ინვესტორზე შთაბეჭდილების მოხდენის 10 მეთოდი გაი კავასაკისაგან

ინვესტორზე შთაბეჭდილების მოხდენის 10 მეთოდი გაი კავასაკისაგან

1. ჩამოაყალიბეთ გრძელვადიანი რეალური ბიზნესი.
ეს თითქოს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ იშვიათი მეწარმე თუ ასრულებს რეალურად. უმეტესობა მომართულია IPO-ს (Initial Public Offering – პირველადი საჯარო შეთავაზება) მიმართულებით სწრაფი ნახტომის გასაკეთებლად, ან გადაყიდვაზე. მაგრამ ინვესტორებისთვის არაფერია იმაზე მეტად მაცდუნებელი, როგორც კომპანიები, რომლებსაც მათი წარმოდგენით შეუძლიათ სამყაროზე ზეგავლენის მოხდენა და ხანგრძლივად არსებობენ.

2. შიდა წყაროები
ვენჩურული კაპიტალისტები ზარმაცები არიან. ჩვენ ყველაფერი ხონჩით მორთმეული გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ვისაც ვიცნობთ, ყველამ გვირჩიოს რაიმე კარგი საქმის გაკეთება ან მოგვაწოდოს იდეა. საუკეთესო რჩევები კი მიიღება ფინანსური მრჩეველების, კოლეჯის პროფესორებისა და კომპანიის СЕО პირებისგან.

3. 10/20/30-ზე წესის დაცვა
თქვენი Power Point-ის პრეზენტაცია უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 10 სლაიდისგან, რომელის წარდგენას უნდა დასჭირდეს მაქსიმუმ 20 წუთი, ყველაზე პატარა შრიფტი მასში უნდა იყოს არანაკლებ 30 პუნქტისა. ეს მიუთითებს იმას, რომ თქვენ გაქვთ პატენტი, გრაფიკები, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია და ა.შ.

4. აჩვენეთ დადებითი დინამიკა
ყველაზე მარტივი მტკიცებულება იმისა, რომ მყარი ბიზნესი გაქვთ არის იმის ჩვენება, რომ ამ ბიზნესს შემოსავალი მოაქვს. თქვენი პრეზენტაციის დაჯერების მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ასახვა და ჩვენება. აჩვენეთ შემოსავლები და თქვენ გადალახავთ ინვესტორების უნდობლობას.

5. ბიზნესის სისუფთავე
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვენჩურული ინვესტორები ზარმაცები არიან, ამიტომ, თქვენს მიერ წარდგენილი ბიზნესი უნდა იყოს სუფთა. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გქონდეთ არანაირი სასამართლო დავა, არავინ უნდა იყოს თქვენი ქონების შემცილე და ა.შ.

6. ღიაობა
თუ რაიმე დასამალი გაქვთ, არ ღირს ამის შესახებ ინვესტორისთვის ეგრევე მოყოლა. მაგრამ მოგვიანებით ამის გაკეთება აუცილებელია. ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ – ეს არის ვენჩურული ინვესტორების გაოცება ცუდი ინფორმაციით.

7. მტრის აღნიშვნა
ინვესტორებს უყვართ შეჯიბრება, ეს ამტკიცებს, რომ ბაზარი არსებობს.

8. ახალი ტყუილი
კიდევ ერთხელ შეხედეთ ციფრებს გასული თვის ანგარიშებში. ყოველი ახალი ტყუილი 25%-ით ადაბლებს თქვენი დაფინანსების შანსებს. ოთხჯერ მოიტყუებით და ფულს ვეღარ მიიღებთ.

9. ნუ წამოეგებით ჩამჭრელ შეკითხვებზე.
ინვესტორების ჩამჭრელი შეკითხვების ორ ტიპს იყენებენ: ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ამ კომაპნიის СЕО თანამდებობაზე ხანგრძლივი პერიოდით? და რაშია თქვენი კომპანიის ლიკვიდურობა?
პირველ შეკითხვაზე სწორი პასუხია: «ჩემი მიზანია – დიდი კომპანიის შექმნა. თუ დრო მიჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესებშია ჩემი გვერდზე გადგომა, მე დიდი სიამოვნებით გავაკეთება ამას».
მეორე შეკითხვაზე სწორი პასუხია: «სიმართლე გითხრათ, მე ბევრს არ ვფიქრობ ლიკვიდაციაზე. მე და ჩემმა გუნდმა მთელი ყურადღების მობილიზება გავაკეთეთ პროდუქტზე. თუ შევძელით მსხვილი კომპანიის შექმნა, მჯერა, რომ ლიკვიდურობა იქნება».

10. ნაკლები დაპირება გაეცით და გადაჭარბებით შეასრულეთ
ყველაფერში, რასაც თქვენ ამბობთ, აუცილებელია იყოთ დარწმუნებული, რომ რეზულტატი მოლოდინის შესაბამისი იქნება. უფრო ადრე აჩვენეთ გამოცდილების მაგალითი. უფრო ადრე წარადგინეთ რეკომენდაციების ჩამონათვალი. ერთად-ერთი, რაც ადრე არ უნდა გააკეთოთ – ეს არის ფულის სრულად დახარჯვა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ