იყო როგორც როკფელერი: ცნობილი მილიარდერის წარმატებისა და დღეგრძელობის საიდუმლო
565 Views

იყო როგორც როკფელერი: ცნობილი მილიარდერის წარმატებისა და დღეგრძელობის საიდუმლო

რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა 102 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი, ამერიკელი მრეწველი, პოლიტიკოსი და ბანკირი – დევიდ როკფელერი. ის იყო უნიკალური ადამიანი: მან გადაიტანა გულის გადანერგვის შვიდი ოპერაცია, სახელგანთქმული იყო ქველმოქმედებით და უცნაური ჰობის ქონით – ის აგროვებდა ხოჭოებს.

ბიზნესი
— 1 —

როკფელერი თვლიდა, რომ ბიზნესში წარმატებისთვის საჭიროა «განათლება, დისციპლინა და შეუპოვარი შრომა». ეს ყველაფერი მან საკუთარი მაგალითით დაამტკიცა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (დევიდი ომში მოხალისედ იყო წასული) ის ბიძის მიწვევით სამუშაოდ მოეწყო მსოფლიოს უმსხვილეს ბანკში – Chase Bank.

დევიდმა კარიერა მმართველის ასისტენტის თანამდებობით დაიწყო (იმ დროისთვის ეს იყო საბანკო სფეროში ყველაზე დაბალი კატეგორია), წელიწადში იღებდა 3500$ და სამსახურში მეტროთი დადიოდა.

— 2 —

მომავალ მილიარდერს შეეძლო «მომენტის შეგრძნება». იმ დროისთვის უმაღლესი განათლება და მართვის უანრები არ ითვლებოდა მნიშვნელოვან მიღწევებად, ამიტომ ის არაფერს ამბობდა ეკონომისკის დოქტორის მიღებულ ხარისხზე: «ეს შესაძლოა წარმოჩენილიყო როგორც პრაქტიკული მუშაობის უნარის არქონა».

— 3 —

როკფელერს არ უყვარდა ოფისში ჯდომა. Chase Bank-ში მისი 35 წლიანი სტაჟის მანძლზე მას თვითმფრინავით გავლილი აქვს ხუთ მლნ მილზე მეტი (ეს დაახლოებით 200 მოგზაურობაა მსოფლიოს გარშემო), მოიარა 100-ზე მეტი ქვეყანა. საფრანგეთში იყო 40-ჯერ, ინგლისში 37-ჯერ, ბანკის კლიენტებთან შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს 50 შტატიდან 42-ში. «მირთმეული» აქვს ასევე 10 000-ზე მეტი საქმიანი სადილი.

მას შეეძლო დღეში ათამდე საქმიანი შეხვედრა ჩაეტარებინა, აუდიენციაზე იმყოფებოდა 200-ზე მეტ სახელმწიფოს მართველთან და მთავრობასთან, რომლებთანაც დამყარებული ჰქონდა პირადი კავშირები. «მიუხედავად იმისა, რომ ეს ტემპი ცოტა გიჟურია, ყოველი მოგზაურობა ჩემთვის პროდუქტიული და სასიამოვნო იყო, ასევე მნიშვნელოვანი ჩვენი საქმიანობის გლობალიზაციისთვის», — წერდა როკფელერი.

— 4 —

მილიარდერი თვლიდა, რომ ადამიანს არ უნდა შეეშინდეს მეგობრებთან ბიზნესის წარმოება: «მე არასოდეს მიფიქრია, რომ ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა შეიძლება იყოს ურთიერთგამომრიცხავი. მწამს, რომ ყველაზე წარმატებული საქმიანი კავშირები დამყარებულია ნდობაზე, ურთიერთგაგებასა და ლოიალურობაზე».
მეგობრობა, რომელიც ეფუძნება ბიზნესს, არის უკეთესი, ვიდრე ბიზნესი, რომელიც ეფუძნება მეგობრობას.დევიდ როკფელერი

— 5 —

როკფელერი თვლიდა, რომ საჭიროა რაღაც შექმნა, და არა დაანგრიო – «მეწარმეობის ბედნიერება არის რაიმე მუდმივის, ხანგრძლივის და ფასეულის შექმნა გარშემომყოფთათვის».

— 6 —

როკფელერის აზრით, წარმატების მისაღწევად არ ღირს ფულზე ჩაციკვლა: «თუ თქვენი ერთადერთი მიზანი არის გამდიდრება, იცოდეთ, რომ ვერასოდეს მიაღწევთ მას».

— 7 —

და კიდევ ერთი ბიზნეს-რჩევა მილიარდერისგან: «ნუ შეგეშინდებათ დიდი ხარჯების. უნდა გეშინოდეთ პატარა შემოსავლების».

ცხოვრება
— 1 —

მილიარდერს ჰქონდა უჩვეულო ჰობი: ის აგროვებდა არა ქალების ან ძვირადღირებული ალკოჰოლის, არამედ ხოჭოების კოლექციას. «მთელი ღამე გართობით შეუძლებელია მსხვილი ბანკის მართვა», — ასე თვლიდა როკფელერი.

მწერები მას შემდეგ შეუყვარდა, რაც საბუნებისმეტყველო საგნების კურსი გაიარა. ყველა მოგზაურობაში დევიდს თან მიჰქონდა ხოჭოებიანი ქილა. მას მოსწონდა, რომ შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში დაკავებულიყო საკუთარი ჰობით.

როკფელერმა ხოჭოების რამოდენიმე ახალი სახეობა აღმოაჩინა. მისი კოლექცია ითვლის 40 ათას მწერს და მსოფლიიოში ერთ-ერთ დიდ კოლექციად ითვლება. მექსიკის მთების ბინადარ ერთ-ერთ ხოჭოს როკფელერის საპატივცემულოდ დაერთქვა Diplotaxis rockefelleri.

— 2 —

მილიარდერი თვლიდა, რომ ბავშვებს სჭირდებათ კარგი მასწავლებელი. ის ხშირად იხსენებდა თავის მე-6 კლასის მასწავლებელს, რომელმაც ისტორიისადმი ინტერესი სამუდამოდ გაუღვივა.

— 3 —

დევიდს ბავშვობდანვე მშვიდი ხასიათი ჰქონდა. მომავალში ამან განსაზღვრა მისი დამოკიდებულება ადამიანებთან: როკფელერი აღიარებდა, რომ ყველაზე მეტად არ უყვარდა საქმის გარჩევის სცენები.

— 4 —

«გვარი როკფელერი შესაძლოა უპირატესობაა… ჩემ სატელეფონო ზარებს ხშირად პასუხობენ, თუმცა ამავე გვარის გამო ხშირად ეჭვით, სკეპტიკურად მიყურებენ ვიდრე სხვებს. ბევრი თვლის, რომ მე გვარის გამო მივაღწიე წარმატებას და არა საკუთარი ძალისხმევით», — აცხადებდა დევიდი.

— 5 —

მეორე ნახევართან ურთიერთობის საიდუმლო როკფელერის აზრით მარტივია: «მე და ჩემ მეუღლეს სრულიად განსხვავებული ინტერესები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაგვიჩნდა. სწორედ ეს არის ჩვენი ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საიდუმლო».

— 6 —

მილიარდერი საშინლად ეწინააღმდეგებოდა სახსრებისა და შესაძლებლობების ზღვარს იქეთ ცხოვრებას: ხელმისაწვდომი კრედიტები, მისი აზრით, ადვილად მიწვევს «როგორც მასშტაბურ სპეკულაციას, ასევე ზედმეტ გაფართოებას».

— 7 —

სრულყოფილი და საინტერესო ცხოვრებისთვის როკფელერი ყველას ურჩევდა ემოგზაურათ და ყვარებოდათ თავგადასავლები, შეესწავლათ სხვა კულტურა, არ გასჩენოდათ სინანულის გრძნობა, გულწრფელად დაინტერესებულიყვნენ ადამიანებით. «ასეთი პირდაპირი და არც ისე რთული საკითხი გამოიყენება როგორც ადამიანებთან ურთერთობაში, რომლებსაც ყოველდღე ხვდები, ისე ჩვენი სამყაროს ლიდერებთან».

— 8 —

მილიარდერი თვლიდა, რომ სადაც ჩნდება ფართე შესაძლებლობები, იქ პასუხისმგებლობაც იზრდება. როკფელერი ცნობილი მეცენატი იყო. 2006 წლის ნოემბერში გაზეთმა The New York Times-მა დაასახელა მის მიერ ქველმოქმედებისთვის გადახდილი თანხის საერთო რაოდენობა – რაც 900 მლნ აშშ დოლარზე მეტი იყო. 100 მლრდ აშშ დოლარი მან მის ალმა-მატერს – ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასცა, რამაც უნივერსიტეტს საშუალება მისცა ჰუმანიტარული მეცნიერბების სწავლება გაეფართოვებინა და ასევე ფინანსურად დახმარებოდა სტუდენტებს, რომლებიც სტაჟირებას გადიოდნენ საზღვარგარეთ.

ჯანმრთელობა
— 1 —

დევიდ როკფელერს გული შვიდჯერ გადაუნერგეს. პირველად ასეთი ოპერაცია მან 1976 წელს გადაიტანა, როცა ძლიერ ავარიაში მოყვა და გულის შეტევა დაემართა. ოპერაციიდან ერთ კვირაში მილიარდერი უკვე ვარჯიშობდა და დარბოდა.

«ყოველი ახალ გულს თითქოს ახალი ცხოვრება შემოაქვს ჩემ სხეულში. თავს გაცილებით ცოცხლად და ენერგიულად ვგრძნობ», — ამბობდა ის.
გარდა ამისა, მას ორჯერ ჰქონდა გადანერგილი თირკმელები.

— 2 —

ერთ-ერთ ინტერვიუში როკფელერმა ისაუბრა თავისი დღეგრძელობის კიდევ ერთ საიდუმლოზე.
გიყვარდეთ ცხოვრება. იცხოვრეთ ჩვეულებრივი ცხოვრებით, აღზარდეთ შვილები, დატკბით იმით, რაც გაქვთ და დრო გაატარეთ კარგი ადამიანებისა და ერთგული მეგობრების გარემოცვაში.

ის ხშირად ხუმრობდა რომ 200 წელი სურდა ეცოცხლა.

ქვემოთ მოცემულია როკფელერის 6 ბრძნული გამონათქვამი:

  1. ადამიანებთან მოქცევის ცოდნა — ეს არის საქონელი, რომლის ყიდვა ზუსტად ისევე შეიძლება, როგორც შაქარს ან ყავას ვყიდულობთ. ამ უნარისთვის მე უფრო მეტს გადავიხდი, ვიდრე სხვა რამეში.
  2. გამოიმუშავეთ რეპუტაცია – და ის თქვენზე იმუშავებს.
  3. კარგი მართვა – მდგომარეობს იმაში, რომ საშუალო ადამიანებს აჩვენოთ როგორ უნდა აკეთონ წარმატებული ადამიანების საქმე.
  4. ყოველი წარუმატებლობისას მე ვცდილობდი ეს სიტუაცია შესაძლებლობად მექცია.
  5. ენთუზიაზმის მქონე ადამიანის დაქირავება ყოველთვის მირჩევნია ყოვლისმცოდნის დაქირავებას.
  6. ნებისმიერი წარმატების მისაღწევად – მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი თვისება ადამიანში, როგორიც არის სიმტკიცე.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like