სურვილები რომ ახდეს

სურვილები რომ ახდეს

ალბათ გსმენიათ, რომ ფიქრები მატერიალიზდება. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამის განხორცილება არა მაგიის, არამედ ფსიქოლოგიის კანონების მიხედვით ხდება. იმისათვის, რომ სურვილები ასრულდეს, საჭიროა მათი სწორი ფორმულირება.

ფორმულირება
რაც უფრო გარკვევით განსაზღვრავთ კონკრეტულად რა გსურთ, მით უკეთესი. ნუ გამოიყენებთ უარყოფას: ნუ იფიქრებთ იმაზე, რაც არ გინდათ, გონება მომართეთ მხოლოდ სასურველზე. მაგალითად, არასწორია როცა ფიქრობთ «არ მინდა ავადმყოფობა», სწორია «მინდა ვიყო ჯანმრთელი», ან «არ მინდა მსუქანი ვიყო», სწორია «მინდა კარგი აღნაგობა მქონდეს».

დეტალიზაცია
მაგალითად გსურთ გახდომა, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ დეტალურად თუ როგორ მოხდება ეს. ქაღალდის ფურცელზე დაწერეთ ესე ამ თემასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ფიგურა დაიყენეთ, აღარ გერიდებათ ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტუმით სიარული, უკეთ გრძნობთ თავს, ხოლო მაღაზიებში ყოველთვის არის თქვენი ზომის სამოსი.

ახლანდელი დრო
ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრება გაიყო, მაგრამ მათი უმეტესობა გვირჩევს სურვილის ფორმულირება მოვახდინოთ არა მომავალ დროში, არამედ აწმყოში – თითქოს ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. მაგალითად, არ უნდა იფიქროთ «მინდა კარგი სამსახური ვიშოვო», სწორია «მე კარგ სამსახურს ვშოულობ», ანუ თქვენი სურვილი უკვე იწყებს განხორციელებას.

საზღვრების გაფართოვება
არ ღირს სურვილის ფორმულირება ასე: «მე მანქანის შეძენას ვაპირებ», იქნებ ლატარიაში იგებთ მას? ან იქნებ ვინმე ახლობელი გადაწყვეტს რომ გაჩუქოთ? ამიტომ სჯობს საზღვრები არ დაადოთ თქვენს ფიქრებს, მაგალითად მსგავსი: «ამის ყიდვა, შოვნა, დაბრუნება მინდა» და ა. შ., ვინ იცის რა გზით მოვა თქვენამდე სასურველი ნივთი.

ვიზუალიზაცია
განვლილი ეტაპების შემდეგ საკუთარი თავი წამოიდგინეთ უკვე მომავალში, სადაც თქვენი სურვილი ასრულდა. მაგალითად, ახალი ბინა თუ გინდოდათ, წარმოდგინეთ, როგორ ცხოვრობთ მასში, დილით როგორ იღვიძებთ, სამსახურში წასასვლელად ემზადებით, სტუმრებს იღებთ და ა.შ. დეტალურად წარმოიდგინეთ ამ ბინის ინტერიერი, რა არის გარშემო, ვინ არის თქვენთან ერთად. წარმოიდგინეთ ეს ყოველდღიურად.

მოლოდინი
გახსოვდეთ, რომ სურვილი ჯადოსნობით არ სრულდება, ამიტომ საჭიროა დრო მისი განხორციელებისთვის. არ ღირს იმის ლოდინი, რომ ხვალ ან მიმდინარე კვირას უცებ ევროპაში სამოგზაუროდ წახვალთ. უბრალოდ გააგრძელეთ საკუთარი სურვილების სრულყოფამდე მიყვანა: მოახდინეთ ფორმულირება, დეტალიზება და წარმოიდგინეთ.

შესრულება
აქ მთავარია არ გაუშვათ თქვენი შანსი. რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი ოცნების სამსახური შემოგთავაზონ, ან სიმპატიური მამაკაცი მოვიდეს და გაგეცნოთ, თქვენ კი რაიმე მიზეზით შეშინდეთ და უარი თქვათ ამ ყველაფერზე. ნუ შეგეშინდებათ და ყოველთვის გამოიყენეთ საკუთარი შანსი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ იქცევიან ყველაზე დამაჯერებელი ადამიანები?

1. მათ ესმით როდის არის საჭირო დარწმუნება ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად დარწმუნება, გრძნობენ საკუთარ ძალას და მას ზომიერად და გააზრებულად იყენებენ. მათ ესმით, რომ საუბრის უმეტეს შემთხევაში საჭირო არ არის

Print Friendly, PDF & Email

ცოლთან კამათისას

ქალსა და მამაკაცს თვითგამოხატვის სხვადასხვა გზები აქვთ. კამათის დროს მამაკაცთა უმრავლესობას უჭირს გაიგოს, რას გულისხმობს და რას განიცდის ქალი. მცდარი განმარტება კი ყოველთვის მიგვიყვანს გაუთავებლ კონფლიქტამდე. კარგი ამბავი ის არის,

Print Friendly, PDF & Email

10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

1. ქარიზმა ნუ იფიქრებთ, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. ქარიზმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი თვისება შესაძლებელია გამოიმუშაოთ. ღიმილიანი სახე და იუმორის გრძნობა, ანთებული თვალები, საკუთარი თავის რწმენა – ამ თვისებებს ჯერ

Print Friendly, PDF & Email

რას გვეუბნება თვალის ფერი ადამიანზე?

შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საინტერესო თემას, რომელიც როგორც ადრე, დღსაც ძალიან აქტუალურია. ძველ დროშიც და ახლაც მიაჩნიათ რომ ადამიანის ამოცნობა იწყება მისი თვალებით, რომ თითოეული ადამიანის თვალი უნიკალურია თავისი ფერთა პალიტრით, მაგრამ

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვიცხოვროთ მდიდრული ცხოვრებით

ცხოვრება სავსეა ფიზიკური, ემოციური, სულიერი და ფინანსური სიამოვნებით – ეს ნამდვილად ბევრი ადამიანის ოცნებაა. ყველა ადამიანი უნდა იმყოფებოდეს უსაფრთხოდ, სიმშვიდეში, სიყვარულსა და საერთო სიხარულში. მაგრამ რატომ არის ამის მიღწევა რთული?

Print Friendly, PDF & Email

10 მიზეზი რატომ ხართ წარუმატებელი

წარმატების შეფასება შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა საშუალებით. წარუმატებლობასთან მიმართებაში ყველაფერი მარტივია. თქვენ არ შეასრულეთ დასახული ამოცანა და მორჩა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაგავალათ ამ ამოცანის შესრულება, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამოცანა

Print Friendly, PDF & Email