ჯონათან ლონგი: 15 მიზეზი იმისათვის, რომ გახდეთ მეწარმე

ჯონათან ლონგი: 15 მიზეზი იმისათვის, რომ გახდეთ მეწარმე

ყველა მეწარმეს ბიზნესის დაწყების თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ უმეტესობა მათგანი ერთ რამეზე თანხმდება: იყო მეწარმე – ეს ძალიან მაგარია! მარკეტინგული სააგენტო Market Domination Media-ს დამფუძნებელი ჯონათან ლონგი წარმოგვიდგენს 15 მიზეზს, რომელთა გამოც ის ბიზნესის წამოწყებას კარგ საქმიანობად თვლის.

  1. თქვენ აკონტროლებთ საკუთარ ცხოვრებას. თქვენ მართავთ, იღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წარმატებამდე ან გაკოტრებამდე მიგიყვანთ. არავინ არ გეტყვით რა უნდა აკეთოთ.
  2.  მეწარმეები ინოვატორები არიან. იფიქრეთ ტექნოლოგიებსა და იდეებზე, რომლებიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე გაჩნდა. ჯერ იყო მხოლოდ იდეა, შემდეგ გამოჩნდა შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც ის განახორციელა ცხოვრებაში – ეს იყო მეწარმე.
  3. თქვენ ხდებით ოჯახის ნაწილი. საქმიანი კულტურა — ეს არის დიდი ოჯახი. თუ თქვენ რჩევა დაგჭირდებათ, ის საუკეთესო ადგილია, სწორი რჩევის მისაღებად. 
  4. თქვენ აკონტროლებთ პატივისცემას საკუთარი ბრენდის მიმართ. ადამიანების გუნდი, რომლებიც თქვენს გარშემო არიან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს წარმატებაში. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თანამოაზრეები, რომლებიც გაიზიარებენ საქმისადმი მიდგომის თქვენს ჟინს.
  5. არავითარი დრეს-კოდი. თქვენ შეგიძლიათ მუდმივად ატაროთ კეპი თქვენი კომპანიის ლოგოტიპით. არავინ არაფერს გეტყვით ამის გამო. თქვენ ხართ ხელმძღვანელი და ჩაიცვამთ ისე, როგორც გაგიხარდებათ.
  6. თქვენ გაქვთ ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა. თუ თქვენ გაქვთ პროდუქტის ან მომსახურების შესახებ იდეა, რომელიც შესაძლოა დადებითად აისახოს ადამიანების ცხოვრებაზე – იმოქმედეთ, რადგან ვერავინ შეგიშლით ხელს.
  7. თქვენ სრულად აკონტროლებთ საკუთარ სამუშაო ადგილს. უკეთესად მუშაობთ კრეატიულ ატმოსფეროში? იქნებ გირჩევნიათ ოფისი, რომლის კედლებიც მარკერული საღებავით იქნება დაფარული იმისათვის, რომ კარგად წეროთ ზედ? ან შეიძლება ნამდვილი ექსპრეს-კაფე გჭირდებათ კაბინეტში იმისათვის, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ კოფეინის დახმარებით? მოაწყვეთ სამუშაო ადგილი ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ!
  8. თქვენ ისე იმუხტებით და მხნედ ხართ, რომ მსგავს სტიმულს ვერსად ვერ მიიღებთ. არაფერს არ მოაქვს ისეთი ადრენალინი, როგორიც მიზნის მიღწევას და იმის გაცნობიერებას, რომ თქვენ ამის გამო ბევრი იშრომეთ.
  9. თქვენ მაგალითი ხართ სხვებისთვის. თქვენ მოგბაძავენ. თქვენ შეგიძლიათ მაგალითი იყოთ ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის ან საზოგადოების წევრებისთვის. თქვენი წარმატება გახდება სხვებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყარო.
  10. თქვენ არასოდეს არ მოიწყენთ. არასოდეს უსაქმურად არ იქნებით. პირიქით, შესასრულებელი საქმეების სია სულ უფრო გრძელი იქნება. ყოველდღიურად ახალი ამოცანები გამოჩნდება და მათთან ერთად ახალი შესაძლებლობები, ამიტომ, თქვენ მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში იქნებით.
  11. თქვენ გექნებათ მოგზაურობის შესაძლებლობა. ბიზნესის წარმოებისას კიდევ უფრო მეტად შეგიძლიათ მოგზაურობა თანამედროვე ტექნოლოგიების, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობისა და ინტერნეტის დახმარებით. ბიზნესის კეთება მოგზაურობასთან ერთად, აბსოლუტურად რეალურია.
  12. საკუთარი თავის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას მიიღებთ სიამოვნებას. ძალიან სასიამოვნოა როცა ამბობ ფრაზას «ეს ჩემი კომპანიაა» და ამაყობ ამით. ბიზნესი დაუღალავ შრომას მოითხოვს, ამიტომ ამ სიტყვებს ადამიანი სიამოვნებით გამოთქვამს.
  13. ნურავის დააბრალებთ წარუმატებლობას. იმ შემთხვევაში, თუ რაღაც არ გამოვიდა, თქვენ, როგორც მეწარმეს არ შეგიძლიათ თითის სხვისკენ გაშვერა და იმის თქმა, რომ ყველაფერში დამნაშავე სხვა არის. იმის ცონდა, რომ ყოველი თქვენი გადაწყვეტილება და ქმედება გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე – საუკეთესო მოტივაციაა.
  14. თქვენ არ იგრძნობთ თავს არასრულფასოვან ადამიანად. თუ გაქვთ ბიზნესის გაუმჯობესების იდეები, თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ ეგრევე, რადგან არ დაგჭირდებათ ლოდინი იმაზე, თუ როდის გამონახავს დროს თქვენს მოსასმენად და შემდეგ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა.
  15. შექმენით არაფრისგან რამე. ყველა ბიზნესი იწყება იდეით. თქვენ შეგიძლიათ ის შექმნათ ნულიდან.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ