კაფე „პიატო„ შთაგონების ადგილი წიგნის მოყვარულთათვის

კაფე „პიატო„ შთაგონების ადგილი წიგნის მოყვარულთათვის

ზამთარი ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებული განწყობა გვეუფლება. ზამთრის პეიზაჟები, საახალწლო სამზადისი სადღესასწაულო განწყობას ამაღლებს და გვიჩნდება სურვილი ისეთ ადგილას აღმოვჩნდეთ სადაც დაგვხვდება ზღაპრული გარემო. ადგილი, სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ და ავივსებით ლამაზი ემოციბით.

შეიძლება იმყოფებოდე ქალაქის პატარა საყვარელ კაფეში,უყურებდე თოვლიან ქუჩას,ქუჩაში საახალწლო განათებებს და დეკორაციებს, მიირთმევდე ფინჯან ჩაის და თავს გრძნობდე ძალიან კარგად.ასეთ სიმყუდროვეში შეიძლება დაისახო ახალი მიზნები,რადგან, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ჩვენ ვაანაზილებთ რა გვჭირდება ყველაზე მეტად და ვაცნობიერებთ კიდეც რომ აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებებისკენ.სწორედ ასეთ განსაკუთრებული ადგილია წიგნის კაფე „პიატო“.

კაფეში განსაკუთრებით იგრძნობა საახალწლო განწყობა. წიგნები, ნაძვის ხის სათამაშოები,თვალისმომჭრელი საჩუქრები, ნაძვის ხე და საახალწლო მუსიკა ბედნიერებით ავსებს სტუმრებს. ინტერიერიც გემოვნებით არის შერჩეული.თითოეულ მაგიდას სანათები და ბეთლემის საშობაო ყვავილი ამშვენებს. ირგვლივ აუცილებლად შენიშნავთ უამრავ ხელნაკეთ ნივთს,ნახატებს და თაროებს,რომლებიც ღვინის ბოთლებით არის სავსე.

კაფე “ბიბლუსის გალერეების” ნაწილია, შესაბამისად აქ უამრავი საინტერესო წიგნი დახვდებათ და თქვენ შეგიძლიათ თბილ და იდეალურ გარემოში წაიკითხოთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა.გააკეთოთ ჩანაწერი,შეავსოთ დღიური ან უბრალოდ გქონდეთ საქმიანი ლანჩი თქვენს პარტნიორთან.

კაფეში შეხვდებით თამანედროვე მწერლებს და პოეტებს. ადამიანებს,რომლებიც ეძებენ მშვიდ გარემოს, რათა მოწყდნენ ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ გაატარონ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

იტალიური კერძები,ყავის ფართო არჩევანი,უგემრიელესი დესერტები, მომხმარებლის გაოცებას იწვევს. აქ შეხვდებით მშობლებს შვილებთან ერთად,რომლებიც საბავშვო წიგნების გარემოცვაში თავს მშვენივრად გრძნობენ. თუ ეძებთ ჯადოსნურ ადგილს შთაგონებისთვის ეწვიეთ წიგნის კაფე პიატოს და დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 51 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ