ის ეძებდა მდიდარ ქმარს. პასუხი ბანკირისგან, ყველასთვის გამაოგნებელი იყო

ის ეძებდა მდიდარ ქმარს. პასუხი ბანკირისგან, ყველასთვის გამაოგნებელი იყო

ეს გოგონა ეძებდა მდიდარ ქმარს გაცნობის ფორუმების გამოყენებით. მან დაწერა შემდეგი:

«მე არ ვაპირებ მოვიტყუო რატომ ვარ აქ. ამ წელს 25 შემისრულდება. მე ძალიან მიმზიდველი ვარ. კარგი გემოვნება და სტილის გრძობა მაქვს. მინდა ცოლად გავყვე მამაკცს, რომელიც გამოიმუშავებს USD 500 ათსზე მეტს წელიწადში. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ანგარებიანი ვარ, მაგრამ არა, ეს ასე არ არის. უკეთ რომ გაიგოთ: ნიუ-იორკში ის, ვინც წელიწადში მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ითვლება საშუალო კლასის წარმომადგენლად. მეც არ მინდა, რომ ღარიბი ვიყო.

ჩემი პირობები არც თუ ისე შეუსრულებელია. არის ვინმე ამ საიტზე ისეთი, ვისი შემოსავალიც წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტია? თუ ყველა ცოლიანი ხართ უკვე? კიდევ ერთი შეკითხვა: «რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ცოლად გავყვე ასეთ მდიდარ მამაკაცს?»
ყველა, ვისაც ადრე ვხვდებოდი, ვერ შოულობდა 250 ათასზე მეტს წელიწადში. ასე რომ, როგორც ჩანს, ეს ჩემთვის ზედა ზღვარია. თქვენ შეგიძლია უპასუხოთ ჩემთვის საინტერესო რამოდენიმე შეკითხვას, მაგალითად:

1) სად იმყოფებით – მდიდარო უცოლოებო – ჩვეულებრივ ერთობით? (თუ შეიძება დაწერეთ თქვენი საყვარელი ბარები, რესტორნები, სპორტ-დარბაზები, სასურველია მისამართებით).
2) რა ასაკის მამაკაცებზე გავაკეთო აქცენტი?
3) რატომ არიან მდიდარი მამაკაცების ცოლების უმეტესობა სულელები?
4) საიდან იცით, ვინ გამოგადგებათ ცოლად და ვინ მხოლოდ შეყვარებულად? ამ უკანასკნელის როლი მე არც ისე მაინტერესებს, როგორც ცოლის.
ველი თქვენს გამოხმაურებას.
თქვენი ლამაზმანი».

აშშ-ს ერთ-ერთი მსხვილი ბანკის გენერალურმა დირექტორმა მას ასე უპასუხა:

«ძვირფასო ლამაზმანო!
მე დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი შეტყობინება ფორუმზე. წარმომიდგენია, რომ ბევრ გოგოს ზუსტად იგივე საკითხი აწუხებს. ნება მომეცით გავაანალიზო თქვენი სიტუაცია ინვესტიციის კუთხით.

ჩემი წლიური შემოსავალი USD 500 000-ზე მეტია. ეს სწორედ ის არის, რასაც თქვენ ეძებთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროს ტყუილად არ ვკარგავ. როგორც ბიზნესმენმა, შემიძლია გითხრათ, რომ თქვენზე დაქორწინება – წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი ძალიან მარტივია. მოდი, აგიხსნით რატომ:

ის, რის გაკეთებასაც თქვენ ცდილობთ – «სილამაზის» ბარტერს «ფულზე», ანუ სუბიექტი A სთავაზობს სილამაზეს, ხოლო სუბიექტი B იხდის ფულს ამაში. თითქოს ამაში ცუდი არაფერია.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი პრობლემა არის სწორედ თქვენი სილამაზე, რომელიც გაქრება, ჩემი ფული კი არ დაიკარგება. მომავალში, ჩემი შემოსავალი გაიზრდება, თქვენი სილამაზისგან განსხვავებით.

ეკონომიკური ტერმინებით თუ ვისაუბრებთ, ჩვენ ვართ ორი აქტივი. ჩემი ღირებულება აიწევს, თქვენი კი დაიწევს და ეს უბრალოდ კი არ მოხდება, არამედ გეომეტრიული პროგრესიით.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან ურთიერთობა – ვაჭრობასავით არის. როგორც ნებისმიერ ლოტს უოლ-სტრიტზე, მასაც თავისი პოზიცია აქვს.

თუ თქვენი, როგორც აქტივის საბაზრო ფასი დაიკლებს, ჩვენ მას გავყიდით. ასეთი აქტივის ქონა უბრალოდ უაზრობაა. იგივეა ქორწინებაზეც, რომლისკენაც თქვენ ასე მიილტვით. რამდენად მკაცრადაც არ უნდა ჟღერდეს, აქტივების საკითხის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომლებიც სწრაფად გაუფასურებისკენ არიან მიდრეკილი, არის მათი გაყიდვა ან გაქირავება.
ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც წელიწადში 500 000-ზე მეტს გამოიმუშავებს, აპრიორი ვერ იქნება სულელი. რა თქმა უნდა ისეთები, როგორიც მე ვარ, თქვენ მხოლოდ შეგხვდებიან, მაგრამ არასოდეს არ დაქორწინდებიან თქვენზე. ჩემი რჩევა იქნება – შეწყვიტეთ ეს ძიება. სჯობს გამდიდრების საშუალებები მოძებნოთ და თავად გამოიმუშაოთ სასურველი თანხა. ამ შემთხვევაში მდიდარი სულელის ნახვაც უფრო ადვილი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემი პასუხები გამოგადგებათ».

და მართლაც, რეალური სილამაზე ხომ ღრმად, შიგნით იმალება. ის, რაც არასოდეს არ ჩანს და არ გამოჩნდება არც ხვალ, არც 50 წლის შემდეგ.

გაუზიარეთ მეგობრებს და გაითვალისწინეთ სამომვალოდ!
წყარო: Worthy To Share

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ