როგორ გავხდეთ უკეთესი კაიძენის სტრატეგიის დახმარებით

როგორ გავხდეთ უკეთესი კაიძენის სტრატეგიის დახმარებით

ხშირად ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაიმე ხერხი ან საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება სწრაფად შევიცვალოთ. თუმცა ცხოვრებაში ასე არ ხდება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა არა ერთი გიგნატური ნაბიჯი, არამედ ქმედებების თანმიმდევრულობა ხანგრძლივი დროის მანძილზე.

შეწყვიტეთ რადიკალურად შეცვლის მცდელობა
იმისათვის, რომ უკეთესი გახდეთ, საჭიროა შეუპოვრად შრომა და ამას თავს ვერ აარიდებთ. ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს გავლილი აქვს ასეთი რთული, მაგრამ დროის მიერ გამოცდილი გზა. მნიშნელოვანი შედეგების მიღწევა შეუძლებელია თითის ერთი გატკაცუნებით.
ამიტომ, უმჯობესია შეწყვიტოთ თვითგანვითარების თემაზე სტატიების კითხვა მათში საუკეთესო რჩევის პოვნის და მისი დახმარებით ერთ დღეში ყველაფრის შეცვლის იმედით. ამის ნაცვლად მობილიზდით თავად საქმეზე, შეასრულეთ ის და ცვლილებებიც არ დააყოვნებს.

დიდი მიზნები არ შთააგონებენ
ჩვენი მცდელობა გავხდეთ უკეთსი, ხშირად ფუჭია, რადგან დიდი მიზნები, რომლებმაც უნდა შეცვალონ ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ გვთრგუნავს და არ ახდენს ჩვენს შთაგონებას ახალი გადაწყვეტილებებისთვის. ამის შდეგად ჩვენ ვიწყებთ იმის გამო ნერვიულობას, რასაც იდეაში დახმარება უნდა გაეწია ჩვენთვის.

ჩვენი ეფექტურობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი უწყვეტ კავშირშია ტვინის მუშაობასთან. დიდი და თამამი მიზნები აშინებენ ტვინს. ხოლო როცა ის რაიმე საშიშს ეჯახება, მისი მუშაობა უარესდება. ასე კი საერთოდ არაფერი აღარ გამოდის. თუ ჩვენ საკუთარ თავს მუდმივად დავთრგუნავთ და სტრესში ვამყოფებთ, უბრალოდ ძალა აღარ დაგვრჩება იმისათვის, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაოთ.

სირთულე მდგომარეობს არა იმაში, რომ საკუთარ თავს მიზანი დავუსახოთ, არამედ იმაში, ვართ თუ არა მზად ამ მიზნის მიღწევისთვის საჭირო მსხვერპლი გავიღოთ.
თუ გსურთ, რომ სასურველს ყოველთვის მიაღწიოთ, მიზნების ნაცვლად მოიმართეთ იმ ქმედებებზე და საკითხებზე, რომლებიც ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ.

ჩვენ თავად ვქმნით არასასურველ სტრესს, საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ, მოვასწროთ საქმეების კეთება ან დავწეროთ ბესტსელერი. რომ დიდ მიზენებზე ნერვიულობის ნაცვლად, სჯობს ყურადღება დავუთმოთ ამ მიზნების მისაღწევად დაწყებულ მოძრაობის პროცესს და მივყვეთ საკუთარ გრაფიკს. ასე არმარტო განვითარდებით, არამედ დატკბებით არსებული მომენტით. ჯეიმს კლირი – პოპულარული ბლოგერი

სრულყოფას არ აქვს საბოლოო ვადა.
სწავლა არ მთავრდება დიპლომის მიღებით. უწყვეტი დამოუკიდებელი სწრაფვა ცოდნისაკენ გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას და დაგეხმარებათ განვითარებაში.

მაშინაც კი, როცა რაიმე წარმატებას მიაღწევთ და გინდათ წარმატებული მდგომარეობა შეინარჩუნოთ, მოგიწევთ ზუსტად იგივეს კეთება, რასაც მანამდე აკეთბდით ამ წარმატების მისაღწევად. რა თქმა უნდა საკუთარ თავზე მუშაობა მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად სჯობს ნელა იმოძრაოთ, ვიდრე საერთოდ არ ეცადოთ რაიმეს შეცვლას.

როგორ მუშაობს კაიძენის სტრატეგია
კაიძენი  — უწყვეტი სრულყოფაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია თავდაპირველად შემუშავებული იყო ბიზნესისთვის, თავისუფლად შეიძლება გამოყენებულ იქნას პიროვნული განვითარებისთვისაც. მისი არსი მდგომარეობს ყოველდღიურ გაუმჯობესებაში. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდია თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მთავარია ის, რომ დღეს აუცილებლად იმაზე ოდნავ მაინც უკეთესი გახდეთ, ვიდრე გუშინ იყავით.

ყოველ დღე შეეცადეთ გახდეთ 1%-ით უკეთსი იმ სფეროში, რომელშიც გინდათ სრულყოფილი იყოთ. თავიდან ცვლილებები შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ ნელ-ნელა დაგროვდება და გაიზრდება. ამას შეიძლება თვეები და წლებიც კი დასჭირდეს, მაგრამ შედეგს აუცილებლად დაინახავთ, თუ მუდმივად იმუშავებთ საკუთარ თავზე.
ასეთი მიდგომა ადამიანებს ცოტა აშინებს და უკეთსობისკენ შეცვლა რთულად შესასრულებელი ჰგონიათ. მართალია ეს ყველაფერი მიმზიდველად არ გამოიყურება, სამაგიეროდ თქვენი შრომის შედეგი იმაზე დიდხანს გაგახარებთ, ვიდრე უკეთსობისკენ სწრაფვაზე დახარჯული დრო იქნება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

არსებობს ფულის შოვნის სამი გზა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. დროის ფულად ქცევა ფულის შოვნის ეს მეთოდი გამოიეყენება ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობის მიერ დედამიწაზე. იურისტები და სანტექნიკოსები, მეეზოვეები და ბანკების კლერკები, ოფისის თანამშრომლები და მაღაზიის გამყიდველები – ყველა ეს ადმაიანები

Print Friendly, PDF & Email

5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

იცით როგორ უნდა გაარკვიოთ თქვენი გზით მიდიხართ თუ არა? ეს ძალიან მარტივია. თუ ყოველ დილით ენერგიით და შემოქმედებითი იდეებით სავსე იღივიძებთ — თქვენ თქვენს გზაზე ხართ. თუ მაღვიძარას ხმას ვერ

Print Friendly, PDF & Email

თვითშთაგონება: ნუ გეშინია!

ყველა აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან

Print Friendly, PDF & Email

გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად

Print Friendly, PDF & Email

ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი

1. გამოდით თქვენი კომპფორტის ზონიდან და თავი შორს დაიჭირეთ მისგან როცა ჩვენ ვიმყოფებით საკუთარი კომფორტის ზონაში, არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი. ადამიანები ხშირად ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა». ამაზე პასუხია: «სტაბილურობა მიცვალებულებისთვის

Print Friendly, PDF & Email

amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ მაღაზიის amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ხედვას რომელმაც მოუტანა უზარმაზარი წარმატება. ის ამჟამად ჟურნალ forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ათეულშია. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნათლად ჩანს,

Print Friendly, PDF & Email