ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!
1649 Views

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

მამამ ალბათ გასწავლათ გარკვეული ნაწილი ამ სტატიაში მოყვანილი საკითხებიდან. მაგრამ თუ მას არ დაუთმია სათანადო დრო ამ ყველაფრისთვის, მაშინ აქ მოყვანილი ჩამონათვალი ნამდვილად გამოგადგებათ მამაკაცებს:

1. შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს, რომლებსაც საკუთარ დონეზე მაღლა მდგომად მიიჩნევთ. გაკვირვებული დარჩებით.
2. არავის უნანია სიკვდილის წინ, რომ ცოტა იმუშავა. დატკბით საკუთარი ცხოვრებით.
3. არასოდეს დაარტყათ ადამიანს მანამ, სანამ ის თქვენთვის საფრთხე არ იქნება.
4. თავის ყველა აქსესუარს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოყენება.
5. პირველ პაემანზე ქალი არასოდეს არ დაპატიჟოთ კინოში.
6. ისწავლეთ სწორად გაპარსვა. ჯერ გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, შემდეგ საპირისპიროდ.
7. არაფერი გამოიყურება იმაზე უკეთ, ვიდრე კარგად მომჯდარი პიჯაკი.
8. ცხოვრებაში დაკავდით იმით, რასაც საჭიროდ თვლით, მაგრამ ყოველთვის ეცადეთ უკეთესი გახდეთ ამ საქმეში.
9. ყოველთვის თვალებში უყურეთ იმ ადამიანს, ვისაც ესაუბრებით. 
10. საკუთარ თავში დარწმუნებული კაცები ქალებს ყველაზე სექსუალურებად მიაჩნიათ.

11. სპორტი უფრო გაგაბედნიერებთ. ირბინეთ, ივარჯიშეთ, ითამაშეთ სპორტული თამაშები.
12. ჯენტლმენი ჯერ კბილებს იხეხავს და შემდეგ ისწორებს ჰალსტუჰს.
13. ყოველთვის გადადეთ ხელფასის ნაწილი. 
14. მშობლებს დაურეკეთ კვირაში ერთხელ მაინც.
15. არასოდეს ატაროთ რეზინიანი ჰალსტუჰი.
16. ხელი ჩამოართვით მყარად და მაგრად, ოღონდ არ გადაამეტოთ.
17. შეაქეთ ქალის ფეხსაცმელი. 
18. არასოდეს დატოვოთ ლუდის კათხა დაუცლელი.
19. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, მოაჩვენეთ ყველას, რომ ასე არ არის. დროთა განმავლობაში ეს გაგივლით.
20. ადამიანის სიდიდეზე საუბარი შესაძლებელია იმ საკითხების სიდიდიდან გამომდინარე, რომლებიც მას აწუხებს.

21. ყოველთვის გააკონტროლეთ საკუთარი ჟესტიკულაცია.
22. ადამიანი სამიზნედ მხოლოდ მაშინ უნდა ამოიღოთ, თუ გასროლას აპირებთ.
23. ყოველთვის ადექით, როცა ვინმეს ხელს ართმევთ. 
24. გაასესხეთ მხოლოდ ისეთი თანხა, რომელთან გამომშვიდობებისთვის შინაგანად მზად ხართ.
25. უფრო მეტი მოისმინეთ, ვიდრე ილაპარაკებთ. ადამიანებს მოსწონთ, როცა მათ უსმენენ.
26. იქონიეთ სამუშაო ტანსაცმლის რამოდენიმე კომპლექტი.
27. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტები.
28. მამაკაცს უნდა შეეძლოს არამარტო საკუთარი თავის, არამედ სხვების დაცვაც.
29. როცა მიდიხართ, იყურეთ წინ და არა ფეხებში.
30. ნუ შეგეშინდებათ გადაწყვეტილების მიღების, რომელიც საინტერესო ისტორიას გპირდებათ.

31. წარმატებას მომზადებული ადამიანები უყვარს.
32. იპოვეთ ის, რასაც ყელაზე მეტი სიამოვნება მოაქვს შენთვის, თან შეეცადეთ მოძებნო გზა, როგორ იშოვო ამ ყველაფრით ფული. 
33. ნუ მისცემთ „პატარა“ თავს დიდ საკითხებზე ფიქრის უფლებას.
34. გამოიჩინეთ პატივისცემა ყველა ადამიანის მიმართ თანაბარი პატივისცემა, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.
35. ყველაზე კარგი რამ, რისი სწავლაც შეგიძლია — ეს არის პასუხისმგებლობა. ცუდი რაღაცეები ყოველთვის ხდება. თქვენი ამოცანაა მათთან გამკლავება.
36. ვინც პირველი გაბრაზდება — წააგებს.
37. არასოდეს იწუწუნოთ. ეს არც თქვენზე დაკისრებულ ამოცანას გააიოლებს და არც მის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
38. ყოველთვის ეცადეთ რაიმე ახალი გაიგოთ.
39. სახლიდან ისეთ ფორმაში გამოდით, რომელშიც მზად ხართ ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. 
40. არასოდეს შეცვალოთ საკუთარი თავი იმისათვის, რომ სხვა გააბედნიეროთ. იმ გამონაკლისის გარდა, როცა ეს „სხვა“ თავად თქვენ ხართ.
41. თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი თქვენ ხართ — ე.ი. არასწორ ოთახში იმყოფებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like