ინტერვიუ ჰარვარდელ არჩილ ჭეიშვილთან

B2P.GE- ს  დღევანდელი რესპოდენტი, არჩილ ჭეიშვილია. მასზე ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა თუმცა, მის შესახებ და მისი წარმატებების შესახებ, გვსურს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს სასარგელო მისი წარმატების ისტორია.

ჩვენს მკითხველებს კარგად მოეხსენებათ ვინ არის არჩილ ჭეიშვილი მაგრამ, მსურს თავად მოგვითხროთ, როგორ იქეცით იმად, ვინც დღეს ხართ?

მოდით დავბრუნდეთ ისტორიის დასაწყისში. ბავშვობაში ჩემს გარშემო უამრავ პრობლემას ვხედავდი. ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია, განათლების ფაქტიურად არ არსებობა და ა.შ.

ამ პრობლემების გადასაჭრელად მთლიანად ქვეყანას უნდა ემუშავა და ამ ქვეყნის ნაწილი ვარ მეც. გავაანალიზე, რომ ამ ყველაფრის მოგვარებისთვის კარგი განათლება იყო საჭირო.

დავიწყე უნივერსიტეტების გამოკვლევა და აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო უნივერსიტეტები ოკეანის გადაღმა იყო. კვლევის და მომზადების პროცესში გავაგზავნე უნივერსიტეტებში აპლიკაცია. წავედი ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრიატზე ეკონომიკაზე ვსწავლობდი და ორი წლის უკან დავამთავრე. ვმუშაობდი მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჩ-ფონდში ”Bridgewater Associates” ვოლთ სთრითზე, ვაკეთებდი ინვესტირებას მარკეტზე.

ამის შემდგომ,  გამიჩნდა ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. აღმოვაჩინე თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი,  თუ როგორ მუშაობს და ძალიან დამაინტერესა. ხელოვნურმა ინტელექტმა თუ  რა მასშტაბზე შეიძლება შეცვალოს კაცობრიობა და მთლიანად სამყარო, არის ერთ-ერთი ყველაზე უზარმაზარი. რეალურად, ეს არის  ახალი ელ-ენერგია ან თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი – ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სრული ტრანსფორმაციას გაუკეთოს ჩვენს ცხოვრებას. 

ამ სფეროში უკვე რამოდენიმე წელია ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მე და ჩემმა ჰარვარდელმა კურსელებმა დავიწყეთ პირველი კომპანიით Palatine Analytics  – ით. ახლა ვმუშაობთ, კომპანიაში რომელსაც ჰქვია Genesis AI – ეს არის ხელოვნური ინტელექტების ქსელი. ჩვენ ვქმნით პროტოკოლს, რომელიც არის კომპიუტერული კოდი, რომელიც იძლევა კანონებს,  თუ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა, როგორ შეიძლება მოახდინონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. როგორ შეიძლება გაცვალონ ინფორმაცია, ივაჭრონ სერვისებით და ისწავლონ ერთმანეთისგან. მაგალითად, ერთი ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს მეორე ხელოვნური ინტელექტის მოდელთან, რომ შექმნას რაღაც კომპლექსური. ჩვენი კომპანიის მუშაობის ფილოსოფიაა, ხალხის მიერ, ხალხისთვის.

დაბრკოლებები, რომლებიც შეგხვდათ გზაზე და მათი გადალახვა…

დაბრკოლებები თავიდანვე ძალიან ბევრი იყო. პირველი ბიზნესი  უფასო ამობეჭდვის სერვისი იყო, რომელიც 17 წლის ასაკში დავიწყე.  ამ ბიზნესში საჭირო იყო ის კომპანიები გვეპოვა, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებოდნენ თავიანთი რეკლამა დაედოთ ჩვენს ფურცლებზე. მახსოვს, დაახლოებით 100 კომპანიას ველაპარაკე და მათგან თითქმის 98% მეუბნებოდა უარს და ზოგი საკმაოდ უხეშად.

ბევრჯერ, როდესაც შეხვედრებისთვის 9-დან 17:00 დრო მქონდა დაგეგმილი, ხშირ შემთხვევაში, ხანდახან 14:00 საათზე უკვე იმდენი ნეგატიური შეხვედრები და ჩავარდნები მქოდა, რომ ამ დროს წავსულვარ მაკდონალდსში და იმის მაგივრად, რომ პროექტზე მემუშავა, მილკშეიკს და ბურგერებს  მივირთმევდი. მაგრამ, გამოსავალი აქ იყო ერთი, იმუშაო იმდენი, რომ  დამარცხება, აღიქვა როგორც გამარჯვება. შეიძლება ეს ძალიან არარეალისტურად ჩანდეს, როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ თუ ადამიანი ნამდვილად შეეცდება ამის გაცნობიერებას, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს,  რომ დამარცხება-გამარჯვებაა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო შეუპოვარი ხდება ადამიანი დაბრკოლებებისადმი და აზროვნების შეცვლის შემდეგ, დამარცხება უკვე მოტივაციაა წინსვლისთვის  და გზის გაგრძელებისთვის.  ეს არის ყველაზე მთავარი. ამის აღქმა და დაჯერება.

ჩემთვის, როგორ ანტრეპრენუერისთვის მნიშვნელოვანია აზროვნების ფსიქოლოგიის კონტროლი.  სტარტაპ სამყაროში ძალიან ხშირად ხდება, როცა ფაქტიურად გაკოტრების პირას აღმოჩნდები, ფონდები ვერ მოიზიდე და თანხა აღარ გაქვს ან პოტენციური კლიენტი, რომელიც დიდ თანხას გადაგიხდიდა, უარი გითხრა და ა.შ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდება. თუ ადამიანი მზად არ არის ამ დაბრკოლებებისადმი, მაშინ ძალიან მარტივად კარგავს დამფუძნებელი მოტივაციას, რაც შემდეგ სხვებზეც გადადის და კომპანია თავისით იხურავს ქუდს.  

არჩილ, გაგვიზიარეთ თქვენეული წარმატების  გასაღები…

ის რაც ჩემით და ჩემს გარშემო ძალიან წარმატებულმა ადამიანებმა ჰარვარდის წრიდან აღმოვაჩინეთ, არის შემდეგი –  მთავარი რაც ერთმანეთისგან განასხვავებს წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანს, არის მათი შესაძლებლობა აღიქვან რეალობა და ჩახედონ ამ რეალობას თვალებში.

როდესაც გავაანალიზებთ, რომ რაღაც სუსტი მხარე გვაქვს და როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაცაში  ვართ ძალიან სუსტი, თავიდან ეს არის  ძალიან მტკივნეული თუმცა ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. თავიდან,  როდესაც მე ვიწყებდი კომპიუტერულ – ტექნოლოგიურ ფირმას, გავაანალიზე, რომ კომპიუტერული კოდის შექმნა არ იყო ჩემი ძლიერი მხარე. ამის გაცნობიერება მტკივნეული იყო, თუმცა როცა რეალობას თვალებში ჩავხედე, იმის მაგივრად რომ მეთქვა, არა, მე გავაგრძელებ მაინც კომპიუტერული კოდის წერას და მერე შემექმნა პროგრამა, რომელიც საშინელება იქნებოდა, ვნახე ადამიანი ჩემს გარშემო, რომელიც ამ საქმეში ძალიან ძლიერი პროფესიონალი იყო და ის გაუძღვა ამ საქმიანობას, მე  კი იმ მიმართულებას, სადაც ბევრად უკეთესი ვიყავი და ჩვენ უკვე ერთად შევქმენით წარმატებული პროდუქტი.

მთავარია რეალობას ჩავხედოთ თვალებში. რადგან ჩვენ ყოველ დღე  ვიღებთ უკუკავშირს ცხოვრებისგან და ადამიანებისგან და ამ ყველაფერის გაანალიზება, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების აღქმა და შესაბამისად მოქმედება არის ის, რაც განსაზღვრავს ადამიანის წარმატების მიღწევას ცხოვრებაში.

 

წიგნები, რომლებმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება…

წიგნი, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე და თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება, არის ’’სიბრძნის საუნჯე.’’ მარტივი ენით დაწერილი, სხვადასხვა ანდაზების, აფორიზმების და გამონათქვამების კრებული. თუ ადამიანი გაანალიზებს ამ აფორიზმებს და გამოიყენებს ცხოვრებაში, საკმაოდ დიდ სიბრძნეს წამოიღებს ამ  წიგნიდან.  შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნის წაკითხვით მე ვისწავლე ის, რაც 500 წიგნი რომ წამეკითხა ვისწავლიდი.

ხოლო მეორე, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, ეს არის რეი დალიოს ‘’პრინციპები’’. რეი დალიო არის, იმ კომპანიის დირექტორი, სადაც მე ვმუშაობდი ჰეჯ-ფონდში. ეს პრინციპები არის ცხოვრებისეული. თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ცხოვრებაში, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების პრინციპები. მაგალითად, მენეჯერი თუ ხართ, მენეჯმენტის პრინციპები, ინვესტორი თუ ხართ, ინვესტიციების პრინციპები და ა.შ.  მოკლედ, რომ ვთქვა, სწორედ ამის შესახებაა მოთხრობილი ამ წიგნში.  

სწორედ ეს წიგნები აღმოჩნდა ყველაზე ტრანსფორმაციული ჩემს ცხოვრებაში და მე ყველას ვურჩევდი წაიკითხონ.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ და თუ უკავშირდება ის საქართველოს…

ჩემი გეგმები უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს, კერძოდ, ჩემი გეგმაა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ზოგადად ეკონომიკის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა ხალხის და სამყაროს კეთილდღეობაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის  შექმნაზე. ეს არის პოტენციურად ყველაზე ღირებული ტექნოლოგია, რომელიც კი შეუქმნია სამყაროს და კაცობრიობას.  მთავარი მიზეზია ის, რომ დღესდღეისობით  სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტები არის სფეციპიკური. გუგლის ხელოვნური ინტელექტი კარგად თამაშობს პოკერს, მაგრამ ვერ თამაშობს დავუშვათ ბლექჯეკს. 

ზოგადი ხელოვნური ინტელექტი ნიშნავს, რომ შესაძლებლობა მიეცემა ბევრი სხვადასხვა რაღაც გააკეთოს. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება მართოს მანქანაც, თვითფრინავიც და წყალქვეშა გემიც ანუ, ხელოვნურ ინტელექტს  შეუძლია ავტომატიზირება გაუკეთოს ძალიან რამეს. დაწყებული  ტრანსპორიტირების თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებით, თვითმართვადი მანქანებით, ასევე ჯანდაცვის სფეროს, სადაც ექიმი იქნება უფრო კონსულტანტი და არა ადამიანი, რომელიც დიაგნოზებს დასვამს და თვითონ გააკთებს კვლევებს, გაგრძელებული ფინანსურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ბევრად უფრო დაცული, ბევრად უფრო იაფი,  სწრაფი და ეფექტური იქნება.

ჩვენ სწორედ ამის შექმენაზე ვმუშაობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველო ამ პოტენციურად ყველაზე ღირებულ ტექნილოგიას არ ჩამორჩეს. საქართველოში ხელოვნური ინტელექტი ფაქტიურად არ არსებობს. იმ დროს როდესაც, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავწიოთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიის შექმნაში.

ჩემი მიზანია, რომ  საქართველოდან ჩაერთონ ადამიანები. ძალიან მიხარია, რომ  უკვე გვყავს რამოდენიმე ქართველი სტუდენტი და ინჟინერი, რომლებიც გვეხმარებიან და მახარებს ის ფაქტი,  რომ ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გაზიარება ხდება ახალგაზრდა თაობაში.  ასევე გვყავს კომპანიები, რომლებთანაც ვმუშაობთ და მთავარი მიზანია ეს მასშტაბი შეიცვალოს და მეტი ადამიანის ჩართულობა მოხდეს, განსაკუთრებით სამთავრობო დონეზე. ეს არის ერთადერთი საშუალება, იმისთავის, რომ საქართველო არ მოხდეს პოტენციური ხელოვნური ინტელექტის მარწუხებში.

აქამდე, მათ ვისაც გაზი და ნავთობი ჰქონდათ, მათი იყო ძალაუფლება, დღესდღეობით კი იმას, ვისაც აქვს ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტი, მას აქვს რეალურად ყველაზე დიდი ძალაუფლება.  დაახლოებით ორ წელიწადში ეს უფრო აშკარა ძალაუფლება გახდება.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ხელოვნური ინტელექტის გიგანტებისგან, ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ტექნოლოგიების შექმნასა და იმპლემეტირებაში. რადგან ვერ შექმნი ვერაფერს თუ პროცესში  იმპლემეტირება არ ხდება და ამის საშუალებით არ სწავლობ. ასე, რომ საქართველოს ჩართულობა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი დიდი მიზანია, რომ  საქართველოს ჩართულობით ჩვენ ერთად შევქმნათ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ტექნოლოგია.

წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ არჩილს!

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 74 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

დაუჯერებელი ამბავი მომხდარი სიეტლის ოლიმპიადაზე

რამოდენიმე წლის წინ, სიეტლის ოლიმპიადაზე, 100 მეტრიანი სარბენი ბილიკის სტარტზე 9 ათლეტი იდგა. ისინი ყველანი ინვალიდები იყვნენ. გაისიმა გასროლის ხმა და რბენაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ დარბოდა ყველა

აირჩიეთ ბილიკი და გაიგეთ რა გელით

ინტერნეტში უამრავი ტესტის ნახვა შეიძლება, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ საკუთარი ხასიათის თავისებურებები. ზოგიერთმა ტესტმა შეიძლება პასუხი გასცეს საკმაოდ უცნაურ შეკითხვებს მაშინ, როცა სხვები საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარებათ. ეს ტესტი ძალიან მარტივია,

რაიან როსი: 8 წლის კანადელი მილიონერი!

როცა რაიან როსი იყო 3 წლის მან მშობლების სახლის უკანა ეზოში მოაწყო ქათმების ფერმა. ის უკვე რვა წლისაა. ბავშის მხრებზე ოთხი კომპანიაა, მისი პირადი შემოსავალი კი მილიონ დოლარს აღწევს. თავიდან

30 მარტივი საშუალება იმისათვის თუ როგორ დაანახოთ თანამშრომლებს, რომ აფასებთ

1. მოქნილი გრაფიკი – ორგანიზაციების უმრავლესობა თანამშრომლებისგან მოითხოვს მთელი სამუშაო დროის მანძილზე ოფისში ყოფნას. თუმცა, არის კომპანიები, რომლებიც საშუალებას აძლევენ თავისზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ და კიდევ არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც

ვადგენთ თვითგანვითარების გეგმას

თვითგანვითარების გეგმის შედგენის 5 ძირითადი ეტაპი არსებობს: 1) აუცილებლობის გაცნობიერება; 2) სტრატეგიის შემუშავება; 3) საკუთარი თავის შეცნობა; 4) მოქმედების სტრატეგიის შედგენა; 5) მოქმედება. მივყვეთ რიგითობით. აუცილებლობის გაცნობიერება სანამ თვითგანვითარების პროცესს

10 ფრაზა პროდუქტის გაყიდვისთვის

ამ ფრაზების საკუთარ საიტებზე, ლენდინგზე, წერილებსა და მოლაპარაკებებზე გამოყენებით, თქვენ პოტენციურ დამკვეთს გარიგების დადებისკენ უბიძგებთ.  1. არ გავალდებულებთ  მაგალითად: «ეს თქვენ არაფერს არ გავალდებულებთ». 2. თანხის დაბრუნების გარანტია  თუ დარწმუნებული