კავშირი საკვებსა და ადამიანის ორგანოებს შორის

კავშირი საკვებსა და ადამიანის ორგანოებს შორის

ყველამ ვიცით გამოთქმა – ,,შენ ხარ ის, რასაც ჭამ“. შესაძლებელია ამ გამოთქმას სხვა ფარული აზრიც ჰქონდეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანოების მსგავსი საკვები პროდუქტები, რომლებიც ზუსტად ამ ორგანოებისთვის არიან სასარგებლონი. მაგალითად, ნიგოზი ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინს. დამთხვევაა? ვნახოთ.

სტაფილო – თვალები

დაჭერით სტაფილო მრგვალ პატარა ნაჭრებად და დაინახავთ, როგორ გავს ეს ბოსტნეული თვალს, პატარა ხაზებითაც კი, რომელიც თვალის გარსის იმიტაციას აკეთებს. დიდი ხანია ცნობილია, რომ დიდი რაოდენობით სტაფილოს მოხმარებით ჩვენს თვალებს კეთილ საქმეს ვუკეთებთ. ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და ანტიოქსიდანტს, რომელიც ამცირებს მხედველობის დაკარგვის რისკს ასაკში.

ნიგოზი – ტვინი

ნიგვზის ნაკეცები და ნაოჭები ხდის მის ფორმას ადამიანის ტვინის ფორმაზე საოცრად მსგავსს, მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებით. და საიდუმლო ნამდვილად არავისთვისაა, რომ ნიგოზი ანვითარებს ნეიროტრანსმიტერს და ძალიან უწყობს ხელს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას.

ნიახური – ძვლები

გრძელი და თხელი ნიახურის ღეროები ძალიან გავს ძვლებს – და ძალიანაც სასარგებლოა მათთვის. ის შეიცავს 23% ნატრიუმს, რაც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას.

ავოკადო – საშვილოსნო

ავოკადო ფორმით ძალიან გავს ქალის საშვილოსნოს ფორმას და ძალიან სასარგებლოა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. გამოკვლევებით ცნობილია, რომ ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რაც ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს და მეტად სასარგებლოა ამ ორგანოს ჰორმონალური წონასწორობის შესანარჩუნებლად.

გრეიფრუტი – მკერდი

ქალის სარძევე ჯირყვლისა და გრეიფრუტის ან ლიმონის მსგავსება არ შეიძლება იყოს შემთხვევითი. გრეიფრუტი შეიცავს ,,ლიმონოიდებს“ – ეს ნივთიერებაა, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას მკერდში და უზრუნველყოფს მკერდის ლიმფური ქსოვილების ჯანმრთელად შენარჩუნებას.

პომიდორი – გული

გაჭერით პომიდორი შუაზე, ისე როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები და დაინახავთ ძალიან დიდ მსგავსებას გულთან. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ლიკოპინის შემცველობის გამო ტომატი ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. ამასთან, თუ თქვენ მიაყოლებთ ამ ბოსტნეულს ცხიმებს – ზეითუნის ზეთს ან ავოკადოს, ლიკოპოტინის ეფექტურობა გაიზრდება თითქმის 10-ჯერ.

წითელი ღვინო – სისხლი

>სისხლის მსგავსი წითელი ღვინო მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მცირე რაოდენობით წითელი ღვინოს მიღება გიცავთ ქოლესტერინისგან, რომელიც შეიძლება გახდეს გულსისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი. ამას გარდა ღვინო ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას.

ჯინჯერი – კუჭი

ჯინჯერი ფორმით ძალიან გავს კუჭს და როგორც ცნობილია ის კლავს ბაქტერიებს.

კარტოფილი და პანკრეასი

ტკბილი კარტოფილი გავს პანკრეასს, და ხელს უწყობს მის ჯანმრთელად ფუნქციონირებას. არეგულირებს დიაბეტიანებისთვის გლიკემიურ ინდექსს.

წყარო

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ