ჟესტების ენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

ჟესტების ენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყენებს ჟესტებს ურთიერთობის დროს. კოლუმბიაში არსებობს სპეციალური ლექსიკონი, რომელიც 2000-მდე ჟესტის მნიშვნელობას აღწერს. ბევრმა ჟესტმა ჩვენამდე დიდი დრო გამოიარა და თითოეულს თავისი ისტორია აქვს.

მაგალითად, ცერა თითი ზევით ან ქვევით შესაბამისად დადებითს და უარყოფითს ნიშნავდა ძველ რომშიც კი. იმპერატორი ამით ნიშანს აძლევდა მოეკლათ თუ არა გლადიატორი ბრძოლის შემდეგ.ბევრი საუკუნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ თუ ადამიანი თავს იფხანს, ის ამით იგნორირებას უკეთებს იქ მდგომ ხალხს. განათლებული ხალხი ამას არასდროს აკეთებდა.

აწეული ხელი – ეს ადამიანის ნიშანია, რომ მას ყურადღება მიაქციონ, რაღაც კითხვაზე უპასუხონ. ერთი ერის რაღაც ჟესტს სხვა ერში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის მისალმებას ხელის ჩამორთმევით გამოვხატავთ, თუმცა ძველ ჩინეთში, მისალმების დროს ხელს თავის თავს ართმევდნენ. ჩვენს დროში კი ამ ჟესტით ორატორი მსმენელებს ესალმება.

ესკიმოსები, მისალმებისას, ერთმანეთს მსუბუქად კრავენ მუშტს შუბლზე და მხრებზე, ლაპლანდიელები კი ცხვირებით ეხებიან. ძველი ეგვიპტელების მისალმება დღევანდელი სამხედროების მისალმებას ჰგავს – ხელი შუბლთან მიქონდათ.

აფრიკელების ზოგ ტომში მისალმებისა და ღრმა პატივისცემის გამომხატველად გოგრის გადაცემა ითვლება. ის მარჯვენა ხელით უჭირავთ, მარცხენათი კი მარჯვენა იდაყვს იჭერენ.

მექსიკელი ან ესპანელი, აღრფთოვანბის გამოხატვისას, სამ თითს შეატყუპებს და კოცნის. ბრაზილიელი კი ამ დროს ხელს ყურის ბიბილოზე მოიკიდებს.

თუ ესპანელი ან იტალიელი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს თვალის ქუთუთოზე მოიკიდებს, ეს ნიშნავს ”ფრთხილად!”;

თუ ტიბეტში მოხვდებით და გამვლელი ადამიანი ენას გამოგიყოფთ, არ გეწყინოთ, ის ამით განიშნებთ, რომ თქვენ წინააღმდეგ არაფერს გეგმავს და შეგიძლიათ წყნარად იყოთ.

არსებობს ჟესტები, რომლებიც მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავეს აღნიშნავს. თუ საუბრის დროს ვინმე ხელებს იქნევს, მოსაუბრეს მხარზე ხელს კრავს ან მის ღილებს აქეთ-იქით ატრიალებს, ყველა მიხვდება, რომ ის ძალიან უზრდელია. ტუჩებთან მიტანილი თითი სიჩუმეს გამოხატავს, თითის ქნევა მუქარას ან ლანძღვას, დახრილი თავი კი – სევდას.

ინდოეთის შტატ პენჯაბში თითით გველის ენის გამოხატვა ნიშნავს ”მატყუარა!”.
მომავალში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ჟესტების ენაზე და მიმიკებზეც, თუ რამე თხოვნები გაქვთ ან გსურთ დავწერო რამე კონკრეტული სტატი შეგიძლიათ კომენტარი დატოვოთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჰიპნოზი, მეთოდი, რომელსაც მრავალმხრივი რეალიზაცია აქვს

ჰიპნოზი არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს. ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი

Print Friendly, PDF & Email

8 სიტყვა, რომელთაგან უნდა გათავისუფლდეთ!

1. «შეიძლება / შესაძლოა» თქვენ იტოვებთ „გასაძრომს“, რომ გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიიღოთ. «იქნებ სპორტდარბაზში წავიდე», «შეიძლება ბევრი კითხვა დავიწყო», «შესაძლოა საჭირო იყოს ჩვენს პროექტში ცვლილებების შეტანა შემდეგი კვირისთვის?» — ყველაფერი

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვისწავლოთ 1 წუთში დაძინება

ამ მეთოდის ყველაზე უკეთ დამახსოვრება შეიძლება თუ მას დავარქმევთ «4-7-8». ყველაფერი რისი გაკეთებაც გჭირდებათ, არის შემდეგი: 1. შეისუნთქეთ ცხვირით 4 დათვლაზე. 2. შეიკავეთ სუნთქვა 7 დათვლაზე. 3. ამის შემდეგ, მშვიდად

Print Friendly, PDF & Email

მასლოუს მოთხოვნილებების იერარქიული პირამიდა

ჰუმანისტ-ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც ბაზისური მოტივები ქმნიან მოთხოვნილებათა იერარქიას, სადაც მთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ. 1. ბიოლოგიური მოთხოვნილებები: საკვების, სასმელის, ჟანგბადის, დასვენების, სექსის, დაძაბულობის მოხსნის მოთხოვნილებები. 2. უსაფრთხოების

Print Friendly, PDF & Email

გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან – დაიწყეთ სახლის დალაგებით

უსარგებლო ნივთების სიყვარული — დიდი მინიშნებაა იმისა, რომ მიჯაჭვული ხართ წარსულზე და მომავლის გზაზე შეფერხებები გაქვთ. ჩვენი სახლი — ჩვენი განსახიერებაა. თუ ცვლილებები გინდათ – პირველ რიგში საკუთარი საცხოვრებილით დაიწყეთ. როცა სახლი

Print Friendly, PDF & Email

10 რამ, რაც გაგაბედნიერებთ, როცა სახლში იქნებით…

1. გაასწორეთ საწოლი. ეს ერთ-ერთი ამოსავალი თვისებაა, რომელიც რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, დაგეხმარებათ თავი ბედნიერად იგრძნოთ! 2. ოთახი მოამზადეთ თქვენი დაბრუნებისთვის. დახარჯეთ 3 წუთი სახლიდან გასვლამდე იმაზე, რომ საკუთარმა

Print Friendly, PDF & Email