ჯანმრთელობის მოზიდვის 10 ოქროს წესი

ჯანმრთელობის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. შექმენით თქვენი სურვილების შესაბამისი ასაკობრივი ცვლილებების სცენარი. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი და მეტი წლის ასაკში. აირჩიეთ იდეალური ვარიანტი, რომელშიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდა შეხედულება გექნებათ და თქვენს თანატოლებზე გაცილებით ენერგიული იქნებით. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და სილამაზე.

2. თავი აარიდეთ სტრესს. უსიამოვნო სიტუაციაში თუ მოხვდებით, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად დიდი არარაობაა ის თქვენს ცხოვრებასთან შედარებით. პრობლემას მიუდექით ფილოსოფიურად, გაიხსენეთ ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მეფე სოლომონის ბეჭედზე ეწერა: “ყველაფერი გაივლის, და ესეც გაივლის”.

3. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ. ისწავლეთ მათთვის შეცდომების პატიება და თქვენ შეამჩნევთ, თუ რამდენად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა. როცა თქვენი სული დამძიმებულია წყენით, დამოკიდებულება გიჩნდებათ იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაწყენინათ, კარგავთ ენერგიას და ადვილად ავადდებით. პატიება გათავისუფლებთ ამ დამოკიდბულებისგან და აღადგენს თქვენს ჯანმრთელობას.

4. ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ, შეეცადეთ მიუდგეთ მშვიდად და თავდაჯერებულად. სიჩქარეს ექიმები ეძახიან “სწრაფ მკვლელს”, რადგან ის ორგანიზმს აიძულებს გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს გულს, წარმოშობს დაძაბულობას და საბოლოოდ სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

5. შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. დამტკიცებული ფაქტია, რომ ოპტიმისტები ცხოვრობენ პესიმისტებზე დიდხანს და გაცილებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. დადებითი ემოციები აძლიერებენ იმუნიტეტს და აფერხებენ დაბერების პროცესს.

6. ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე გრძნობებია ბრაზი, დანაშაულის გრძნობა და საკუთარი თავითა თუ გარშემომყოფებით უკმაყოფილება. გახსოვდეთ: ჯანმრთელობა იწყება საკუთარი თავის და ახლობლების სიყვარულით.

7. იცინეთ რაც შეიძლება ხშირად. კვლევებით გამოვლინდა, რომ სიცილის წყალობით ადამიანის ორგანიზმში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა. უარყოფითი ემოციები კი თვითგანადგურების მექანიზმის ამუშავებას ახდენენ.

8. ისწავლეთ ბოლომდე მოდუნება.
ამისათვის გამოყავით დღეში ათი წუთი, სჯობს ძილის წინ გააკეთოთ ეს. განმარტოვდით, ჩართეთ საყვარელი მუსიკა, დაჯექით მოხერხებულად. ამოირჩიეთ ობიექტი, რომელიც თქვენზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს. ეს შეიძლება იყოს ბუხარში დანთებული ცეცხლი, აკვარიუმის თევზები ან ნებისმირი სხვა რამ. მთავარია, რომ დაკვირვების მომენტში თქვენ განიცდიდეთ წონასწორობას და ჰარმონიას. ისიამოვნეთ სიწყნარით, შეიგრძენით შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია, შეეცადეთ ისეთზე არაფერზე და არავიზე არ იფიქროთ, რაც თქვენს ცნობიერებას გააღიზიანებს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ასეთ წუთებს შეუძლიათ ორგანიზმი შინაგანი ძალები აღადგინონ და მოხსნან ყოველდღიური სტრესით გამოწვეული დაძაბულობა.

9. ჩვევად გაიხადეთ გააანალიზოთ თქვენი დაავადებები. ცუდად ყოფნის ყველა სიმპტომი „მოსაუბრეა“, თუ ცუდად ხართ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად და კარგად არ აკეთებთ. ბანალური გაციებაც კი “იკვებება” გაღიზიანებით და წყენით.

10. ებრძოლეთ ცუდ განწყობას, ნუ მისცემთ მას უფლებას დეპრესიაში ჩაგითრიოთ. ფსიქოლოგების რჩევაა დღეში ორი წუთის მანძილზე ავარჯიშოთ “ბედნიერების კუნთები”. გაუღიმეთ სარკეში საკუთარ გამოსახულებას და ამ დროს იმაზე იფიქრეთ, რომ თქვენ ყველაზე ჯანმრთელი, ლამაზი და ბედნიერი ადამიანი ხართ დედამიწაზე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ტესტები და ამოცანები

გაიგე შენი ხასიათის საიდუმლო თითების სიგრძის მიხედვით

ხალხში ამბობენ: «თვალები – სულის სარკეაო», მაგრამ თუ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებს დავუჯერებთ, თქვენი პირონვების ტიპზე ბევრის თქმა შეუძლიათ თქვენი ხელის თითებს. ეს ბრძნული ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ საკუთარ თავზე უფრო

ფსიქოლოგია

რა გავლენას ახდენს მშობლების ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე?

ბავშვი მშობლებისათვის, დიდ სიხარულთან ერთად, საკმაო სტრესსაც წარმოადგენს. ამ სტრესმა კი შესაძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს, გამოიწვიოს გაღიზიანება იმდენად, რომ სრულყოფილად ვერ შეასრულოთ მშობლის როლი და ვერ დაარეგულიროთ ურთიერთობა ბავშვთან. ბავშვის

ქალი და მამაკაცი

ქალები 40 წელს ზემოთ შეუდარებელნი არიან

ეს არის სტატია-აღიარება იმის თაობაზე, თუ რატომ არიან ასაკოვანი ქალები ყველაზე მეტად სასურველები. ჟურნალისტმა ენდი რუნიმ ხანგრძლივი ცხოვრება გაატარა. ნაცისტური ბანაკების შესახებ რეპორტაჟების და საინფორმაციო ბლოკების წაყვანის პარალელურად, ენდი მსჯელობდა