ჯადოსნური ძალა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის

ჯადოსნური ძალა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის

 გემი ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა და ბედნიერი წუთები დადგა ჩემს ცხოვრებაში. დიდი ხანია ვოცნებობ მორიგი სტატია ზღვაში ყოფნის დროს დავწერო და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები.

დღევანდელი ჩემი სტატია კი განსხვავებულია სხვა ჩემი სამოტივაციო სტატიებისგან და ველოდები შენს მოსაზრებას.
სამყაროში ხშირად ხდება, ჩვენ ერთ ადგილას ვართ გაჩერებული, ვგრძნობთ, რომ უკეთეს დღეებს ვიმსახურებთ, მაგრამ არ გვაქვს ისეთი ცხოვრება, როგორზეც ვოცნებობდით. თითქოს ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული და ნაბიჯს ვერ ვდგამთ წინ. თუმცა ზოგჯერ ჯადოსნური ძალის საშუალებით, ჩვენი ცხოვრება მომენტალურად იცვლება და რაღაც ლამაზი იწყება ჩვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, ახალი სამსახური, კარიერული წინსვლა და სხვა. ის რაც იმედს გვაძლევს და პოზოტივით გვავსებს. ასეთი მოულოდნელი ბედნიერებაც გვეწვევა ხოლმე და ეს არის ღმერთის ძალის გამოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთი გვეხმარება დავაღწიოთ მოჯადოებულ წრეს თავი და რაღაც ახალი შევქმნათ ჩვენს ცხოვრებაში.
ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ ღმერთის და უნდა ვეცადოთ ღირსეულად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და მივყვეთ წარმატებას კვალდაკვალ.აღარ ჩამოვუშვათ ხელი. დავაფასოთ ეს სასწაული და მომავალში თავად შევქმნათ ახალი მიზნები და გზები.
ძალიან ძლიერი განცდაა, როდესაც გრძნობ როგორ გეხმარება შემოქმედი და მომენტალურად ცვლის შენს ცხოვრებას – უკეთესობისკენ. ამიტომ უფლება არ გაქვს პესიმიზმით იცხოვრო. ვალდებული ხარ გამოიყენო ეს შანსი.
მე კი მივცურავ ახლა შუა ზღვაში. აქ ყოფნაც ჯადოსნური ძალის შედეგია ჩემთვის. მცხუნვარე მზე ალამაზებს სამყაროს.
მივირთმევ ფინჯან ყავას და მადლობელი ვარ რომ ლამაზი წუთები მაჩუქა სამყარომ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ). 2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე. 3. დააჯილდოვეთ

სარეკლამო ვიდეო

Adidas-მა გერმანელი სტუდენტის მიერ გადაღებული რეკლამა დააიგნორა

იუჯინ მერჰერი (Eugen Merher) გერმანელი სტუდენტია, რომელმაც გადაიღო სარეკლამო რგოლი მოხუც სპორტსმენზე, სადაც ნაჩვენებია ადამიანის უდიდესი პირვონული სიძლიერე და თავისუფლება, მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ. ვიდეოს გადასაღება იუჯინი შთააგონა მისმა ნათესავმა, რომელსაც

სტრატეგია და მოქმედება

ის, რაც თქვენი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია….

მართალია, სულ რაღაც ერთი სიტყვით შემოიფარგლება თუმცა სარგებელი ძალიან დიდი აქვს. ეს ჯადოსნური სიტყვა კი” რეკლამა “გახლავთ… დიახ, რეკლამა… იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყროთ თქვენს ბიზნესს, როგორც წესი პროდუქტის ან