ჯიმ ქერის შთამაგონებელი გზავნილი კაცობრიობას
2442 Views

ჯიმ ქერის შთამაგონებელი გზავნილი კაცობრიობას

ჩვენ ჯიმ ქერის ვიცნობთ, როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომედიური ჟანრის მსახიობს და მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები ყოველთვის ამაღლებს განწყობას. ჯიმ ქერის ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ძალიან ბრძენი ადამიანიც არის.

“ჩემი გული მხოლოდ ჩემს საზღვრებში არ არის, ჩემი სხეული არის ჩემს უსაზღვრო სულში. მე ყოველთვის ვამბობ – ყველაზე მეტად მინდა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ისინი ვერ იპოვიან სულიერ სიმშვიდეს ოცნებებში, სიმდიდრესა და დიდებაში. მე გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ გავლენა, რომელსაც ჩვენ სხვებზე ვახდენთ – ყველაზე ფასეული ვალუტაა. ცხოვრებაში ყველაფერი ქრება და იმსხვრევა, რჩება მხოლოდ ის, რაც ჩვენს გულებში იყო.

რისი გაკეთება შეგიძლიათ სამყაროსთვის? რისი გაკეთება შეუძლია მას, რომ თქვენი ნიჭი გაიხსნას? – ეს არის მთავარი, რისი გაგებაც თქვენთვის აუცილებელია… თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ თამაშს და გამოხვიდეთ ომის წინააღმდეგ, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად, თქვენ გჭირდებათ ჯავშნის მოხსნა.

მამაჩემს შეეძლო შესანიშნავი კომიკოსი გამხდარიყო, მაგრამ მას არასოდეს სწამდა საკუთარი თავის და აირჩია ბუღალტრის პროფესია. როცა მე 12 წლის ვიყავი, მამაჩემი სამსახურიდან დაითხოვეს და ჩემ ოჯახს ყველაფრის გაკეთება დასჭირდა თავი რომ გვერჩინა. მამისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი გაკვეთილი არის შემდეგი – დაკავდით საყვარელი საქმით, თქვენ შეიძლება მარცხი განიცადოთ, თუმცა შეეცადეთ გარისკოთ და სასურველი საქმე აირჩიოთ.

ბევრ ჩვენგანს უნდა, რომ სამყაროზე პოზიტიური გავლენა იქონიოს, თუმცა სრულიად არ ესმის სად და როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ჩვენ მთელ ჩვენ ცხოვრებას ვუთმობთ ჯერ სკოლას, შემდეგ მუშაობას. მოგვიანებით ბევრი ჩვენგანი აცნობიერებს, რომ სრულიად დაივიწყა საკუთარი გული და ის, თუ რა ანიჭებს ბედნიერების განცდას. ამის პარალელურად მუდმივად გვიჩიჩინებენ რა უნდა ვქნათ, ვინ უნდა გამოვიდეთ, რა არის «კარგი». ყველაფერ ამას მივყავართ იქამდე, რომ ბევრი ჩვენგანი მუდმივად შიშობს იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები. ყოველდღიური რუტინის გამო ჩვენ სრულიად გვავიწყდება მოვუფრთხილდეთ საკუთარ გულს, ინტერესებს და საბოლოოდ, ბევრი ჩვენგანი თავს დათრგუნულად გრძნობს და ვარდება დეპრესიაში. თავს უსუსურად ვგრძნობთ, რადგან არავის უსწავლებია მივყოლოდით საკუთარ სურვილებს და გაგვერისკა, ჩვენ უბრალოდ გვასწავლეს, რომ სამყაროს წესების მიხედვით უნდ ვითამაშოთ.

ნურაფრის შეგეშინდებათ. შიში თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მხოლოდ თქვენ წყვეტთ რამდენად ძლიერი გავლენა ექნება მას თქვენზე. თქვენ შეიძლება მთელი ცხოვრება იმაზე ნერვიულობაში გაატაროთ, რა შეიძლებოდა გადაგხდენოდათ თავს და იდარდოთ საკუთარ მომავალზე. მაგრამ მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ის, რაც დღეს და მოცემულ ადგილას ხდება, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც აწმყოში ვიღებთ. ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს შაბლონური ჩარჩოებიდან გასვლადა გარისკვა. ნუ იფიქრებთ საბოლოო შედეგზე, მიყევით საკუთარ გულისთქმას და ისიამოვნეთ მოგზაურობით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ერთი ნაბიჯის გადადგმა საკუთარი ოცნებისკენ, მნიშვნელობა არ აქვს დიდია იქნება ეს ნაბიჯი თუ პატარა.”

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like