იყენებენ კი ბიზნეს მოგზაურები Airbnb-ს?

იყენებენ კი ბიზნეს მოგზაურები Airbnb-ს?

სანამ შენ ფიქრობ, რომ Airbnb-სმხოლოდ პირადი მოგზაურობისას ღამის გასათევის საპოვნელად გამოიყენება, სახლის გაზიარების ქსელი თანდათანობით შეიჭრა ბიზნეს მოგზაურობის არენაზე 2014 წლიდან. ფაქტობრივად, Airbnb-სდიდი აღმასვლა 2017 წელს ჰქონდა. მათი ძალისხმევა კი ნამდვილად ღირდა.

Airbnb-ი ბიზნესის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა

250 000-ზე მეტი კომპანია იყენებს Airbnb-ი ბიზნესს. 2015 წელს, მხოლოდ 250 კომპანია სარგებლობდა Airbnb-ით. ორ წელში ეს სხვაობა აღსანიშნავია ისეთი დიდი კომპანიებისთვისაც კი, როგორიცაა:Alphabet, Inc. (Google) და Domino’s Pizza.

Airbnb-ი წარმატებული 500 კომპანიის სიაშია, რაც მისთვის გამამხნევებელი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური, თვითდასაქმებული ბიზნეს მოგზაურები იყენებდნენ Airbnb-ს მისი დაარსების დღიდან, დიდი კომპანიების მოზიდვა ნიშნავს იმას, რომ ვინმე თვეში ყოველკვირეულად გამოიყენებს Airbnb-ს. ამას დამატებული არა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასასვენებლად ან შვებულებაში მოგზაურობისას.

მაშინ, როდესაც Airbnb-ის შემოსავლების 90%  მოდის ინდივიდუალურ და ტურისტულ აქტივობებზე, ხოლო დანარჩენი – 296 მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით – კორპორატიული მოგზაურებზე. ბიზნეს მოგზაურობა Airbnb-ის შემდეგი მიზანია, რამდენადაც ისინი ცდილობენ განავითარონ საცხოვრებლები მისაღებ ფასად სპეციალურად თითოეული ადამიანისთვის.

ფაქტია, ამასობაში, Airbnb-ი მოგზაურობის პოპულარული ვარიანტია. იგი უფრო მეტად ღირებულია ვიდრე ბევრი გრძელვადიანი სასტუმრო ბრენდები.

მართალია, ნეგატიური ფაქტორია ის, რომ სასტუმროს სტატუსს ან საპრიზო ქულებს, თუმცა კვლავ შესაძლებელია გამოიმუშაო და გამოისყიდო შენი ქულები Airbnb-ში დარჩენით.

Airbnb-ის „ბიზნეს მოგზაურობის მზადყოფნა“

Airbnb-ი ბიზნეს მოგზაურობის კუთხით პოპულარული რამდენიმე მიზეზის გამო გახდა:

  • არ გიწევს დარჩე შემორჩენილ სასტუმროს ოთახში.
  • ფასები შეიძლება დაბალი იყოს სასტუმროსთან შედარებით
  • მარტივია გაახანგრძლივო პირადი მოგზაურობა შაბათ-კვირისთვის

ახლა უკვე, Airbnb-ით მოგზაურობის დაგეგმვისას შეგიძლია ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენო, როგორიცაა „ბიზნეს მოგზაურობის მზადყოფნა“ (“Business Travel Ready“), რისი მეშვეობითაც მხოლოდ იმ სახლებსა და ბინებს შემოგთავაზებს, სადაც უზრუნველყოფილია ინტერნეტი, სამუშაო სივრცე ლეპტოპით და 24/7 self-check-in-ით. ასევე, მოგზაურობის პირველადი მოხმარების საგნები, როგორიცაა თმის საშრობები, შამპუნი და უთო.

Airbnb-ი ასევე მოითხოვს, რომ „ბიზნეს მოგზაურობის მზადყოფნა“ იყოს ალერგიულად მეგობრული, არ იყვნენ შინაური ცხოველები და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი.

საბოლოოდ, ბიზნეს მზადყოფნის სია უნდა იყოს მთლიანი სახლისთვის ან ბინისთვის. იგი ასევე მოითხოვს გარკვეული რაოდენობის დადებითი მხარეების მიმოხილვას მასპინძლისგან.

ბევრი ადამიანისთვის ბიზნეს მოგზაურობა Airbnb-ის დახმარებით პირველია და იგი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იმ სერვისს მიიღებს რაც სურს და საჭიროა მისი კორპორატიული მოგზაურობისთვის, რომელიც ძალიან განხვავებულია ტურისტული, პირადი ჩვეულებრივი მოგზაურობისგან.

 

იქირავე მთლიანი სახლი შენთვის ან შენი გუნდისთვის

როგორც ტურისტმა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Airbnb-ი, რათა გააზიაროთ თავისუფალი ოთახი მასპინძელ სახლში. კორპორატიული მოგზაურები კი Airbnb-ს იყენებებენ, რადგან შეუძლიათ დაჯავშნონ მთლიანი სახლი ან ბინა მხოლოდ მათთვის ან რამდენიმე ოთახი გუნდის სხვა წევრებისთვის.

ეს მათ საშუალებას აძლევთ იყვნენ ერთ ჭერ ქვეშ, რაც უფრო იაფია, ვიდრე სასტუმროს ცალკეული ოთახები. გარდა ამისა, ეს გუნდს საშუალებას აძლევს ერთ გარემოში იმუშაონ ან ერთად დაისვენონ.

გრძელვადიანი პროექტისთვის კი Airbnb-ი ხელსაყრელია, რადგან სასტუმროს ცალკეულ ნომრებთან შედარებით, შესაძლებელია ერთი სამზარეულოს არსებობა, რაც სახლის ატმოსფეროს ქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიზნეს მოგზაურების ირჩევენ Airbnb-ს, რადგან საცხოვრებელი ბევრად დამამშვიდებელია.

შეჯამებისთვის, ეს სახლები არის შინაური ცხოველებისაგან და თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი, უზრუნველყოფს მგზავრობის ძირითად საჭიროებებს, რასაც სასტუმროში იპოვით. Airbnb-ის, გამოცდილი სტუმრები და ასევე ისინი, ვინც პირველად სარგებლობს ამ კომპანიის სერვისით უნდა ელოდონ სასტუმროს კეთილმოწყობას Airbnb-ის კომფორტის დონეზე.

დაჩექინდი სადაც კი ჩახვალ

თუ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მგზავრობ, შესაძლოა Airbnb-ის საცხოვრებელში გვიან დაბრუნდე. ზოგი მასპინძელი ინდივიდუალურ მგზავრებს სწორედ ჩექინის საშულებით შეხვდა. ეს კი წარსულში ბიზნეს მოგზაურებისთვის შემაფერხებელი იყო.

ახლა, კორპორატიულ მოგზაურებს Airbnb-ის გამოყენებით შეუძლიათ დაჩექინება ყველგან, სადაც კი წავლენ, იქიდან გამომდინარე, რომ „ბიზნეს მგზავრობის მზადყოფნის“ სიაში ავტომატური დაჩექინების ფუნქცია აქვს. ამ უკანასკნელი გააქტიურება კი შეგიძლიათ კლავიატურის, სეიფის ან შვეიცარის დახმარებით, რომელიც შენობაში მუდმივად იმყოფება.

ერთი დაწკაპუნებით გადახდა

Airbnb-მა ასევე ბიზნეს მოგზაურებისთვის გააადვილა საცხოვრებლის ხარჯების გადახდა, რადგან ამ გზით თანხას რიცხავთ პირდაპირ კომპანიაში, ნაცვლად მათი პირადი ბარათით ანაზღაურებისა. სანამ კომპანიების ნაწილი აგრძელებს კონტრაქტებს საბინაო კომპანიებთან, რომლებიც მხოლოდ სასტუმროებთან თანამშრომლობენ, სხვები უფრო მოქნილები არიან, ისევე როგორც კორპორატიული გარემო იცვლება დროთა განმავლობაში მილენიალისა და იქს თაობის მსგავსად, რომლებიც კიბის მწვერვალისკენ მიისწრაფვიან და ბიზნესისთვის მოგზაურობენ.

ერთი დაწკაპუნებით გადახდა არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ 250 000-ზე მეტი კომპანია ბიზნეს მოგზაურობისთვის თანამშრომლობს Airbnb-თან.

Airbnb-ს აქვს კორპორატიული ანგარიში

კორპორატიული კლიენტებისთვის Airbnb-მა ასევე ჩაუშვა მოგზაურობის ანგარიში, რომელიც საშუალებას აძლევს მენეჯერს, რომ დაჯავშნოს, გადაიხადოს ანგარიშფაქტურები და აანაზღაუროს დასაქმებულის საცხოვრებელი Airbnb-ში. Airbnb-მა იცის, რომ იმისათვის, რომ კორპორატიული მოგზაურები მოიზიდოს, საჭიროა კლიენტებს ვალდებულებების გადახდა გაუადვილოს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს დასაქმებულის მიერ სასტუმროს ინდივიდუალურად დაჯავშნის აკრძალვის პოლიტიკა.

 

Airbnb-ი გთავაზობთ ბიზნეს მოგზაურობის კრედიტს

მომხმარებლის მოსაზიდად, Airbnb-ი კლიენტებს სთავაზობს კორპორტიული მოგზაურობის კრედიტს, მას შემდეგ რაც მომხმარებელი დაადასტურებს სამუშაო ელ.ფოსტის მისამართს და ისარგებლებს თავისი პირველი ბიზნეს მოგზაურობით. ამის შემდეგ კლიენტი იღებს მოგზაურობის კრედიტს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს მომავალში Airbnb-ით სარგებლობისას.

Airbnb-ზე საკუთარი მოგზაურობის დაჯავშნის შემთხვევაში, ეს არის ერთ-ერთი მარტივი საშუალება, რომ მიიღოთ Airbnb-სგან „უფასო“ ფული. ყველა ვინც კი ჩვენი გვერდიდან დარეგისტრირდება მიიღებს  €35 ევროს საჩუქრად სამოგზაუროდ! ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული: www.airbnb.com/35-euro-travel-gift

Airbnb-ზე ბიზნეს მოგზაურობის დაჯავშნა

Airbnb-ზე საქმიანი ვიზიტის დაჯავშნისთვის, ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართით, თუ თქვენი კომპანია Airbnb-თან დარეგისტრირდა. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ის ადგილები, რომლებიც „ბიზნეს მოგზაურობის მზადყოფნასთანაა“ შესაბამისობაში, რათა იპოვოთ ის ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო სამუშაო კეთილმოწყობას და კონფიდენციალურობას Airbnb-ის გამოცდილების გაწირვის გარეშე.

როგორც მომხარებელი, რომელიც პირველად ისარგებლებს კორპორატიული მგზავრობით, თქვენ მიიღებთ მოგზაურობის კრედიტს, რომელიც მომდევნო მგზავრობისთვის დაგიზოგავთ თანხას.

თუ თქვენ კომპანიას არ აქვს იურიდიული მისამართი, შესაძლოა იყოთ თვითდასაქმებული, თქვენ მაინც ჩვეულებრივად შეგიძლიათ დაჯავშნოთ მგზავრობა. კორპორატიული საკრედიტო ბარათით დაჯავშნისას კი გიადვილდებათ აკონტროლოთ მოგზაურობის ხარჯები მათი გადახდის დროს.

შეჯამება

რაც მეტი კომპანია დაიწყებს და გაარძელებს თანამშრომლობას Airbnb-თან, გარდაუვალია, რომ მით მეტი ბიზნეს მოგზაური ისარგებლებს Airbnb-ით. იმ დროს, როცა არ არის შესაძლებელი სასტუმრობს ჯილდოების მიღება, ის ატმოსფერო, რომელიც იგრძნობა ნამდვილ სახლში ან ბინაში დარჩენით, ნამდვილად ღირს დაფიქრებად. Airbnb-ი კი მათთან თანამშომრლობისთვის კიდევ ერთ მიზეზს გვაძლევს, რაც კორპორატიული მოგზაურებისთვის საკრედიტო ბარათით გამოიხატება. ამას დამატებული, კვლავ შესაძლებელია, რომ გამოიმუშაო და მიიღო პრიზები Airbnb-ის საცხოვრებლით სარგებლობისას.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჯონი ჯეტიმა წელიწადში საშუალოდ დაფარა 150 00 მილი და მოგზაურობდა 20 ქვეყანაში. იგი მრავალ პუბლიკაციაშია წარმოდგენილი და ისეთ ტელევიზიებში გამოჩნდა, როგორიცაა: ABC, CBS, CNBC, CNN, FOX, MSNBC, NBC და PBS.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორი ადამიანები უნდა დავაფასოთ ცხოვრებაში?

…მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის…და მოხდება ისე, რომ იტყვი: მანამდე და მის შემდეგ… მხოლოდ მას უამბობ იმ ყველაფერს რაც ჯერ არავისთვის გითქვამს,

Print Friendly, PDF & Email

რამდენიმე რჩევა ბედნიერი ზაფხულის გასატარებლად

ადამიანი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული: მუშაობს, სწავლობს და შესაბამისად ძალების აღსადგენად ჭირდება დასვენება, რომ კვლავ გააგრძელოს აქტიური მუშაობა. ზაფხული კი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. დასვენება აუცილებელია ფსიქიკური სიჟანსაღისა

Print Friendly, PDF & Email

გიჟური იდეა! ამ ადამიანმა ყველაფერი დატოვა 13000 აშშ დოლარად და საკუთარი სამოთხე შეიძინა

სათავგადასავლო ისტორია თანამედროვე რობიზონ კრუზოს შესახებ. ადამიანი, რომელმაც ბუნებასთან განმარტოვებით ჰარმონია იპოვა შთაგონების წყარო იყო ათეულობით გოგოებისა და ბიჭებისთვის. მაგრამ ბრენდონ გრიმშოუსთვის დანიელ დეფოს უკვდავი ნაწარმოები ცხოვრების კრედო გახდა, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

4 ეტაპი, რომელიც სარეკლამო კამპანიის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ

სარეკლამო კამპანიის შემუშავებისას თქვენი ამოცანაა პოტენციური მომხმარებლების ინფრომირება, თქვენი პროდუქტის ან მომსახურების არსებობის შესახებ, შემდგომი ნაბიჯი კი ინტერესის გაღვივებაა რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი არჩევანი გააკეთონ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. სარეკლამო

Print Friendly, PDF & Email

12 ჯადოსნური ფილმი, რომელიც საშობაოდ უნდა ნახოთ

ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ეს არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. თანაც, თუ თქვენ ფილმების მოყვარულიც ხართ დღეს სწორედ ის დროა, მთელი ოჯახი ერთად ჩაუჯდეთ

Print Friendly, PDF & Email

10 ცხოვრებისეული გაკვეთილი თქვენი… ძაღლისგან

მე ზღურბლთან გხვდები იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ გამოგასწორო. მაშინაც კი, როცა უხასიათოდ ხარ, მე უკვე გაპატიე. ჩვენ აქ ერთად ვართ და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წავიდეთ სასეირნოდ? 1. იცხოვრე მოცემული

Print Friendly, PDF & Email