ინტერვიუ “გალერეა ვაჩეს” დამფუძვნებელ, ინგა ვაჩეიშვილთან

ინტერვიუ “გალერეა ვაჩეს” დამფუძვნებელ, ინგა ვაჩეიშვილთან

– ცოტაოდენი მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ…

– გალერეა ვაჩეს საქმიანობა მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების პოპულარიზაციაა, გამოფენების მოწყობა, რაც ხელოვან ადამიანებთან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, უნდა დაინახო ადამიანის ძლიერი მხარე და საზოგადოებას საინტერესო შემოქმედი უნდა დაანახო, ამ შემთხვევაში მიყვარს ხოლმე თქმა: შემოქმედებაში უინტერესო ადამიანი არ არსებობს!

– თქვენ გახსოვთ პირველი გამომუშავებელი თანხა და იმ დროს რა ემოციებს განიცდიდით?

– ამის დავიწყება შეუძლებელია. მახსოვს, როცა პირველი სახელობითი სამკაული გავყიდე მე უკვე მქონდა მიზნები: საკუთარი გალერეა, საკუთარი სამკაული დამღით,,ვაჩე’’.

– რა ეტაპები გაიარა თქვენმა ბიზნესმა?

– ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი კონკურენციისთვის თითქმის მზად ვიყავი, ქართულ სივრცეში ჩემი პატარა ადგილის დამკვიდრებისთვის,საკმაოდ რთული, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საინტერესო გზა გამოვიარე.. ამაში დეილ კარნენგის ლიტერატურა დამეხმარა, მივხვდი ახალი მიდგომა იყო საჭირო და ეს მიდგომაც გამოვიყენე, გამოფენის ავტორებს სრულ თავისუფლებას ვაძლევდი ვეუბნებოდი, რომ ისინი არა მარტო ავტორები არიან არამედ გალერიის თანამშრომლები, თავისუფალი მიდგომა მათ ეხმარებოდა თავი უკეთ წარმოეჩინათ. ამ მხრივ გამოცდა ჩავაბარე.

– რატომ გიყვართ თქვენი საქმიანობა?

– რატომ მიყვარს?, კარგი შეკითხვაა… მებაღისთვის, ხომ პირველი კვირტებია სიხარულის მომნიჭებელი? ესეთივე შეგრძნებაა როცა ბუნებრივ ქვასთან მუშაობ და სამკაულის დასრულებულ სახეს შემოქმედებითად ხედავ მალე ზღვაზე გაშლილი იალქანი, კარდინალი, როიალი და ბევრი სხვა სახელობითი სამკაული მოყვება ჩემი შემოქმედების ისტორიას.

– რითი გიწევთ გადახდა ბიზნესსში წარმატების მიღწევისთვის?

– უკვე გადავიხადე ტკივილით, როცა ვერ გაიგეს რატომ უნდა შემექმნა საკუთარი გალერეა, რატომ უნდა შემექმნა საკუთარი ბრენდი, გადავიხადე, როცა გართმევენ იმას რასაც შენი სახელი ქვია, როცა გიწვავენ შენს პატარა ისტორიას, როცა თელავენ შენს სურვილებს, მე უკვე გადავიხადე… მაგრამ მთავარი ეს არაა შენი საქმიანობისთვის ბრძოლა გაძლევს თავისუფლების შეგრძნებას , ისე არაფერი მოდის…

– რას ვერ პატიობთ თქვენს თანამშრომლებს?

– რას ვერ ვპატიობ? მარტო თანამშრომელს კი არა ზოგადად გულგრილობა მაშინებს ადამიანებში. ნამდვილად ვიცი ამას ვერავის ვაპატიებ.

– ამბობენ, წარმატება ეს არის შრომის 99% და იღბალის 1%, ფიქრობთ რომ წარმატებული ადამიანი ხართ?

– მე არ მინახავს ცალ-ცალკე რომელიმე, ან მარტო შრომით ან მარტო იღბალით გამართლებული საქმე. ვთვლი, რომ ურთიერთკავშირშია.

ჩემს შემთხვევაში ერთმა მომენტმა გადწყვიტა ყველაფერი, დედა ინგლისში ცხოვრობდა და იქ ექიმებმა, საშინელი ვერდიქტი გამოუტანეს და უთხრეს, რომ 2 თვე ჰქონდა დარჩენილი, ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც ჩემი ეს ,,ახირება’’ ესმოდა,მისი გარდაცვალების შემდეგ ფიზუკურად, მორალურად განადგურებულმა ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ვეღარც მიზანი დავინახე და ვეღარც მიზეზი საქმიანობის გაგრძელების, გალერეაში სარემონტო სამუშაოები შევაჩერე და სახლში დაბრუნებულს ინგლისიდან გამოგზავნილი დედის ნივთები დამახვედრეს, სადაც ერთმა პატარა უბის წიგნაკმა მიიქცია ყურადღება, სულმოუთქმენლად წავიკითხე და სიკვდილამდე 10 დღით ადრე სამკაულის ჩანახატი ჰქონდა გაკეთებული იქნებ ესეთი გააკეთოო… წერილი ასე მთავრდებოდა ,,ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი’’ ზუსტად ეს ოთხი სიტყვა იყო…იმ დღის მერე, უკან არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგავს, ბევრი ცრემლის და ტკივილის მიუხედავად ვფიქრობდი, ქალმა მთელი იმპერია დამიტოვა ამ სიტყვებით. მე კი უნდა მებრძოლა.

წარმატებული? არა მე უფრო რეალიზებული ადამიანი ვარ, წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი…

– რას უსურვებთ დამწყებ მეწარმეებს?

– იდეას და ერთ შანს და ამის რეალურად გამოყენებას. ბიზნესი სკოლაა და ბიზნესმენი მოსწავლე, რომელსაც კლასები გასავლელი აქვს, მთავარია არ დაიღალო სწავლით,
ლელო უნდა გაიტანო..

– გაქვთ ვაკანტური ადგილები ჩვენი მკითხველებისთვის?

– როგორ არა მაქვს…გულიდან ამოვარდნილი, ხელით თუ შეგიქმნია შენი სათქმელი გალერეა ვაჩე გელოდებათ, თუმცა სხვა ვაკანსიაც მაქვს მოდით ერთად შევაფასოთ შემოქმედი ადამიანების გამოფენები და წარმატებები ვუსურვოთ!
მოკლედ ვაკანტური ადგილები სულ გვაქვს!

მომზადებულია B2P.GE-ს მიერ

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

შეყვარებული მოდელების ეგზოტიკური დასვენების 21 ფოტო

ეს შეყვარებული წყვილი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს «იდეალური ურთიერთობა» ფოტოგრაფი ჯეი ალვარესი და მისი შეყვარებული, მოდელი ალექსის რენე ცხოვრობენ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით. მათ უხარიათ ყოველი დღე

რუბრიკები

წიგნი “სამუშაოს ძებნა მარტივად”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

რუბრიკები

7 ქალი, რომლებმაც თავიანთი ქმრები გამოჩენილ ადამიანებად აქციეს

ყოველი გამოჩენილი მამაკაცის უკან დგას ძლიერი და გამოჩენილი ქალი. არავინ იცის, როგორ წავიდოდა ჩვენი ფავორიტი მომღერლების, მხატვრების, რეჟისორების და მწერლების ცხოვრება, მათ გვერდით ბრძენი და მომთმენი ცოლები რომ არ ყოფილიყვნენ.