ჯანსაღი ქორწინების 9 ფსიქოლოგიური საიდუმლო („ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კვლევები)

ჯანსაღი ქორწინების 9 ფსიქოლოგიური საიდუმლო („ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კვლევები)

1. ემოციური გამოყოფა საწყისი ოჯახიდან
აქ იგულისხმება ის ოჯახები, რომლებშიც წყვილი გაიზარდა. ეს არ გულისხმობს მათგან სრულ მოწყვეტას, არამედ საკმარისად იმდენად, რომ ადამიანი იდენტურად დამოუკიდებელი გახდეს მშობლებისგან და დედმამიშვილებისაგან.

2. ინტიმურობისა და საერთო იდენტობის შექმნაანუ როცა არსებობს სიტყვა „ჩვენ“. როდესაც არსებობს საერთო მიზნები, მოლოდინები, ემოციები. თუმცა აქაც საჭიროა საზღვრების დაჭერა, რომ დაცული იყოს ერთმანეთის აუტონომიურობა. არ შეიჭრათ ერთმანეთის პირად სივრცეებსა და პირად კომპეტენტურობაში. აქ იგულისხმება ასევე ფუნქციების და როლების გადანაწილების გაცნობიერება.

3. მდიდარი და სასიამოვნო სექსუალური ურთიერთობა
ეს ვალდებულებად არ უნდა იქცეს. საჭიროა რუტინის მოხსნაზე ზრუნვა. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს მისი დაცვა სამუშაო და საოჯახო ვალდებულებებისგან.

4. წყვილებისთვის, ვისაც ჰყავს შვილები, გადანაწილებული აღმზრდელობითი და მშობლის სხვა ფუნქციები
იმუშაო იმაზე, თუ როგორ შეინახო შვილის საიდუმლოებები და დაიცვა მისი უფლებები. ძალიან დადებითად მოქმედებს ოჯახური თავყრილობები, ქალაქგარეთ გასვლა ერთად, ან რაიმე სახის აქტივობები.

5. ცხოვრების გარდაუვალი კრიზისების დაძლევა
ეს შეიძლება იყოს შვილის შეძენა, ახალი სახლის ყიდვა, შვილის დაქორწინება და ა.შ.

6. ოჯახური კავშირების შენარჩუნება. ოჯახი არის თავშესაფარი, სადაც პარტნიორს და შვილებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი განსხვავებები, რისხვა და ემოციები.

7. იუმორი და სიცილი
ეს იმისათვის, რომ შეხედოთ საკითხებს ოპტიმისტურად და პერსპექტიულად. ამით აიცილოთ მოწყენილობა და იზოლაცია.

8. დააკმაყოფილო თითოეული პარტნიორის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გამოკვებოთ, აღზარდოთ და კომფორტი შეუქმნათ ერთმანეთს, შესთავაზოთ ულევი წახალისება, გამხნევება და მხარდაჭერა.

9. იდიალიზებულად უცქირო სიყვარულს
შეინარუნოთ და იცხოვროთ რომანტიული შტრიხებით, და ამასთან შეინარჩუნოთ ყოველდღიურობის მიმართ სიფხიზლე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მიზიდულობის და ვიზუალიზაციის 5 კანონი

1. მიზიდულობის კანონის ბაზისი არის კვანტური ფიზიკა, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პატარა ნაწილაკებთან, როგორიც არის სუბატომური ნაწილაკები. ისინი არსებობენ ტალღური მატერიის, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ ტალღების სახით. ეს ნაწილაკები ერთმანეთთან

Print Friendly, PDF & Email

რთულ ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

“რთული ადამიანი” – ეს ტერმინი შემოიტანა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბრემსონმა. მან აღმოაჩინა რამოდენიმე ტიპის ადამიანი, რომლებთან ურთიერთობაც ადვილად გადადის კონფლიქტში, აგრესიაში, იწვევს უარყოფით ემოციებს, აჩენს პრობლემებს. ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები ყურადსაღებია

Print Friendly, PDF & Email

თუ გსურთ, რომ მამაკაცი პატივს გცემდეთ, მოიქეცით ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ 9 მაგალითშია მითითებული

ბევრს წერენ მამაკაცებზე, რომლებიც არ აფასებენ თავაიანთ მეორე ნახევრებს და სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგმა კაცმა მართლა არ იცის პატივისცემის გამოხატვა ქალის მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია თავაზიანი ქცევის

Print Friendly, PDF & Email

როგორ შევიყვაროთ საკუთარი ცხოვრება ხელახლა – 10 წესი

1. ნუ გააკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიცნოთ რა მოხდება შემდეგში. ჩვენ ვთიშავთ ყურადღებას და ვმოქმედებთ საკუთარი ვარაუდებით. მაგრამ პარადოქსი არის ის, რომ ჩვენი ვარაუდები ხშირად გაუმართლებელია! ეს იმას

Print Friendly, PDF & Email

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“ მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.

Print Friendly, PDF & Email

13 უსარგებლო რამ, რომლისგან გათავისუფლებაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ

1. გათავისუფლდით მოთხოვნისგან, მუდმივად ამტკიცოთ თქვენი სიმართლე ჩვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც ურთიერთობების დანგრევის პირასაც კი არ შეუძლია შეეგუოს, აღიაროს რეალობა და სხვა თვალით შეხედოს ამ ყველაფერს. 2. შეწყვიტეთ კონტროლი

Print Friendly, PDF & Email