ეს საიტი საშუალებას იძლევა იშოვოთ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას!
835 Views

ეს საიტი საშუალებას იძლევა იშოვოთ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას!

დასავლეთში სწრაფად ვითარდება და პოპულარული ხდება სტარტაპი Jobbatical.com ის ადამიანებს საშუალებას აძლევს სამსახური იშოვონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წლის მანძილზე.
სტარტაპმა მსხვილი ინვესტორების ყურადღბა მიიქცია. Techcrunch-ი წერს:

«Jobbatical-მა წარმატებით დახურა საინვესტიციო რაუნდი 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. მთავარი ინვესტორები გახდნენ Union Square Ventures, LocalGlobe სოლა და რობინა კლიაინოვები, ასევე სტარტაპის თავდაპირველი ინვესტორია – Smartcap».

გამოცემა Inc.-ის ჟურნალისტი ესაუბრა Jobbatical-ის დამფუძნებელს კაროლი ჰინდრიკსს და გაარკვია, თუ როგორ დაიბადა ეს იდეა და რა მოლოდინი აქვთ სამომავლოდ.
როგორ გაჩნდა Jobbatical-ის იდეა

მე სსრკ-ში დავიბადე. ვიზრდებოდი პირობებში, ეს ძალიან გავდა იმას, ახლა ჩრდილოეთ კორეაში ხდება. უცოდინრობა, იდეის და საკვების არქონა.
მოგვიანებით ჩვენ მოგვეცა დასავლურ კულტურასთან წვდომის საშუალება. მივიღეთ ახალი ცოდნა, რომელთაგან ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის გახდა დასავლური ტელევიზია. აქედან გამომდინარე სურვილი გამიჩნდა მესწავლა საზღვარგარეთ.

სტიპენდია მივიღე და პოსტსმუტში სასწავლებლად გავემგზავრე, რომელიც ნიუ-ჰემპრიშის შტატში მდებარეობს. მე გადავწყვიტე, რომ გავაკეთბდი ყველაფერს იქ დასამკვიდრებლად. თუმცა, მე ჯერ ისევ მოზარდი ვიყავი და მეგონა ვიცოდი როგორ იყო ადამიანების ცხოვრება მოწყობილი მთელ მსოფლიოში. თუმცა მე ვცდებოდი.
მოგზაურობის დასრულების შემდეგ მე მივხვდი, რომ ყველას რომ შეეძლოს ერთი წლის საზღვარგარეთ გატარება, სამყარო უკეთესი გახდებოდა. ასე მესახება Jobbatical-ის დანიშნულება.

რატომ მოსწონთ ასე ძალიან Jobbatical მილენიალებს?
ჩვენი თაობა სამყაროს განსხვავებულად ხედავს, ვიდრე ჩვენი მშობლების თაობა. დღეს თქვენი მეგობრები შეიძლება ცხოვრობდნენ სიდნეიში ან პარიზში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ხასიათითა და ინტერესებით შეგეფერებიან.

გარდა ამისა, ბოლო დროს, მილენიალები ეძებენ არამარტო სამსახურს, არამედ თავგადასავალსაც. ამერიკის სკოლების კურსდამთავრებულთა 92% აცხადებს, რომ მუშაობაში მათთვის უმთავრესია სამყაროს შეცვლის შესაძლებლობა.

ეს იმას ჰგავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევენ მოძებნონ ისეთი საქმე, რომელიც მოსწონთ და მონაწილეობა მიიღონ სამყაროს გაუმჯობესების პროცესში.
ჩვენ ვახორციელებთ ადამიანების შერჩევას ინდივიდუალურად. მაგალითად, თუ კომპანია არის ინდონეზიაში, კუნძულ პენანგზე ან ფინეთში და ასეთ კომპანიას სჭირდება თანამშრომლები, ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე საჭირო ადამიანების სიის უზრუნველყოფას.

ჩვენ ადვილად ვუმკლავდებით იშვიათი უნარების მქონე ადამიანებისა და იმ კომპანიების მოძიების პროცესს, რომელსაც ასეთი უნარები სჭირდება. ჩვენ გვეხება თანამშრომლების შრჩევა, მგზავრობა და ყველა სხვა დანარჩენი საკითხები. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ საკითხების მოგვარებაში ადამიანებისგან არ ვიღებთ ფულს. ჩვენი მომსახურების ანაზღაურებას ახდენენ ის კომპანიები, ვისაც მოძიებული კადრები ესაჭიროება.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეძელით ასე მალე ყურადღების მიქცევა – ჯერ სულ რაღაც წელიწადნახევარია რაც მუშაობთ?

ლონდონის მცხოვრებს შეუძლია ერთი წლით წავიდეს ბალიზე. ადამიანები მოგვმართავენ კლიმატის, ცხოვრების სტილის, კულტურის შეცვლის მიზნით. ჩვენ შთავაგონებთ ადამიანებს.

ესტონეთში, Jobbatical-ში მუშაობს 24 ადამიანი მსოფლიოს ათი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი გუნდის მრავალფეროვნებით. ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ საჭროა მთელი გუნდი მობილიზებული იყოს ერთ ადგილას.

Jobbatical-ის გაჩენამდე იგივე ადამიანები დისტანციურად მუშაობდნენ. ჩვენი დახმარებით კი ადამიანი რეალურად უერთდება გუნდს და სხვებთან ერთად დადის სამსახურში.
ასეთი გამოცდილება საშუალებას იძლევა სრულად შეიგრძნო იმ ადგილის ატმოსფერო, სადაც მუშაობ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა როცა ნიუ-ჰემპშირში ვმუშაობდი.
თუ აქვს რაიმე საერთო იმ ინდუსტრიას, რომელშიც ახლა მუშაობთ და ტელევიზიას, რითაც ადრე იყავით დაკავებული?

თუ ვისაუბრებთ ინტერნეტზე, ან თუნდაც იმაზე, როგორ ვურთიერთბთ ადამიანები დღეს (იგულისხმება სხვადასხვა ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალება), გამოდის, რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ისეთ სამყაროს, რომელშიც მანძილს მნიშვნელობა არ აქვს.

ავტორის შენიშვნა: ფონდმა Union Square Ventures სტარტაპ Jobbatical-ის შესახებ გაიგო twitter-დან.
ადამიანები სულ უფრო გლობალურები ხდებიან. მე ვახორციელებდი ტელეარხ MTV-ს ტრანსლაციას ესტონეთში. ამ ქვეყანაში ადამიანების ვარსკვლავებად ქცევის პროცესი იყო პრინციპულად განსხვავებული.

ადრე, იმისათვის რომ წარმატებული გამხდარიყავი, საჭირო იყო ნიუ-იორკში ან ლონდონში წასვლა. MP3 ფორმატის გავრცელების შესაძლებლობით ადამიანებმა დაიწყეს იმის შექმნა, რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ. პირველ ადგილზე დადგა ის, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ. იგივე ხდება დღეს შრომის ბაზარზეც. მაგალითად, თუ ბალიზე ცხოვრება გინდათ ან რომელიმე სტარტაპის გუნდში მოხვედრა, ამის გაკეთბა უკვე ძალიან მარტივია.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like