კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი თანაგუნდელები და მეგობრები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დამაარსებელი კახა ბენდურიძე ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კახა ბენდუქიძე 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო, ამავე წლის ბოლოს კი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში. 2008-2009 წლებში ის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე იკავებდა.

ბენდუქიძის მიერ დაფუნებულმა ცოდნის ფონდმა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩადო. ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მისი დაფუძნებული იყო “ნიუტონის თავისუფალი სკოლაც”.

2014 წლის სექტემბრიდან უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება დაიწყო. რეფორმების ეროვნული საბჭო რეფორმების კოორდინაციისთვის შეიქმნა და მას უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საკვანძო მინისტრები.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მოწვეული იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი რეფორმატორები – ვალდას დომბროვსკისი (ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2009-2013 წელი), ლეშეკ ბალცეროვიჩი (პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი 1989-1991 წლებში, ეროვნული ბანკის თავმჯომარე 2001-2007 წლებში), ივან მიკლოში (სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი 2004-2006 წლებში) და კახა ბენდუქიძე.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მთავარი ამოცანა 2020 წლამდე უკრაინის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იყო.

მარიამ გეგეჭკორი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

20 სასარგებლო უნარჩვევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჩვენ გასაოცრად კომფორტაბელურ და მსუყე დროში ვცხოვრობთ. ონკანიდან მოდის ცხელი და ცივი წყალი, მაღაზიაში თაროები სავსეა პროდუქტებით, კომპიუტერი კი გვაძლევს სწრაფ და სწორ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. ნამდვილად ვერ იტყვი, რომ

სტატია, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

1. აკეთეთ ის, რაც გიყვართ გაიგეთ თუ რა მოგწონთ რეალურად, ეს ყველაზე მთავარია და ამავდროულად ყველაზე რთული. ოქროს წესი გვეუბნება – აკეთე ის, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს და მაშინ ბევრად

Nissan Leaf-ის მფლობელების გამაოგნებელი გამოკითხვა

ცოტა ხნის წინ, Nissan-ის ევროპულმა განყოფილებამ გამოაქვეყნა ელექტრომობილ Nissan Leaf-ის მფლობელებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობდა 6 500 ავტომფლობელი ბრიტანეთიდან. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ: 1. ავტომანქანის მფლობელთა 93%-თვის Nissan Leaf-ი არის ძირითადი საოჯახო

საინტერესო ფაქტები და ციფრები Forbes 2014-ის სიიდან

1. დღეისათვის მთელს მსოფლიოში 1645 მილიარდერი ცხოვრობს. 2. მათი ფინანსური კაპიტალი უტოლდება 6,4 ტრილიონ დოლარს. შედარებისთვის, ერთი წლის წინ ტრილიონით ნაკლები იყო. როდის მოასწრეს ამდენი? 3. 1645 ადამიანიდან 268 –

ის უკვე 87 წლისაა, მაგრამ მოდელად მუშაობას აგრძელებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება!

რთული დასაჯერებელია, რომ არსებობს მოდელი, რომელიც 87 წლის ასაკში ფორას უდებს ბევრ ახალგაზრდა ქალს. მაგრამ ეს ასეა. ამ შესანიშნავი ქალბატონის სახელია დაფნა სელფი. ის დაიბადა 1928 წლის 1 ივლისს. მოდელი

„ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის“ მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში

21–ე საუკუნეში ბუნებისა და საზოგადოებრივ საკითხებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, რომლის ირგვლივაც ხშირად იმართება დისკუსია და ხშირ შემთხვევაში ეს დისკუსიები საკმაოდ მწვავეა. აქედან გამომდინარე, თუ ბიზნესს აქვს პრეტენცია წარმატებასა და