ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვზღუდავთ საკუთარ თავს
2328 Views

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვზღუდავთ საკუთარ თავს

არაფერია შეუძლებელი! მაგრამ ხშირად ჩვენ თავად და ჩვენი გარემოცვა, ხელოვნურად ვუქმნით შეზღუდვებს საკუთარ თავს.
როცა მომავალი მათემატიკოსი ჯორჯ დანცინგი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მას შეემთხვა შემდეგი ისტორია.
ჯორჯი სწავლას სერიოზულად უდგებოდა და ხშირად შუაღამემდე წიგნებთან იჯდა. ერთხელ ამის გამო ცოტა ეძინა და მეორე დღეს, პროფესორ ნეიმანის ლექციაზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა. 

სტუდენტმა სწრაფად გადაიწერა ორი დავალება დაფიდან და იფიქრა, რომ ეს საშინაო დავალება იყო. დავალება რთული იყო, მათ ამოხსნაზე ჯორჯმა რამოდენიმე დღე დაკარგა, მაგრამ პროფესორს ამოხსნილი ამოცანა მიუტანა. მან არაფერი უთხრა, მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ ჯორჯის სახლში დილის ექვს საათზე შევარდა.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტმა იპოვა მანამდე ამოუხსნელი ორი მათემატიკური ამოცანის პასუხი, რასაც ვერც კი წარმოიდგენდა და ეს იმიტომ მოხდა, რომ ლექციაზე დააგვიანა და არ მოუსმენია დაფაზე დაწერილი ამოცანების პრეამბულა.

რამოდენიმე დღეში მან შეძლო ორი ამოცანის ამოხსნა, რომლებზეც მათემატიკოსების ათასობით წლები იტანჯებოდნენ და თავად ეინშტეინმაც კი ვერ მოუძებნა პასუხი. ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ჯორჯი არ იყო ამ ამოცანების ამოუხსნელობის თეორიით შეზღუდული, მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like