ის, რაც იმაზე ადრე უნდა გადავეჩვიოთ, ვიდრე თამბაქო
313 Views

ის, რაც იმაზე ადრე უნდა გადავეჩვიოთ, ვიდრე თამბაქო

რამდენი ხანია მსოფლიო გამუდმებით საუბრობს თამბაქოს საფრთხეებზე. უკვე აღარავინ დავობს მის მავნებლობაზე და ყველა ერთხმად ვთანხმდებით რომ უნდა გადავეჩვიოთ მოწევას. თუმცა გარდა ამისა, თითოეულ ჩვენთაგანს მრავლად აქვს სხვა ზიანის მომტანი ჩვევებიც, რომლებიც ცხოვრებას ნელა და შეუმჩნევლად გვიწამლავენ.

დავდივართ სავარჯიშო დარბაზებში, მივირთმევთ მწვანე ფოთლებს, უარს ვამბობთ ალკოჰოლზე და თამბაქოზე, მაგრამ ვაგრძელებთ ცხოვრებას ისეთი უარყოფითი გრძობებით როგორებიცაა: შური, წყენის გულში ჩადება და გაუთავებელი წუწუნი ცხოვრებაზე. იქნებ დროა გადავეჩვიოთ ამ ყველაფერს?
ალბათ ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია მსგავსი გრძნობები. მართლა კარგი იქნებოდა მხოლოდ ერთხელ გამოგვეცადა, სინამდვილეში კი უფრო ხშირად ვართ მათი მსხვერპლი. თან ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე არ აისახება. სინამდვილეში კი უარყოფითი გრძნობები ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ!

ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ მიმართულია მხოლოდ ბედნიერების მისაღწევად.
მაგრამ თუ თქვენ მსგავსი ჩვევებით იწამლავთ თავს, რაც არ უნდა გააკეთოთ, ბედნიერება არ მოვა თქვენთან, და არა იმიტომ რომ გვერდში მეორე ნახევარი ან მეგობრები არ გვყავთ, ან ცოტა ფული გაქვთ და საყვარელი საქმით არ ხართ დაკავებულები. არა, ცხოვრებამ რაც არ უნდა კარგი პირობები გაჩუქოთ, თქვენ მაინც ყოველთვის უკმაყოფილოები დარჩებით.

4 მავნე ჩვევა, რაც ხელს გვიშლის ბედნიერების მიღწევაში

1. შური
ეს ის სიბინძურეა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გაგვიხარდეს არც საკუთარი და არც სხვისი წარმატების. სოციალური ქსელები კი შესანიშნავი ინსტრუმენტია შურის გასაღვიძებლად.

ამერიკის იუტას შტატში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, 435 გამოკითხული სტუდენტიდან გაირკვა, რომ ადამიანის ცხოვრებაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება თუ რამდენ დროს ატარებს სოციალურ ქსელში. რაც უფრო დიდ დროს უთმობს იგი სხვისი ( სავარაუდოთ სოც. ქსელში წარმოსახვითი ანუ რედაქტირებული) ცხოვრების თვალის დევნებას, მით უფრო ფიქრობს, რომ სხვები მასზე ბედნიერად და წარმატებით ცხოვრობენ.

რეალურ ცხოვრებაშიც საკმარისად გვხვდება შური, რომელიც არშემდგარი ცხოვრების გამო წუხილს გვაიძულებს.

რა მოვუხერხოთ მას?
ერთხელ მაინც რომ შეგვეძლოს თუნდაც ერთი დღით გვეცხოვრა სხვისი (ვისიც გვშურს) ცხოვრებით, ალბათ მაინცდამაინც არ მოგვეწონებოდა, რადგან ყველას აქვს თავისი მწუხარება, რაც ჩვენსას არაფრით სჯობია.
არ შეიძლება გამუდმებით სხვას შევედაროთ, ყველას თავისი წარსული აქვს, თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, თავისი პრობლემები და უბედურებები. უბრალოდ არ შეადაროთ, რადგან არ არსებობს შედარების კრიტერიუმი.

2. წყენა
თუ უკმაყოფილებისა და წყენის მიზეზს ჩავუღრმავდებით, ეს არის ჩვენი მოლოდინების შეუთავსებლობა რეალობასთან.

წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით ქუჩაში რაღაცას ფეხი წამოკარით, დაეცით და პროდუქტებით სავსე ნობათი, რომელიც ხელში გეჭირათ ძირს გაიფანტა. ამ დროს, არც ისე მოშორებით უსინათლო მათხოვარი მოწყალებას ითხოვს. თქვენ ხომ არ ელით მისგან დახმარებას? შესაბამისად არანაირი წყენის გრძობა მის მიმართ არ გაგიჩნდებათ. თუმცა იქვე თქვენი კოლეგა, რომ მდგარიყო და დახმარება არ გაეწია, წყენა მის მიმართ ნამდვილად გაგიჩნდებოდათ. უფრო მეტიც, ეს გრძობა შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზეც კი გაგყოლოდათ.

აღნიშნული გრძნობა შეიცავს ძლიერ ნეგატიურ ემოციას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე თან გდევთ. ნებისმიერ დროს იმ ადამიანის გახსენება, რომელმაც ოდესმე გაწყენინათ, თქვენში ნეგატიური ემოციების მოზღვავებას იწვევს. ხანდაზმული წყენები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ისევე როგორც მოუშუშებელი ტრავმები.

როგორ გავთავისუფლდეთ მისგან
იმისთვის რომ წყენის გრძნობამ არ შეგაწუხოთ, უბრალოდ უნდა გადაეჩვიოთ სხვებისგან რაღაცის მოლოდინს. იცოდეთ რომ, არავის თქვენი ვალი არ აქვს, ნურავისგან ელით განსაკუთრებულ მზრუნველობას, არავინ ვალდებული არ არის მეგობრულად მოგექცეთ. მიიღეთ ყველა და ყველაფერი ზუსტად ისეთი როგორიც არის.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ურთიერთობა გქონდეთ არასასიამოვნო ადამიანებთან, რომლებიც პატივს არ გცემენ. უბრალოდ დასკვნები თავად გააკეთეთ, ვისთან ღირს ურთიერთობის გაგრძელება და ვისთან არა. წყენის გარეშე ცხოვრება ხომ უფრო ადვილია.

3. უკმაყოფილება
იყო უმწეო ძალიან ადვილია, იყო ბედნიერი უფრო რთული, სამაგიეროდ შესანიშნავი (ტომ იორკი).
გამუდმებული წუწუნი ჩვევაში გადადის, და როცა ადამიანი ეჩვევა მას, მნიშვნელობა აღარ აქვს როგორია მისი ცხოვრება, რადგან ის ყოველთვის იპოვის უკმაყოფილების მიზეზს. არ არსებობს საკუთარი ცხოვრების ობიექტური შეფასება. თუ ადამიანი გამუდმებით უკმაყოფილოა, ეს იმას ნიშნავს რომ ის თავის ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატიურ მხარეებს ხედავს, მერე სხვებს უზიარებს, და ეს ყველაფერი რის გამო? მხოლოდ გარშემომყოფებისგან თანაგრძნობის მისაღებად?

4. გაკიცხვა
აი, ბოლო უსახური ჩვევა – ორღობის ჭორიკანა დედაკაცის კრედო – მსოფლიო სავსეა ნარკომანებითა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით. ჩვენ ისეთი სიამოვნებით ვაქილიკებთ სხვებს, ვჭორაობთ ყველაზე და ყველაფერზე ასაკისა და სქესის მიუხედავად.

ვკიცხავთ სხვებს, ასევე საკუთარი თავსაც. არ შეიძლება სხვების გაკიცხვა, საკუთარ თავზე იმავე შეფასების კრიტერიუმების გამოყენების გარეშე. რამდენჯერ შემინიშნავს, ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ნაკლოვანებების აღმოჩენის გამო ადვილად გამოდიან წყობიდან და ხმას იმაღლებენ სხვებზე, ზუსტად იგივენაირად კიცხავენ საკუთარ თავს შეცდომებისთვის, ხშირ შემთხვევაში უფრო მკაცრადაც.

რა უნდა გავაკეთოთ
ამ ცხოვრებაში ყველას აქვს ერთხელ შეცდომის უფლება. ყველა ისეთი განსხვავებულები ვართ, რომ არ შეიძლება ქმედებების ობიექტური შეფასება. თქვენ არასოდეს გიცხოვრიათ სხვისი ცხოვრებით, არ იცით როგორია მისი ყოფა აწმყოში, თქვენ არ იცით თუ როგორ ცხოვრობდა ის წარსულში, არ იცით რაზე ფიქრობს და რას გრძნობს ახლა. ეს იგივე რაც საფეხბურთო მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთოთ მისი ნახვის გარეშე.
რაც შეეხება საკუთარი თავის გაკიცხვას, რომელიც შესაძლებელია მშობლებისგანაც გამოგყვათ, კარგს არაფერს მოგიტანთ. პირიქით, გაიძულებთ თავი იგრძნოთ წარუმატებლად, შეეგუოთ ამ მდგომარეობას და დაიტანჯოთ.

ყველა მავნე ჩვევები
ადრეულ წარსულში სოციალურ ქსელში გადავაწყდი „იასამნისფერი სამაჯურის“ პრაქტიკას. ალბათ ბევრს გსმენიათ მის შესახებ, ვინაიდან საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. ზუსტად ახლა გამახსენდა, ვინაიდან სწორედ ის გვთავაზობს შესაძლებლობას გავთავისუფლდეთ ყველა მავნე ჩვევებისგან.

ხსენებული პრაქტიკა 2006 წელს სასულიერო პირის უილ ბოუენის მიერ იქნა შემოთავაზებული, რომლის მიხედვით სამაჯური ხელზე უნდა გავიკეთოთ და 21 დღის განმავლობაში თავი შევიკავოთ ყოველგვარი უარყოფითი ჩვევების გამოვლენისგან: უკმაყოფილების გამოთქმისგან, სხვებისა და საკუთარი თავის კრიტიკისგან და ა.შ.. თუ ადამიანი ვერ უმკლავდება ამ დავალებას, სამაჯური მეორე ხელზე უნდა გადაიტანოს და დღეების ათვლა ხელახლა დაიწყოს, და ასე გაუთავებლად სანამ ბოლომდე არ გათავისუფლდება მავნე ჩვევებისგან.

როდესაც ამ პრაქტიკის შესახებ შევიტყვე, ვცადე მეც მომესინჯა ძალები. თავიდან მომეჩვენა ყველაფერი მარტივი იყო. არასოდეს ჩამითვლია რომ უკმაყოფილო ადამიანი ვიყავი, მეგონა რომ საერთოდ არ მიყვარდა წუწუნი, სხვის კრიტიკასაც არ ვანიჭებდი უპირატესობას.

საბოლოდ აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი არც ისე ადვილია. სამაჯურის გაკეთებიდან მეორე დღეს უკვე მომიწიო მისი გადატანა მეორე ხელზე, ვინაიდან სამსახურში გარკვეული მიზეზის გამო უკმაყოფილება გამოვხატე. მერე ისევ იგივე განმეორდა, დღეში 2-3-ჯერ მაინც მიხდებოდა ხელიდან ხელზე სამაჯურის გადასროლა.

ახლა, მსგავსი სამაჯურები ფართოდ იყიდება. თქვენც შეგიძლიათ თავად დაამზადოთ იგი. ხელზე შეიბით ნებისმიერი ფერის უბრალო ძაფი, ან თუნდაც ბეჭედი გამოიყენეთ ამისთვის, რომელსაც ხელიდან ხელზე ადვილად გადაიტანთ. მთავარი მიზანი ერთია – საბოლოოდ გადაეჩვიოთ მავნე ჩვევებს.

თუ თქვენ მავნე ჩვევების გამკლავების თქვენეული ხერხები გაქვთ, თხოვნა გვაქვს ჩვენც გაგვიზიაროთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like