ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან

ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან

ფსიქოლოგები გვირჩევენ: იმისათვის, რომ გავიადვილოთ წარმატებისკენ მიმავალი გზა, საჭიროა ვიცნობდეთ რაც შეიძლება მეტ, ისეთ წარმატების ისტორიას, სადაც ადამიანებმა მიაღწიეს კონკრეტულ სფეროში იმას, რაც ჩვენთვის ჯერ მხოლოდ სამომავლო მიზანია.  წარმატების ისტორია კი შესაძლოა გახდეს თქვენთვის მოტივაცის და წინსვლის სტიმული. ზოგჯერ, კი ცხოვრების კომპასი.

მაშ ასე, რუბრიკა #წარმატებისისტორიები – ის დღევანდელი რესპოდენტია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, იმიჯმეიქერი, ქალური პრაქტიკების ტრენერი, პერსონალური მწვრთნელი (ქოუჩი) – ინგა ბლესი, რომელიც დეტალურად გვიამბობს თავისი წარმატების გზას, დასაწყისიდან დღემდე.

ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც ვამთავრებდი სკოლას მქონდა იმის შეგრძნება, რომ ფსიქოლოგი გამოვსულიყავი. მაგრამ სკოლა დავამთავრე 90 წელს, საბჭოთა კავშირის პერიოდში და მაშინ რაში უნდა გამოგვეყენებინა ეს სპეციალობა, რაზე უნდა გემუშავა, როგორ უნდა შეგენახე შენი თავი ამ სპეციალობის მეშვეობით იმდენად წარმოუდგენელად ჩანდა, რომ ჩემი ინტერესი გვერდით გადავდე, ჩემი ბავშვური ოცნებაც დავივიწყე, როგორც ხშირად გვემართება ხოლმე ადამიანებს და ჩავაბარე ,,პროგრამირება და გამოთვლის ტექნიკაზე’’, რაც რა თქმა უნდა ჩემი არასოდეს არ ყოფილა, არ მაინტერესებდა და არ მიზიდავდა. შესაბამისად, მთელი ამ სწავლის პერიოდმა სრულიად უღიმღამოდ ჩაიარა და ამ სპეციალობის მხოლოდ დილპომი მაქვს.

თუმცა, 30 წლის შემდეგ, როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაში საკმაოდ დიდ პრობლემებს წავაწყდი ისეთ პრობლემებს რომლებმაც ღრმა დეპრესიამდე მიმიყვანა, აი მაშინ, ისევ გამოცოცხლდა ჩემი ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ. მივიღე მეორე უმაღლესი განათლება, უკვე ის განათლება, რომელიც მაინტერესებდა და მინდოდა. ეს იყო იმიჯმეიქერი-ფსიქოლოგის სპეცილობა და მივხვდი, თუ რაოდენ საინტერესო შეიძლება იყოს იმ საგნის, იმ პროფესიის შესწავლა რომელიც რეალურად გაინტერესებს. ასევე პარალელურად მოვხვდი ურთიერთობების აკადემიაში, სადაც ასევე ადამიანის ენერგეტიკა, ფსიქოლოგია და ფსიქიკის შესახებ ისწავლებოდა მოსკოვში და პირველად სწორედ აქ მქონდა შეხება ამ სფეროების შესახებ.

 

აი, ასე ნელა-ნელა დაახლოებით ასე 2002 წლიდან უკვე დავიწყე ამ თემასთან ურთიერთობა, მივიღე იმიჯმეიქერი-ფსიქოლოგის განათლება ხოლო დაახლოებით 3-4 წლის მერე მივხვდი, რომ აღარ მაკმაყოფილებდა მხოლოდ გარეგნობასთან და მხოლოდ ადამიანის იმიჯთან მუშაობა, მივხვდი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რაც ადამიანს აქვს შიგნით, იმიჯის მიღმა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ლამაზდ ჩაიცვა და ლამაზად გააფორმო შენი გარეგნობა, თუ შიგნით არ გაქვს ჰარმონია და სიწყნარე კაპიკი არის ამის ფასი.
და უკვე გადავედი ენერგეტიკული პრაქტიკების, უშუალოდ ფსიქოლოგიის შესწავლაზე და თანაც გამიმართლა, მოვხვდი ისეთ სასწავლებელში, სადაც მოკლე დროში ინტენსიურ სწავლებასთან ერთად, იყო ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ფსიქოლოგიის მეთოდები, რომელთა მეშვეობით ჯერ საკუთარ თავს დავეხმარე საკუთარი შინაგანი გაუცნობიერებელი კონფლიქტების, წინაღობების და შემზღუდველი რწმუნებულებების მოცილებაში და პარალელურად უკვე დავიწყე მოღვაწეობა და ადამიანების დახმარება ამ მიმართულებით. აი ასე მოვედი დღემდე.

მას შემდეგ, რაც მივიღე ეს პროფესიები, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, არსებობს ერთგვარი პატარა საიდუმლო, იმის შესახებ რომ ადამიანები ვინც ირჩევენ ამ და მსგავს პროფესიებს, პირველ რიგში ამ ადამიანებს სურთ საკუთარი თავის დახმარება და სამწუხაროა, რომ ხშირად კლასიკური განათლება არ იძლევა ამის საშუალებას, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ იქ ვსწავლობთ თეორიას მაგრამ, იმისათვის რომ საკუთარი პრობლემები დაამუშაო და ამით საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესო, ეს არ ხდება რამდენადაც მე ვიცი. რადგან შემხვედრია ის ადამიანები, ვისაც კლასიკური ფსიქოლოგიიური განათლება აქვთ მიღებული.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკვე მე თვითონ შემექნმა ისეთივე, კურსები როგორიც მე გავიარე მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის ქოუჩინგის სკოლა, რომელშიც პრაქტიკული ფსიქოლოგიის ტექნიკები შეისწავლება და ამ სკოლაში უკვე მეორე ნაკადის სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ქოუჩინგის სკოლის შესახებ, როგორ რა შედეგებს იძლევა აქ სწავლა?

ეს არის ქოუჩინგის 7 თვიანი სკოლა, სადაც ადამიანი შეისწავლის ქოუჩინგს და ასევე პრაქტიკულ ფსიქოლოგიას და მის ტექნიკებს, რომლებიც იძლევიან მომენტალურ შედეგებს. ქოუჩინგი არის მიზნების და მისი გეგმების დაგეგმვა თუმცა თუ ადამიანს აქვს შინაგანი ბლოკები რაც არ უნდა მიზნები დაისახოს შედეგი არ იქნება და ვერ წავა წინ, იმიტომ რომ მას აქვს შინაგანი ბლოკი. ფსიქოთერაპიული ტექნიკები კი გვეხმარება სწორედ ამ ბლოკების მოცილებაში.

ამ კურსების გავლის შემდეგ, პირველ რიგში ხდები უფრო გაწონასწორებული და თავდაჯერებული. სულ უფრო ნაკლებ რამეს შეუძლია გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, გაგაღიზიანოს, გაგანერვიულოს და ცხოვრებისეულ გამოწვევებსაც უდგები არა ემოციებით, რაც ადამიანს ხელს უშლის მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილება, არამედ მშვიდად, რათა შეძლო გააკეთო სწორი ანალიზი და იმოქმედო. სწორედ ეს გაწონასწორებულობა გაძლევს იმის საშუალებას იყო მაქსიმალურად ეფექტური სხვადასხვა სიტუაციებში და სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემების წარმოიქმნისას… შესაბამისად ადამიანი ხდება უფრო ეფექტური, შედეგიანი და უფრო წარმატებული.

ზოგადად რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ფსიქოლოგს?

ძალიან ხშირად ჩვენს სოციუმში ეშლებათ ხოლმე ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი. ექიმ-ფსიქიატრს უტოლებენ ყველა ამ სპეციალობას და თვილიან, რომ ფსიქოლოგთან სულიერად დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ მისვლა.
რადგან არსებობს ესეთი შეხედულება, მოდით განვამრტავ: ფსიქოლოგი სულიერ ავადმყოფეთან არ მუშაობს, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. ფსიქოლოგები ვმუშაობთ ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებიც აღმოჩნდნენ გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემების და გამოწვევების წინაშე და ვერ უკლავდებიან ამ გამოწვევას დამოუკიდებლად. სწორედ ამ შემთხვევაშია რეკომენდებული მიმართოს ადამიანმა ფსიქოლოგს.

რაც შეეხება ფსიქოთერაპიას. თუკი ფსიქოლოგი უბრალოდ აგიხსნის რატომ ხარ ამ მდგომარეობაში და რის გამო გემართება ეს. ფსიქოთერაპევტს უკვე შეუძლია განკურნება მოახდინოს შენში არსებული მიზეზების, რაც იწვევს ამ უშედეგობას და ამ პრობლემებს შენს ცხოვრებაში. ფსიქოთერაპევტს ამ ყველაფრის განკურნება შეუძლია ფსოქოლოგიური მეთოდებით. ეს არის ფსოქოლოგიური ტექნიკები და არა მედიკამენტოზური მკურნალობა.

რაც შეეხება ქოუჩინგს – ეს არის ახალი პროფესია და ახალი მიმდინარეობა, რომელიც სწორი, დახვეწილი ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული, კითხვების მეშვეობით ადამიანს უჩვენებს განვითარების გზას. დაანახებს იმას, თუ სად უშვებს შეცდომას, სად არის მისი ქმედება არასწორი, რასაც მიჰყავს არასასურველ შედეგამდე. ქოუჩინგი ეხმარება დაისახოს მიზანი და დაისახოს ამ მიზნისაკენ მიმავალი გზა. ანუ შეადგინოს გეგმა.

ხოლო, ენერგეტიკული პრაქტიკები ეს არის ძველისძველი ცოდნა, რომელიც ძირითადად სამხრეთული და აზიური კულტურებიდან მოდის და გვეხმარება ჩვენი ენერგიის ამაღლებაში. რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია ადამიანი, რაც უფრო დაბალ ემოციებს განიცდის, რაც უფრო მეტი პრობლემა, აქვს მით უფრო დაბალია მისი ენერგეტიკული დონე და იმისათვის, რომ მან მოახერხოს ამ პრობლემებიდან გამოსვლა, მნიშვნელოვანია ენერგიის ამაღლება.

ზოგადად ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია აიმაღლო ენერგია და იყო სათანადო ენერგეტიკულ დონეზე, ხოლო ენერგეტიკული პრაქტიკები, სწორედ რომ ენერგიის ამაღლებას ემსახურება სხვადასხვა სახის ვიზუალიზაციით, ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშებით. რაც ყველაფერი ერთობლიობაში, ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

ადამიანები, რომლებიც თავს გრძნობენ დაკარგულად, არ იციან რა აკეთონ, ვინ არიან და რა არის მათი ცხოვრებისეული მისია, ასეთ ადამიანებს რას ურჩევდით?

ადამიანები, რომლებიც დაკარგულად გრძნობენ თავს ამის მიზეზი დამალულია ადრეულ ბავშვობაში, ან საგვარეულოდან მიღებული პრობლემებიდა გამოდინარე. საუკეთესო გზაა გაიარონ  ფსიქოთერაპიული დახმარება, რადგან ყველაფერი არის ქვეცნობიერში და კარგი ფსიქოთერაპევტის დახმარების გარეშე ამის აღმოჩენა პრაზტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება მათ ვინც ვისაც სჭირდება პროფესიული თვითგამორკვევა და ანალიზი, გეთყვით რომ 20 მაისს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ( საბაუნი) ვატარებთ ერთ დღიან პრაქტიკუმს ‘’ პროფესიული თვითგამორკვევა’’, რომელიც სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ ადამიანმა შეძლოს და გაანალიზოს თავისი თავი. მას რა უნდა, რა უნარები აქვს, რა ჩვევები აქვს, რა ხასიათი აქვს და რომელ პროფესიაში იქნება ეს მისი უნარები და ჩვევები კარგად წარმოჩენილი და რომელი პროფესიისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო.

ქალბატონო ინგა, რა შედეგები აქვთ თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებს? რამდენად კონკურენტუნარიანი პროფესიონალები არიან დღეს ისინი ბაზარზე?

თვითონ კურსი ისეთნაირად არის აგებული, რომ შეუძლებელია დაამთავრო თუ არ გახდი პროფესიონალი და თუ არ ჩაატარე ყველა ის ტექნიკა, რომელიც ახსნილია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახვალ გამოცდაზე და შესაბამისად კურსაც ვერ დაამთავრებ. ხოლო ისინი, ვინც ახლა ამთავრებს პირველ ნაკადს, პროგრამის მიხედვით მათ აქვთ 50 უფასო სესია ჩასატარებელი ნებისმიერი მსურველისთვის, რათა შემდგომში რეალურ კლიენტებთან მუშაობისთვის პრაქტიკა დაუგროვდეთ.

ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრი რა სიახლეებს გეგმავს უახლოეს მომავალში?

ქოუჩინგის სკოლის ბევრი კურსდამთვრებული, გარდა პირადი კონსულტაციებისა, ასევე ახალ პროგრამებს შემოგვთავაზებენ. ასევე იქნება ჩემგან ნასწავლი ტექნიკებით მომზადებული ახალი პროგრამები სხვადასხვა საინტერესო და საჭირო თემებზე. მე თვითონ კი მაქვს უამრავი ახალი გეგმა: პროფესიოული თვითგამორკვევა – 20 მაისი,  6 მაისს გვექნება პროგრამა ‘’გახდი ქალი მაგნიტი’’, ასევე ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს საჯარო გამოსვლებზე პრობლემა და ამ კუთხითაც ვიწყებთ მუშაობას.

უნდა ავღნიშნო, რომ დაწყებულია ქოუჩინგის სკოლის მესამე ნაკადი რეგისტრაცია. სწავლა 2 ივლისს დაიწყება და  7თვე გაგრძელდება. ასევე დაგეგმილია პროგრამა ‘’მიხწევატორი’’ და ყველა ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ოფიაცილურ ფეისბუქ გვედრზეა განთავსებული.

მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც მისცემდით ჩვენს მკითხველს:

გახსოვდეს, არაც ერთი ადამიანი არ არის ვალდებული გაამართლოს შენი მოლოდინი და შეესაბამებოდეს შენს წარმოდგენებს მასზე…

საკუთარი გონების მიერ შექმნილი ილუზიების აყოლის ნაცვლად, უბრალოდ დააკვირდი, შეიცანი, გაიცანი ადამიანები…

ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იმედგაცრუება, გულისტკენა და პრეტენზიები იქნება თქვენს ურთიერთობებში…

მიეცი გარშემომყოფებს უფლება, იყონ ისეთები, როგორებიც არიან, აკეთონ ის და ისე, რასაც და როგორც აკეთებენ და იაზროვნონ თავისებურად – ანუ მიეცი უფლება იყონ შენგან განსხვავებულნი განსჯისა და განკითხვის გარეშე…

და ბოლოს: გახსოვდეს, თუ ვინმეს საქციელი აღგაშფოთებს და გაღიზიანებს – შენც სწორად ასე იქცევი, უბრალოდ საკუთარ თავში ამას ვერ ამჩნევ.

წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ჩემო კარგებო!  

ავტორი: მარიამ შარიქაძე

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 57 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ