ჯეტ ლის ცხოვრების 5 წესი

ჯეტ ლის ცხოვრების 5 წესი

ცნობილი კინომსახიობი და კუნგ-ფუს თანამედროვე ოსტატი ჯეტ ლი საკუთარი ცხოვრების ფოლოსოფიას გვიზიარებს.

1. შეგუება — შენი მთავარი დაცვაა
მტრებს თქვენს გარშემო აჩენს თქვენი მიზანი რომ ისინი გამოავლინოთ. მე განსაკუთრებული არ ვარ, უბრალოდ უამრავი დრო დავხარჯე საბრძოლო ხელოვნებაზე. ახლა მე ვაჩვენებ ყველას რა შემიძლია. სამყაროში ბევრი ადამიანია, რომლებსაც იგივეს გაკეთება შეუძლიათ.

2. ჰარმონია ძალაზე მნიშვნელოვანია
ვწუხვარ როცა ვფიქრობ იმაზე, რომ ადამიანებს ვაჩვენე მხოლოდ ის, რომ საბრძოლო ხელოვნებას ტკივილის მიყენება შეუძლია. მე არ მქონდა შანსი დამემტკიცებინა, რომ ჩხუბი უმთავრესი არ არის. ეს არის ინისა და იანის ჰარმონიის, თეთრსა და შავს შორის ბალანსის შეგრძნება. მხოლოდ ჰარმონიის შეგრძნებით გახდებით დიდი ადამიანი.

3. ბედნიერება ყოველთვის შენთან არის
ბედნიერებისთვის სადმე შორს წასვლა საჭირო არ არის, ის აქ არის, თქვენს ოთახში. ყველა პრობლემა თავმოყრილია თქვენს გულში, ამიტომ საჭიროა საკუთარი თავი შეისწავლოთ. საჭიროა გაიგოთ სინამდვილეში ვინ ხართ. თუ საკუთარ სამყაროს შეიცნობთ, აღარაფრის არ შეგეშინდებათ.

4. სხვისი აზრი შენს შესახებ მხოლოდ ფონური მუსიკაა
სხვისი შეფასებები მიიღე ისე, როგორც მაგნიტოფონში მოსმენილი მუსიკა. „მაგარი ხარ!“- ტრამ-პამ-პამ. „სულელი ხარ!“-ტრამ-პამ-პამ. თუ თქვენ გარშემომყოფთა შეფასებები გაღელვებთ მეტად, ვიდრე საკუთარი აზრი თქვენი პიროვნების შესახებ, მაშინ თქვენ პრობლემები გაქვთ.

5. სიკვდილი გჩუქნით სიცოცხლეს
მე მზად ვარ მოვკვდე. თუ ადამიანს ესმის, რომ შეუძლია მოკვდეს დღეს, ან ხვალ, ის იწყებს ყოველი წამის დაფასებას. ის ზრუნავს საკუთარი ცხოვრების ყოველ მომენტზე, ამიტომ, თუ ხვალ მოკვდება მას არ შერცხვება ბოლოს გაკეთებული საქმეების და ჩადენილი ქცევის.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ