iTechnic-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

iTechnic-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

iTechnic-ი მომხმარებელს აფრთხილებს – არაკეთილსინდისიერი სუბიექტები ცდილობენ ჩვენი იმიჯის შელახვას და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას iTechnic-ის ყალბი ფეისბუქის გვერდის საშუალებით, რამოდენიმე დღის წინ განთავსდა შემდეგი ცრუ ინფორმაცია:

პირველად საქართველოში. მხოლოდ ჩვენთან iTechnic-ის ფილიალებში. მობრძანდით და შეიძინეთ დასველებული და შემდეგ უკვე კარგად გამშრალი APPLE-ის ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ ერთ კილო ბრინჯს, რაც დაგეხმარებათ კიდევ უკეთ გააშროთ თქვენი მობილური ტელეფონი.

ამას გარდა, “აიტექნიკის” ყალბი ფეისბუქ გვერდით გავრცელდა სხვა, მსგავსი შინაარსის განცხადებებიც, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. B2P.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად “iTechnic“-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

როგორც B2P.GE-ს კომპანია „აიტექნიკის“ ადმინისტრაციამ განუცხადა, არაკეთილსინდისიერი სუბიექტები ცდილობენ “აიტექნიკის” იმიჯის შელახვას და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციის შემცველ პოსტებს. შექმნილია “აიტექნიკის” გვერდის მიმსგავსებული ყალბი ფეისბუქ გვერდი, სადაც ხდება ინფორმაციის კოპირება ოფიციალური გვერდიდან და ამ ინფორმაციის დამახინჯება. ასევე ხდება ცრუ ინფორმაციების განთავსება, რათა ჩვენი მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან აგრესიული ფონი ჩვენი ბრენდის გარშემო. კონკურენტები iTechnic-ის სახელით ყალბ ფეისბუქ გვერდზე შეურაცხყოფას აყენებენ მომხმარებელს. მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში.

ჩვენი ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/itechnicgeo – 30,000-მდე მოწონება.

ყალბი ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/itechnicSgeo – 2,069 მოწონება.

რაც შეეხება ხანძარს, მცირე ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს მოხდა მაღაზიის მეორე სართულზე, სადაც განთავსებული იყო სამეურნეო ნივთები. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და არც ტექნიკა დაზიანებულა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ჩვენს თანამშრომლებს დროული რეაგირებისთვის”,- აცხადებენ “აიტექნიკში”.

მის:
ქავთარაძის ქ. 1 ს/ც აი ჯი მოლი
პეკინის ქ. 13
ჭავჭავაძის გამზ. 19
ჭავჭავაძის გამზ. 34 ს/ც პიქსელი

ტელ: (+995) 32 214 90 90
fb.com/itechnicgeo
www.iTechnic.ge

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

დროულად წადით, დროულად მოიცილეთ, დროულად დატოვეთ

დროულად წადით სახლში, მაშინაც კი, თუ იქ არავინ გელით. დროულად დატოვეთ ცეცხლოვანი გასართობი საღამო, მხიარული სტუმრები, უადგილო კავშირები და მავნე ჩვევებიც მოიცილეთ დროულად. დროულად მოიცილეთ ცუდი აზრები, მძიმე მოგონებები, ცუდი

მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

1. უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა გადარეულები ვართ და წონასწორობის დაცვას ვცდილობთ. არავის შეუძლია იყოს სრულყოფილი. 2. ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასოდეს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა ის

როგორ შევამსუბუქოთ ოფისის სამუშაო

თუ დროის დიდი ნაწილის ოფისში გატარება გიწევთ, მაშინ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიმსუბუქოთ საქმე. ამაში დაგეხმარებათ ე.წ. თაიმ-მენეჯმენტი და ქვემოთ მოცემული 14 რჩევა. 1. გადაიტანეთ ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში –

ნორვეგიაში ხეების მოჭრა სრულად აიკრძალა!

მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ტროპიკული ტყეების განადგურებასთან — ეს ეხება ხისგან დამზადებულ ნივთებს, პალმის ზეთით დამზადებულ საკვებ პროდუქტებს და ა.შ. განსაკუთრებით ზიანდება არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, პარაგვაის,

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?

1. «მენტალური საუზმე» დილით როცა იღვიძებთ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ? ის, რაზეც ჩვენ ყოველ დღე ვფიქრობთ გაღვიძებისას, რეალობად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში. თგავაზობთ საკუთარი თავი «კვებოთ» ვიტამინებით, რომელსაც “მენტალური საუზმე” ჰქვია.

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა. GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ