვალისწინეთ ეს და სხვებთან საკუთარი თავის შედარების ნაცვლად გამოყავით ძირითადი პრინციპები, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და დაემშვიდობეთ სხვებზე მუდმივი დაკვირვების ან ვინმესთან საკუთარი თავის შედარების ჩვევას.

3. იცოდე რაში ხარ ძლიერი.
ამ ორმა ადამიანმა კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. მაგალითად, ისინი თითქმის არასოდეს აბანდებენ კაპიტალს ტექნიკური პროფილის კომპანიებში, რადგან ამ სფეროში კარგად ვერ გამოიმუშავებენ ფულს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი სუსტი შესაძლებლობები განავითარონ, ისინი იმ მხარეებს იყენებენ და ავითარებენ, და კონცენტრაციას აკეთებენ იმაზე, რაშიც იციან, რომ ძლიერები არიან. არ არის საჭირო ყველაფერი აკეთოთ, ნაკლებ საქმეზე კონცენტრირდით და იყავით ბედნიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია კმაყოფილების მისაღწევად.

4. ცოტა და უკეთესი.
უორენი და ჩარლის პრაქტიკაში არის საინვესტიციო ფილოსოფია «ცოტა — უკეთესია». ისინი ჩვეულებრივი უოლ-სტრიტის ინვესტორებივით აქტიურები არ არიან, სამაგიეროდ ისინი ფოკუსირებული არიან მცირეოდენ, მაგრამ რეალურად საიმედო ინვესტიციებზე. უორენს ეჭვი აქვს, რომ ინვესტორები თვლიან, თითქოს მათ 20 ნახვრეტიანი პერფობარათი აქვთ… თუ ცხოვრების მანძილზე 20 მნიშვნელოვან ინვესტიციას გააკეთებ, ეს ნახვრეტები ამოივსება. თუ შენ ასე მოიქცევი, ეს იმას ნიშნავს, რომ განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება. მილიარდერების ფილოსოფიის წამყავნი პრინციპია «ძალა მცირედშია». არ არის საჭირო ყველაფერი გქონდეს რაც კი არსებობს. პირიქით, უფრო მეტად გარკვეული და ბედნიერი ხარ მცირედით.

5. იცოდე რა გსიამოვნებს და დაივიწყე სხვა დანარჩენი.
უორენ ბაფეტი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, აქვს მოკრძალებული, მაგრამ კარგი სახლი და საოცრად მოკრძალებული კადილაკის მარკის მანქანა, რომელსაც თავად მართავს. სადილობს თავის საყვრელ, ერთ-ერთ ჩვეულებრივ რესტორანში. მას ნებისმიერი კაპრიზის აკმაყოფილება შეუძლია, მაგრამ ასე არ იქცევა, რადგან გაცნობიერებული აქვს ცხოვრებისეული უბრალო საკითხები. მას შეუძლია ჰქონდეს გაცილებით მეტი, ვიდრე აქვს, მაგრამ აცნობიერებს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. იქცევა თუ არა ბევრი ადამიანი ასე ჩვენს გარშემო? უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება იმით, რაც გიყვართ და ნუ დაიწყებთ ფიქრს თუ რით შეიძლებოდა კიდევ მიგეღოთ სიამოვნება ან იმაზე, თუ რით იღებენ სიამოვნებას სხვები.

შეიძლება ვინმემ თქვას: «რა თქმა უნდა, ადვილია დაკმაყოფილებული იყო, როცა მდიდარი და წარმატებული ხარ». თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. უორენი და ჩარლი წარმატებულები იმიტომ არიან, რომ ეს გაკვეთილები იციან.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like