ის რაც უნდა იცოდე, როდესაც ცხოვრებაში ზღვარზე აღმოჩნდები

ის რაც უნდა იცოდე, როდესაც ცხოვრებაში ზღვარზე აღმოჩნდები

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა იწყება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ამ გამოცდას ადრე თუ გვიან ყველა გავივლით.

შეგრძნება, როდესაც შენი ერთი ნაწილი მთელი ძალით გებრძვის, რომ დაუბრუნდე ერთის მხრივ ყველაზე ”ტკბილ” და ”საუკეთესო” წარსულს….(არადა ამ დროს ხვდები რომ ეს ”ტკბილი და საუკეთესო წარსული” უბრალოდ კომფორტის ზონაა და მეტი აღარაფერი) …. და მეორეს მხრივ რაღაც ძალა წინ, მომავალისკენ მიგაქანებს, იმ მომავლისკენ, რომელიც ჯერ უცნობი და საშიშია…. (ყოველ შემთხვევაში ჩვენი გონება უცხოს და ახალს ყოველთვის საშიშად აღიქვამს) … არადა სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი.

ყველამ კარგათ ვიცით, რომ ცხოვრება გადაწყვეტილებებისგან შედგება. ჩვენი რეალობა კი ამ გადაწყვეტილებების შედეგია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი 

ერთი ნაბიჯი…

ერთი გადაწყვეტილება….

ერთი არჩევანი…. 

რომელიც ხშირად მთლიანად განსაზღვრავს მთელ ჩვენ ცხოვრებას და შედეგებს.

მგონია, რომ სწორედ ეს მომენტია ყველაზე რთული გამოცდა ადამიანებში…. აი, რას აირჩევ ზღვარზე მდგომი???

ან უბრუნდები წარსულს, რუტინას, გატკეპნილს თავიდან ტკეპნი და ‘’კომფორტით ტკბები’’ ან იღებ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე, ხდები მამაცი და გამბედავი, ბრძოლისუნარიანი, თვალებში უყურებ შენ წინ აღმართულ უკიდეგანო შიშს და მიუხედავად შიშისა, მაინც სიამაყით ნაბიჯს დგამ წინ,

წინ ახალი და უცხო მომავლისკენ,

ახალი ცხოვრებისკენ,

ახალი გამოცდილებებისკენ

და აი, ამ დროს გრძნობ, რომ თურმე როგორი ძლიერი ყოფილხარ, მიუხედავად ყველაფრისა. გრძნობ სიხარულს,

საკუთარი თავით სიამაყეს, გრძნობ გამარჯვებას, გამარჯვებას ყველაზე მთავარ ბრძოლაში…. საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში… საკუთარ შიშებთან ბრძოლაში, საკუთარ ეჭვებთან ბრძოლაში და მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება ამაყობ, რომ შენ ეს ერთხელ უკვე შეძელი, შენ გაიმარჯვე, შენ ეს ერთხელ უკვე გამოგივიდა და კიდევ უფრო მეტი ძალით ივსები ცხოვრების ახალი გამოწვევებისთვის….ივსები საკუთარი ძალის რწმენით და გრძობ, რომ თურმე სწორედ ესეთი მომენტები გზრდის და გაძლირებს ადამიანს….

ზოგ ადამიანს ასეთი გამოცდები ყოველ დღე უტარდება ცხოვრებისგან, ზოგმა კი უკვე დიდი ხანია ჩააბარა და დიდი ხანია მიხვდა, არ უნდა გაბედო და უღალოტო საკუთარ გადაწყვეტილებებს. არ გაქვს უფლება საკუთარი თავის ღალატის ან შენი არჩევნის, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი უცხოა და ცოტა საშიში.

როდესაც გრძნობ, რომ ბეწვის ხიდზე აღმოჩნდი, ვალდებული ხარ  გაიმარჯვო, უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს… ეს საკუთარი თავის გამო უნდა შეძლო, აჯობო წარსულ ”მე”-ს და ამ გამარჯვებით დამუხტულმა განაგრძო გზა წინ, სულ მაღლა და მაღლა, ზევით და ზევით, ახალ ცხოვრებაში, განაგრძო გზა სიურპრიზებით სავსე, უცხო მომავალში და ეს იქამდე აკეთო სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ და სასურველი მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, იქედან ხედით არ დატკბები.

წარმატებები!

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მომპოვებელი, საყრდენი, ოჯახის უფროსი… ადვილია თუ არა იყო მამაკაცი?

მივეჩვიეთ მამაკაცების ათასგვარი სასიკვდილო ცოდვაში დადანაშაულებას. მოგვწონს ცოტაოდენი ირონიით ამოკვნესა: “ეჰ, დღეს კაცები სულაც აღარ არიან ისეთები, ადრე რომ იყვნენო!”. მაგრამ… ფიქრობთ, ადვილია ჩვენს დროში მამაკაცი იყო? ფულიც უნდა იშოვო,

Print Friendly, PDF & Email

ოცი ჩვევა, რომლებიც ხელს გიშლით უფრო დიდი წარმატების მიღწევაში – მარშალ გოლდსმითი

როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ, გახდეთ უფრო სასიამოვნო ადამიანი თუ დარჩეთ უსიამოვნო პიროვნებად, რას ფიქრობთ, რა უფრო ადვილია? პირველი მოითხოვს განსაზღვრულ დადებით მოქმედებათა ინტენსიურობას, მეორე კი – არაფერს, გარდა იმისა, რომ

Print Friendly, PDF & Email

ქვიშიან სანაპიროზე დატოვებული წერილი

დღეს ზღვა განსაკუთრებით ლამაზი და მშვიდია.თავის სიღრმეში ინახავს ათას საიდუმლოს და ჩვენც ამ საიდუმლოს ნაწილად ვრჩებით. ქვიშა სანაპიროზე არის ძალიან თბილი და  ფეხით სიარული ავსებს სულს პოზიტივით და იმედით.გემები მიცურავენ 

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი ეფექტი და მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს, ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგიერთი ცხოვრებისეული

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თავის საქმით, ცხოვრობს მომატებული მჟავიანობის მქონე გარემოში. გარიგება თუ არ შედგა — სტრესია. გარიგება თუ შედგა — სტრესია. მთავარ პრობლემად რჩება ენერგორესურსის დეფიციტი. უბრალოდ ორგანიზმისთვის მინერალებია არასაკმარისი

Print Friendly, PDF & Email

12 მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი

ქვემოთ მოცემული ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ცხოვრება და დაეხმაროთ თქვენს თავს გადალახოს სტრესული სიტუციები. ნამდვილად ღირს მათი გაცნობა: 1. სიცილი ჯგუფში – როდესაც ბევრი ადამიანი ერთად იცინით ის ადამიანი, რომელსაც

Print Friendly, PDF & Email