კიანუ რივზი: «ვერ გავხდები ასეთი სამყაროს ნაწილი!»

კიანუ რივზი: «ვერ გავხდები ასეთი სამყაროს ნაწილი!»

,,არ შემიძლია იმ სამყაროს მიღება, რომელშიც მამაკაცი ცოლს ისე აცმევს, რომ ყველასათვის დასანახი ხდება ის, რაც დაფარული, ინტიმური უნდა იყოს. სადაც ღირსება და თავმოყვარეობა – უცნაური სიტყვებია დაკარგული აზრით, ვიღაცის დაპირებების იმედი კი საერთოდ არ გაქვს.

სამყაროსი, სადაც ქალი უარს ამბობს შვილებზე, მამაკაცი კი ოჯახურ უღელზე. სადაც მცირეწლოვანები ითვლებიან წარმატებულ ადამიანებად, როცა მამის ავტომანქანის საჭეს მიუსხდებიან, ხოლო ის, ვინც ოდნავი ძალაუფლება მიიღო სერიოზულ სახეს იღებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვები არიან საცოდავები და საზიზღრები.

სამყაროსი, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ღმერთის სწამთ და ამ დროს ხელში არყიანი ჭიქა უჭირავთ და არ გააჩნიათ არათუ მცირედი ცოდნა მაინც, არამედ საკუთარი რელიგიის გაგებაც კი. სადაც ეჭვიანობა სირცხვილია, ხოლო მოკრძალება – საშინელი ნაკლია. სამყაროსი, სადაც ადამიანებმა არ იციან სიყვარული, მაგრამ ეძებენ საუკეთესო პარტნიორს.

სამყაროსი, რომელშიც ყველა ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ, რათა შენიღბონ საკუთარი უსუსურობა, სადაც ახალგაზრდები ფულს ხარჯავენ პოპულარულ თავყრილობებზე, ცეკვავენ პრიმიტიულ მუსიკაზე, ხოლო გოგოებს ასეთები უყვარდებათ.

სამყაროსი, სადაც არ არის სხვაობა მამაკაცსა და ქალს შორის, ხოლო საზღვრების არარსებობა აიხსნება პირადი არჩევანის თავისუფლებით, ხოლო ვინც სხვა გზას ირჩევს «კონსერვატორებს» და «დესპოტებს» ეძახიან.

მე არ შემიძლია, მე არ გამომდის ასეთ სამყაროს ნაწილად ყოფნა. მე ჩემი გზა ავირჩიე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მივიღე მხარდაჭერა და გაგება მათგან, ვისგანაც ამას მოველოდი.”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

10 ქმედება, რომლებიც ყველამ უნდა შეასრულოს

1. დაიწყეთ დროის გატარება სწორ ადამიანებთან ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც თქვენ ყოფნა გაინტერესებთ, ვისაც უყვარხართ და გაფასებენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თქვენ შთაგაგონებთ ახალი მიზნების მისაღწევად, გმუხტავთ ენერგიით

ცხოვრებისეული

ფრაზები 4 ყველაზე ღირებულ თემებზე: ადამიანობა, მეგობრობა, სიყვარული, ცხოვრება

სტატია მათთვის, ვინც ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას ან დაბნეულია, ან გადაწყვეტილება აქვს მისაღები და სწორი ბიძგი სჭირდება… ცხოვრების შესახებ: * საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში

ფილოსოფია

ებრაელი ექიმი და ამერიკელი იურისტი

ებრაელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის საავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. დასვენების წინ, მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: «იმკურნალეთ $20-ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით».