ჯიმ რონის 30 დასამახსოვრებელი ციტატა

ჯიმ რონის 30 დასამახსოვრებელი ციტატა

ჯიმ რონი – ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, ფილოსოფოსი და სამოტივაციო სპიკერი. რომლის დახმარებით და ბრძნული რჩევებით მილიონობით ადამიანმა მიაღწია წარმატებას და შეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.

მაშ ასე, გიზიარებთ მის ყველაზე ეფექტურ და დასამახსოვრებელ ციტატებს:

1.”თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ ხუთი ადამიანისა, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.”

2.’’წარმატებულ ადამიანებს დიდი ბიბლიოთეკა აქვთ, საშუალოებს დიდი ტელევიზორი.’’

3.’’განსხვავება, დღევანდელ და 5 წლის შემდეგ ცხოვრებას შორის, დამოკიდებული იქნება წიგნებზე, რომლებსაც ამ პერიოდში წაიკითხავთ.’’

4.’’თუ არ გარისკავთ არაჩვეულებრივის მისაღებად, მიიღებთ ჩვეულებრივზე ნაკლებს.’’

5.’’ბედნიერება შემთხვევითობა არაა, ის არჩევანია.’’

6.’’დრო მეტად ღირებულია, ვიდრე ფული. მეტი ფულის გამომუშავებას ყოველთვის შესძლებთ, დამატებით დროს კი ვერასოდეს მიიღებთ.’’

7.’’ ფორმალური განათლება თავის რჩენის საშუალებას მოგცემთ, თვითგანათლება კი წარმატებამდე მიგიყვანთ.’’

8.’’ ჩვენ ყველანი ორი რამით უნდა ვიტანჯებოდეთ: დისციპლინის სიმძიმით ან სინანულით, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.’’

9.’’ან თქვენ გაუსწრებთ დროს, ან დრო გაგისწრებთ თქვენ.’’

10.’’რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ნაკლების თქმა გჭირდება.’’

11.’’იზრუნეთ თქვენს სხეულზე, რადგან ეს ერთადერთი ადგილია სადაც ცხოვრება გიწევთ.’’

12.’’თქვენი ცხოვრება არ გაუმჯობესდება შემთხვევით, ის მხოლოდ ცვლილებებით გახდება უკეთესი.’’

13.’’დატოვეთ სადილი თუ აღარ გინდათ, მაგრამ ნუ მიატოვებთ დაწყებულ წიგნს.’’

14.’’წიგნი, რომელსაც არ წაიკითხავთ, ვერ დაგეხმარებათ.’’

15.’’საკუთარ თავზე მეტი იმუშავეთ, ვიდრე სამსახურში საქმეზე მუშაობთ.’’

16.’’წარმატება არ არის მხოლოდ მიზნისკენ სწრაფვა. თქვენ უნდა გიზიდავდეთ ის ადამიანი, რომელიც გსურს რომ გახდეთ.’’

17.’’ერთ ღამეში ვერ შეძლებთ შეიცვალოთ დანიშნულების ადგილი, თუმცა შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება.’’

18.’’თითოეული დისციპლინირებული ძალისხმევისთვის არსებობს მრავალი სასიამოვნო ჯილდო.’’

19.’’წარმატებაა აკეთო ჩვეულებრივი საქმეები არაჩვეულებრივად.’’

20.’’მიეცი სხვებს უფლება იყვნენ ისეთები როგორებიც არიან და იცხოვრონ საშუალო ცხოვრებით, მაგრამ ნუ მისცემ საკუთარ თავს ამის უფლებას. დაე სხვებმა იმსჯელონ პატარა საქმეებზე, მაგრამ შენ ნუ გააკეთებ ამას. ნება მიეცი სხვებმა იტირონ ყოველ პატარა პრობლემაზე, მაგრამ შენ ნუ მისცემ საკუთარ თავს ამის უფლებას. მიეცი უფლება ადამიანებს თავიანთი მომავალი სხვის ხელში დატოვონ, მაგრამ შენ ნუ დაუშვებ ამას.’’

21.’’იდეას შეუძლია ცხოვრების შეცვლა. ზოგჯერ ერთადერთი რამ, რაც კარების გასაღებად გჭირდება, მხოლოდ ერთი კარგი იდეაა.’’

22.’’ბედნიერება არ არის მომავლისთვის რაღაცის გადადება, ეს არის ის რასაც ამჟამად ქმნით თქვენ.’’

23.’’შეკითხვის დასმა პასუხის მიღების საუკეთესო საშულებაა. თუმცა დარწმუნდით რომ ოკეანეში ჩაის კოვზით არ მიდიხათ.’’

24.’’ერთადერთი რისი შეცვლაც პირველ რიგში შეგიძლიათ, ეს თქვენ თავად ხართ.’’

25.’’ გადაუდებლობის გრძნობის გარეშე, სურვილი კარგავს თავის ღირებულებას.’’

26.’’არ შეუერთდე საშუალო დონის ადამიანთა გუნდს. თქვენ იქ ვერ გაიზრდებით. წადით იქ, სადაც მოთხოვნები და მოლოდინები ძალიან მაღალია.’’

27.’’ ნუ ინატრებთ რომ უფრო ადვილი იყოს, ისურვეთ თქვენ იყოთ უკეთესი. ნუ ინატრებთ ნაკლებ პრობლემებს, ისურვეთ მეტი ჭკუა და უნარები. ნუ ინატრებთ ნაკლებ გამოწვევას, ისურვეთ თქვენ იყოთ ბრძენი.’’

28.’’ ლიდერის გამოწვევაა იყოს ძლიერი და არა უხეში. იყოს კეთილი, მაგრამ არა სუსტი. იყოს დაფიქრებული, მაგრამ არა ზარმაცი. იყოს გაბედული, მაგრამ არა საშიში. იყოს თავმდაბალი, მაგრამ არა მოკრძალებული. იყოს ამაყი, მაგრამ არა ქედმაღალი. ჰქონდეს იუმორი, მაგრამ არა სულელური.

29.’’ დისციპლინა ხიდია მიზანსა და მის მიღწევას შორის.’’

30.’’დრო ყველაზე ძვირფასი რამაა. ყოველ დღე ერთი დღით ნაკლები გრჩებათ, ასე რომ დარწმუნდით რომ მას ჭკვიანურად იყენებთ.’’

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ