ჯეფ ბეზოსის წარმატების 5 საიდუმლო

ჯეფ ბეზოსის წარმატების 5 საიდუმლო

ჯეფ ბეზოსისა და ინტერნეტ გაყიდვების უდიდესი კომპანიის წარმატების  ისტორია ახალი არაა, თუმცა ის დღემდე აქტუალობას ინარჩუნებს. მაშინ, როცა ბიზნესი მაქსიმალურად ორიენტირებულია უახლეს, ბრწყინვალე იდეებზე ამაზონმა საკუთარი მომავალი 1997 წელს შექმნილ პრინციპებზე დაყრდნობით ააგო. ზუსტად მაშინ, როდესაც იგი პირველად გასაჯაროვდა. ბეზოსს, რომლის წმინდა შემოსავალი 130 მილიარდი დოლარია, იშვიათად გადაუხვევია საკუთარი იდეიდან და სწორედ ამან მოუპოვა მას  ისტორიაში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი. გარდა ამისა, იგი არაერთ ინდუსტრიაში შეიჭრა, მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვასა და კოსმოსის კვლევა-ძიებაში. ბრედ სტოუნსს კი, რომელიც ავტორია წიგნის: “ყველაფრის მაღაზია: ჯეფ ბეზოსი და ამაზონის ერა“, საკუთარი იდეის შესახებ შემდეგი რამ უთხრა:

„თუ ნამდვილად გინდა გაიგო სიმართლე თუ რატომ ვართ მიზეზი ესაა: ჩვენ ჭეშმარტად მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული, გრძელვადიან გეგმებს ვისახავთ და გვიყვარს გამოგონება. კომპანიების უმეტესობას ეს არ ახასიათებთ. ისინი კონკურენტებზე უფრო მეტად არიან კონცენტრირებული, ვიდრე მომხმარებლებზე და ისეთ საქმეებს აკეთებენ, რაც დივიდენდებს ორ-სამ წელში გადაუხდის, ხოლო ასე თუ არ მოხდა, სხვა საქმეს ჰკიდებენ ხელს. მათ ურჩევნიათ იყვნენ არსებულის მიმდევრები, ვიდრე გამომგონებლები, მხოლოდ იმიტომ რომ ეს უფრო უსაფრთხოა. ამაზონის შესახებ რეალური სურათის დახატვა თუ გინდა, სწორედ ეს არის ჩენი გამორჩეულობის მიზეზი. ძალიან ცოტა კომპანიას აქვს ეს სამი ელემენტი.“

ხანგრძლივ პერიოდზე ორიენტირება ბეზოსის მსოფლმხედველობის ფუნდამენტური ნაწილია. გარდა ამისა, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი რასაც ის იყენებს:

1. გარშემო საუკეთესოდ შერჩეული გუნდი შემოიკრიბე

ცნობილია, რომ ამაზონს თანამშრომლის აყვანის საკმაოდ გრძელი პროცესი აქვს. პოტენციურმა დაქირავებულმა უნდა წარადგინოს SAT ქულები და უპასუხოს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: „რამდენი ბენზინგასამართი სადგურია აშშ-ში?“ ასეთი კითხვები პასუხის სისწორეზე მეტად, კრიტიკული აზროვნების უნარის გამოვლენას ემსახურება.

„ჩვენ ყოველთვის ისეთ თანამშრომლებს ვქირაობთ, ვინც მომდევნო დაქირავებულისთვის სტანდარტებს აამაღლებს. ასე ჩვენს საერთო ნიჭს ყოველთვის ვაუმჯობესებთ“ – ამბობს ბეზოსი.

დაქირავებულის შეფასება ხდება რეალურ დროში და არა კვარტალური ან წლიური ინტერვალით. ეს სისტემა თანატოლებს აძლევს საშუალებას საჯაროდ შეაფასონ, შეაქონ და გააკრიტიკონ კიდეც ერთმანეთი.

განიხილე სამუშაო პროცესში უფრო ადამიანური და ცოცხალი შეფასების სისტემის დანერგვა. ანტერპრენუარები, უკავშირდებიან შენს თანატოლებსა და სანდო მეგობრებს და სთხოვენ გულწრფელ გამოხმაურებას დროულად და ხშირად.

2. ისწავლე საკუთარი შეცდომებისგან

ცნობილია, რომ ამაზონმა არაერთხელ განიცადა კრახი. იბეისთან კონკურენციისთვის, ერთხელ  ბეზოსმა  გაყიდვაში საკუთარი ვერსია ჩაუშვა. ჩავარდა, თუმცა ამან ახალი გზა გაუხსნა ამაზონის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც საცალო მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენონ საიტი, გადაზიდვისა და დასაწყობების სერვისი რათა საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.

სულ ცოტა ხნის წინ იყო Amazon Fire Phone, რომელიც საჯარო აქციად მიიჩნევა. ინოვაცია მარცხის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ინოვაციას მოსდევს გაუგებრობა, ამავდროულად, ბეზოსი დისკუსიებითაა ცნობილი. ის მიიჩენვს, რომ  მნიშვნელოვანია Amazon.com-ზე გამოქვეყნებული ლიდერის 14 პრინციპი შეიცავდეს შემდეგს: „[ლიდერები] ახალ იდეებს ყველგან ეძებენ და „ჯერ არ არის გამოგონებული“ არ ზღუდავთ მათ. როდესაც ახალ რაღაცას ვაკეთებთ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გაუგებრობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.“

მარცხისგან სწავლება სათქმელად ადვილია, თუმცა განსახორციელებლად რთული. ამაზონის ისტორია, მისი ბევრი მარცხით მაშინ გაიხსენე, როდესაც საკუთარ თავს შეეკითხები: „აუცილებლად მე?“

3. იყავი გონებამახვილი

გონებამხვილობა თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკასთან საკმაოდ დაპირისპირებაშია. ბეზოსმა კი იგი დასაწყისშივე დანერგა პრაქტიკაში და სხვებსაც ურჩევდა. ახლა უკვე ცნობილია სურათი, რომელიც ასახავს კარებისგან დამზადებულ მაგიდასთან მჯდარ ბეზოსს. იმ დროს ამაზონი უკვე საჯაროდ მოვაჭრე კომპანია იყო. კარები ტრადიციულ მაგიდასთან შედარებით იაფი იყო, ბეზოსს კი სიმბოლიზმის მნიშვნელობა კარგად ჰქონდა გააზრებული.

სიეტლის სათაო ოფისში ასეთი ტიპის მაგიდების გაუმჯობესებული ვარიანტი ჯერ კიდევ გამოიყენება. მისი მინიატურული ვერსიებით კი ის ინოვაციები ჯილდოვდება, რომლებიც დანახარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული. „ნაკლებით მიაღწიე მეტს“ – ამბობს ბეზოსი, – „შეზღუდვები ასაზრდოებს მოქნილობას, მუშაობის ეფექტურობასა და გამოგონებას. ხელმძღვანელობის, ბიუჯეტის ზომისა და ფიქსირებული დანახარჯების ზრდას აზრი არ აქვს.“

არა, შენ ნამდვილად არ გჭირდება კარები-მაგიდების ყიდვა, მაგრამ გაიაზრე სად შეგიძლია შეამცირო არასაჭირო დანახარჯები. მოკლევადიანი სარგებელმა ან კომფორტმა კი შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაგაზარალოს.

4. იყავი მტკიცე

მხოლოდ ბოლო წლებში მოიწონა ბეზოსმა მედია თანდართული სოციალური აქტივობებით. წლების განმავლობაში იგი სცენის მიღმა მუშაობდა “თავაუღებელი, მძიმე შრომის“ მენტალიტეტით. ბოლო დროს მისი სოციალური გამოცოცხლება ამ საკითხის ევოლუციაზე მეტყველებს. ბეზოსი იაზრებდა, რომ იმისათვის, რომ რელევანტური დარჩე და გაიზარდო, საჭიროა ადაპტაციის სურვილი, მაგრამ, ამასთან, უნდა იცოდე როდის გაავლო ხაზი. მისთვის ეს ფართო თვალსაწიერს ნიშნავდა, რომელიც ამავდროულად პატარა ნაწილების დინამიურობის საშუალებას აძლევდა. ბეზოსისთვის მომხმარებლის გამოცდილებაზე კომპრომისი არჩევანი არასდროს ყოფილა. ერთხელ მან კინაღამ მთლიანი საფოსტო მარკეტინგის განყოფილება დახურა მომხმარებლისგან სამარცხვინო ელ-ფოსტის პირდაპირ მასთან გადაგზავნის შემდეგ. ეს ელ-ფოსტა კი გახდა ნაპერწკალი რადიკალური მარკეტინგული ცვლილებებისა.

როგორც იგი ამაზონის ლიდერულ პრინციპებში წერს: „ლიდერებს აქვთ რწმენა და არიან მტკიცე ხასიათის. ისინი  სოციალური ერთიანობისთვის კომპრომისზე არ მიდიან. როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი ასრულებენ კიდეც ბოლომდე.“

შეადგინე საკუთარი ფართო თვალსაწიერის სია. მოახდინე მისი ფორმულირება და გახადე იგი მიღწევადი. ამ საკითხებზე შენთვის კომპრომისი არ არსებობს. სხვა ყველაფერი კი მოლაპარაკებადია.

5.იფიქრე ფართოდ

ამაზონს არასდროს მიიჩნევდნენ, როგორც მხოლოდ წიგნების ინტერნეტ მაღაზიას ან უბრალოდ ინტერნეტ დილერი. იმ დროს წიგნები ბაზარზე შესვლის ყველაზე მარტივი საშუალება. ბეზოსისთვის კი ამაზონი – მხოლოდ დასაწყისი.  2000-იან წლებში, მან საიდუმლოდ დააარსა  Blue Origins – კოსმოსის საკვლევი კომპანია, რათა აესრულებინა თავისი ოცნება არა მარტო კოსმოსის  ძირფესივიანად გამოკვლევით, არამედ საბოლოოდ განეხორციელებინა სხვა პლანეტების კოლონიზაცია, როგორც დედამიწისთვის სარეზერვო ვარიანტი.

იფიქრე შენს ოცნებებსა და იმ საშუალებებზე რასაც იყენებ ამ ოცნებების ასასრულებლად. არ დაგაბნიოს ორმა და არც უფრო მარტივი ვარიანტი აირჩიო.

 

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ